Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკული მედია დუმს აშშ-ის ინტერვენციებზე

ამერიკული მედია დუმს აშშ-ის ინტერვენციებზე

472

ამერიკული გამოცემა The American Conservative აზრით, რაც უფრო ხშირად ერევა აშშ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში, მით ნაკლებ ყურადღებას უთმობს ამას ამერიკული პრესა და ის, ფაქტობრივად, დუმს აშშის ინტერვენციებზე

პრეზიდენტმა ობამამ 8 წელი გაატარა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან აშშ-ის სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანაზე ლაპარაკში, მაგრამ მან, ფაქტობრივად, გააფართოვა აშშ-ის ძალები ამ რეგიონში. ეს ამერიკულ მედიაში რაიმე მნიშვნელოვანი დებატის გარეშე მოხდა. დისკუსია, ძირითადად, ჩაღდებოდა მცდარ მოსაზრებაზე, რომ ბევრი სამხედროს გამოყვანით ობამა ხელს შეუწყობდა მტრებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში პრესაში ასეთი თვალსაზრისის გავრცელებამ ობამას ადმინისტრაციას საშუალება მისცა, გაეძლიერებინა აშშ-ის სამხედრო ძალები ერაყში, სირიაში, იემენსა და ლიბიაში, თანაც ისე, რომ ოპოზიციისგან მწვავე კრიტიკა არ დაემსახურებინა.

მიუხედავად აშშ-ის აქტიურობისა ზემოაღნიშნულ 4 ქვეყანაში, ამერიკის სამ მთავარ გამოცემაში: “ვაშინგტონ პოსტში”, “ნიუ-იორკ თაიმსსა” და “უოლ სტრიტ ჯორნალში”  ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში პრეზიდენტ ობამასა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მოხსენიება მნიშვნელოვნად შემცირდა.

2016 წელს სირიის მოვლენებში აშშ-ის ჩართულობაზე ძირითადი გამოცემები წერდნენ მხოლოდ 10 დღეში ერთხელ. იემენისთვის ეს მონაცემები გაცილებით ნაკლებია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ამ ქვეყნის კონფლიქტში აშშ-ის ჩართულობაზე თვით დაწვრილებით ანგარიშებშიც კი არაფერია ნათქვამი. საოცარია, როგორ ახერხებს აშშ ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტებში თანდათან უფრო აქტიურად ჩართვას ისე, რომ სამხედროების მიმართ მედიის ყურადღება სულ უფრო მცირდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here