ლუიზიანის შტატში, ქალაქ ბატონ–რუჟში, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა და პოლიციის სამი თანამშრომელი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა, _ იუწყება “ბი–ბი–სი”.
თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, შავებში იყო ჩაცმული და სახე დაფარული ჰქონდა. შემთხვევის ადგილას პოლიციის 7 თანამშრომელი იყო.
ბატონ-რუჟში, უკვე ორი კვირაა, დაძაბული ვითარებაა, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც პოლიციელმა შეუიარაღებელი აფროამერიკელი ალტონ სტრელინგი სასიკვდილოდ დაჭრა.