საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბირთვული მასალის გასაღების ფაქტზე დააკავეს 6 პირი _ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები.
უწყების განმარტებით, აღნიშნული პირები თბილისში 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ ბირთვული მასალის _ ურანის (U 238) გაყიდვას.
დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნია ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერი, რომელშიც ურანი-238 იყო.