Home რუბრიკები პოლიტიკა პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ნატოს მოქმედება საბჭოთა კავშირში ჰიტლერის შეჭრას შეადარა

პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ნატოს მოქმედება საბჭოთა კავშირში ჰიტლერის შეჭრას შეადარა

პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა სტივენ კოენმა, რომელიც რუსეთისა და სსრკ-ის ისტორიის შესწავლითაა დაკავებული, აღნიშნა, რომ ერთი ქვეყნის საზღვრებთან უცხო ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფების მობილიზება ბოლოს  1941 წელს შეინიშნებოდა, მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ.  ექსპერტი თავის სტატიაში, რომელიც The Nation-მა გამოაქვეყნა, წერს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავისი გავლენის ზონების გაფართოებას ცდილობს და ამით ძირს უთხრის რუსეთთან თანამშრომლობას. 

 “ნატო ამერიკის მეთაურობით განაგრძობს სამხედრო ძალების გაძლიერებას ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში და ეს ხდება უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან. ამ ვითარებაში გასაკვირი არ არის, რომ მოსკოვი თავის თვითმფრინავებს გზავნის  ამერიკული სამხედრო ხომალდის დასაზვერად, რომელიც კალინინგრადში არსებული რუსული სამხედრო ბაზის ახლოს იმყოფებოდა. და ვინ გამოდის პროვოკატორის როლში _ რუსეთი, რომელსაც დასავლეთი რეგულრულად ადანაშაულებს აგრესიაში და რომლის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან გაათავისუფლა სირიის ქალაქები თუ ვაშინგტონი და ბრიუსელი, რომლებმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში თავიანთი სამხედრო გავლენის სფერო ბერლინიდან რუსეთის საზღვრებამდე გააფართოეს?

ნატოს ასეთი მოქმედება რუსებს გაახსენებს მათ ქვეყანაში ნაცისტური გერმანის შეჭრას 1941 წელს _ ბოლო შემთხვევას, როდესაც მტრულმა ძალებმა თავი მოიყარეს ქვეყნის საზღვრებთან”, _ წერს კოენი.

შეგახსენებთ: 1990 წლის თებერვალში გერმანიის გაერთიანებაზე გამართული მოლაპარაკებებისას დასავლეთი დაჰპირდა სსრკ-ს, რომ ნატო ერთი დუიმითაც არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ბოლო 24 წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებში აღმოსავლეთი ევროპის 10 სახელმწიფო შევიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here