Home რუბრიკები საზოგადოება ლატვია თავის შვილებს კარგავს

ლატვია თავის შვილებს კარგავს

663

2015 წელს ლატვიის მოსახლეობა 17,1 ათასით შემცირდა

2016 წლის დასაწყისში ლატვიაში 1,9 მლნ კაცი ცხოვრობდა _ 17,1 ათასით ნაკლები 2015 წლის დასაწყისთან შედარებით. 2014 წელს კი ლატვიის მოსახლეობა 0,77%-ით შემცირდა, ანუ 15,4 ათასით. შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა ლატვიის რესპუბლიკური მნიშვნელობის ყველა ქალაქში: დედაქალაქ რიგაში _ 2,2 ათასით, დაუგავპილსში _ 1,1 ათასით, ლიეპაიაში _ 631-ით, ელგავაში _ 135 კაცით.

სპეციალისტთა აზრით, ლატვიაში მოსახლეობის შემცირების ტენდენციის მიზეზები არის ლატვიელთა ემიგრაცია უცხოეთში და შობადობის დაბალი დონე. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სამშობლოში დაბრუნდა უცხოეთში გადახვეწილი 5,6 ათასი ლატვიელი, მაგრამ ამან მნიშვნელოვნად ვერ იმოქმედა მოსახლეობის რაოდენობის მატებაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here