შარშან შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად მსოფლიოში 167 ათასი ადამიანი დაიღუპა. ეს მონაცემები ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ახალ ანგარიშშია მოყვანილი.
ანგარიშის თანახმად, ყველაზე დიდი მსხვერპლი აღირიცხა სირიაში, ცენტრალურ ამერიკაში, მექსიკაში, ავღანეთში, ნიგერიასა და ერაყში.
შარშან სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს 55 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ავღანეთში კი, 2013 წელთან შედარებით, დაღუპულთა რაოდენობა 3 500-დან 15 ათასამდე გაიზარდა.