Home რუბრიკები პოლიტიკა პანამის სკანდალის კვალზე

პანამის სკანდალის კვალზე

565

უდიდეს ოფშორულ სკანდალში, რომელიც ერთ კვირაზე მეტია, მსოფლიო პრესაში აგორდა, წამყვანი ქვეყნების ლიდერები აღმოჩნდნენ გარეული. უწინარეს ყოვლისა, რას წარმოადგენსპანამის დოკუმენტები”, იგივეპანამური არქივი”, ანუპანამური დოსიე”? სამივე ეს სახელწოდება არაფორმალურია: პანამის იურიდიული კომპანიამოსეკ ფონსეკადანგადინებული დოკუმენტების კრებულს ასე მოიხსენიებენ მსოფლიო პრესაში. დოკუმენტები 2016 წლის 3 აპრილს გასაჯაროვდა. მოიცავს 1977 წლიდან 2015 წლამდე პერიოდს. მასალების ძირითადი თემატიკა, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში შეისწავლა და გამოიძია 400-მდე ჟურნალისტმა ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციაჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმისეგიდით, პოლიტიკოსების, მასმედიის, მაღალი დონის მოხელეების და .. დაფარულ საკუთრებას ეხება.

“არქივი” 11,5 მილიონ ფაილს შეიცავს _ საქმიან მიმოწერას, ამონაწერებს საბანკო ანგარიშებიდან, პასპორტების ასლებს და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც დაახლოებით 214 ათას კომპანიას ეხება. მათი უმრავლესობა პანამასა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა განლაგებული. გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე (მიაქციეთ ყურადღება!) “მოსეკ ფონსეკამ” კლიენტებს დაუგზავნა წერილი, რომლითაც აცნობა თავისი სერვერების გატეხვის შედეგად ფირმის მიმოწერისა და საქმიანობის გაჟონვის შესახებ. ამით, ფაქტობრივად, დაადასტურა ჟურნალისტების ხელში მოხვედრილი დოკუმენტების ნამდვილობა.

დოკუმენტებში მოხსენიებულია სახელმწიფოების 12 ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერი.

დღეს მოქმედ ლიდერებს შორის არიან: უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო, არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მარკი, გაერთიანებული არაბეთის ემირატების პრეზიდენტი ხალიფ იბნ ზაიდ ალ ნაჰაიანი, ისლანდიის პრემიერ-მინისტრი დავიდ გიუნლეი გიუნლეიგსონ სიგმიუნდიური და საუდის არაბეთის მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი.

უკრაინის პრეზიდენტს დღემდე არ შეუსრულებია საპრეზიდენტო არჩევნების წინ უკრაინელი ამომრჩევლებისთვის მიცემული პირობა, რომ გაყიდდა თავის აქტივებს, რომლებიც საკონდიტრო კორპორაცია “როშენში” ჰქონდა, _ წერს ჟურნალისტი ვიტალი კროპმანი, _ გამოქვეყნებული მასალები მოწმობს, რომ უკრაინის ლიდერის საფინანსო და იურიდიულმა კონსულტანტებმა შექმნეს რამდენიმე ოფშორული კომპანია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, კვიპროსსა და ნიდერლანდების სამეფოში, სადაც გაიტანეს “როშენის” აქტივები და ამით თავი აარიდეს გადასახადების გადახდას უკრაინაში. ამასთანავე, სახელმწიფოს მეთაურმა 2014 წლის საფინანსო დეკლარაციაში არ მიუთითა თავის ახალ ოფშორულ კომპანიაზე. ცნობა ამის შესახებ არც 2015 წლის დეკლარაციაშია შეტანილი. ჟურნალისტთა გამოძიებით კი დადგინდა, რომ პოროშენკო 2015 წლის 8 დეკემბრის მონაცემებით კვლავ რჩებოდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ფირმის აქციების მფლობელად.

“ტრანსპარენს ინტერნეიშნლის” უკრაინის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორის ალექსეი ხმარას აზრით, სავსებით დასაშვებია, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ კონსტიტუციის იმ დებულების დარღვევაზე, რომლითაც პრეზიდენტს ეკრძალება ბიზნესსაქმიანობა.

მკვლევარები მიუთითებენ იმაზეც, რომ პოროშენკომ მეორედაც მოატყუა უკრაინელები, როცა 2016 წლის 14 იანვარს განაცხადა, რომ თავისი წილი “როშენში” გადასცა “ბრმა” ტრასტს და აღარ აქვს საშუალება, გააკონტროლოს თავისი აქტივები.

უკრაინის პრეზიდენტის საფინანსო კონსულტანტი მაკარ პასენიუკი ამ ყველაფერს ხსნის იმ სიძნელეებით, რომლებიც წარმოექმნათ “როშენის” გაყიდვასთან დაკავშირებით და რომლებიც ეფუძნება პოტენციური ინვესტორების შიშს, “უკიდურესად არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოების გამო რომ წარმოიქმნა”.

ცნობისთვის: უკრაინული გამოცემაზერკალო ნედელიაქვეყნებს 15 კომპანიის სიას, რომლებსაც აკონტროლებს სახელმწიფოს მეთაური.

მედიის ინფორმაციით პოროშენკო არის საბოლოო ბენეფიციარი ტელეკომპანიებისა და “ექსპრესინფორმის”, სასოფლო-სამეურნეო ფირმების _”ივანკოვცის”, “მასარგოსა” და “დნეპრაგროლანის”, ქარხანა “ლენინსკაია კუზნიცას” და რიგი სხვა საწარმოების.

“უცნაური რამ მოხდა გაზეთ “გარდიანის” რედაქციაში, _ წერს ჟურნალისტი ტობი იანგი, _ როცა გასულ ორშაბათს მისი რედკოლეგიის წევრები ეს-ესაა გამოსაჩენ ადგილზე გამოქვეყნებული “პანამის დოკუმენტებით” გამოწვეული წარმატებით ტკბებოდნენ. აღგზებული იყვნენ: მამხილებელი მასალები რამდენიმე თვე ხელთ ჰქონდათ და აპირებდნენ გამოქვეყნებული ცნობები დამატებითი ფაქტებით გაემდიდრებინათ გადასახადების დამალვის დახვეწილი სქემების შესახებ, რომელთა გამოყენებაში იმხილებოდნენ ლეიბორისტული პარტიის ცალკეული ლიდერები.

გაზეთი “გარდიანი” ერთ-ერთია 107 მედიაორგანიზაციიდან, რომელთაც საშუალება ჰქონდათ, საიდუმლოდ ექექა 15,5 მილიონი დოკუმენტის მასა თავიანთი ბრილიანტის პოვნის იმედით. არადა, თვით ეს მასა იყო ნამდვილი განძი: მხილებანი, რომლებსაც ეს დოკუმენტები შეიცავდა, უთუოდ გაუმწარებდა ცხოვრებას “ტორების” (ლეიბორისტების) მთავრობას.

ეს კი გაზეთის რეიტინგს აამაღლებდა.

ასეთი მზიანი მოლოდინის ახსნა შეიძლებოდა იმით, რომ მათ “ან არ იცოდნენ, ან დაივიწყეს, რომ კომპანია “გარდიან მედია გრუპმა” გამოიყენა გადასახადებისგან თავისუფალი კომპანია კაიმანის კუნძულებზე იმისთვის, რათა არ გადაეხადა კორპორაციული გადასახადი. როგორც ჩანს, მათ არაფერი იცოდნენ ასეულობით მილიონის შესახებ, რითაც კომპანია “გარდიან მედია გრუპი” მრავალი წლის განმავლობაში აფინანსებდა ოფშორულ ჰეჯფონდებს”, _ ასკვნის ავტორი.

გადასახადებისგან თავის არიდება, “თავისუფალიდამიუკერძოებელიპრესის ყოველდღიური საქმიანობის ტრადიციული შემადგენელი ნაწილია. დასავლეთში თუ აღმოსავლეთში _ ერთნაირად.

კომპანია ბი-ბი-სის ცნობით, “პანამის დოკუმენტები” გააანალიზეს დამოუკიდებელმა და სანდო ექსპერტებმა და მიიჩნიეს, რომ გამოძიება ჩატარდა პატიოსნად და მიუკერძოებლად, მაშასადამე, სანდოა და სწორედ ამიტომ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

სანდოა და მიუკერძოებელიო.

მაგრამ, როცა შეიტყობ, რომ არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია “ვიკილიქსის” ინფორმაციით, “პანამის დოკუმენტების” გადინებაში ჯორჯ სოროსის ხელი ურევია, ხოლო გამოძიების ორგანიზატორია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ორგანიზაცია (“იუსაიდი”), ეჭვი შეგეპარება ზემოთ მოხმობილ არგუმენტში ექსპერტების ობიექტურობაზე მითითების სისწორეში.

და აქვე დაგებადებათ შეკითხვა: გლობალური ფინანსური მაქინაციის ყოვლისწამლეკავი ტალღა, როგორ, რა მანქანებით არ შეეხო ამერიკის სახელისუფლო ელიტას?

სოროსი ვინც არის, ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის. ისიც იცის, რომ “იუსაიდი” აშშ-ის სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთი ცენტრალური ორგანოა. სააგენტოს ადმინისტრატორსა და მის მოადგილეს ნიშნავს პრეზიდენტი სენატის თანხმობით. “იუსაიდი” აშშ სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით საქმიანობს. ხოლო მისი პროგრამების დასაფინანსებლად ყოველწლიურად გამოიყოფა აშშ ფედერალური ბიუჯეტის ერთი პროცენტი.

ვინმემ ჭკუათამყოფელმა შეიძლება წარმოიდგინოს, რომ ამ სააგენტოს მიერ ორგანიზებული რომელიმე ღონისძიება შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების დისკრედიტაციისკენ იქნება მიმართული?!

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მარკ ტენერის მონაცემებით, მის ქვეყანას კავშირი აქვს “პანამის დოკუმენტების” გამოკვლევის დაფინანსებასთან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრების მეშვეობით.

დოკუმენტებში მოხსენიებული არიან 61 სახელმწიფოს მეთაურთა ნათესავები და ახლო მეგობრები.

ამ სიაში ამერიკის შეერთებული შტატები ნახსენები არ არის. იმიტომ ხომ არა, რომ, როგორც ნოდარ დუმბაძის გმირი იტყოდა, “ხელის მოსაკიდებელი ადგილი არ დარჩა”?

დიდი ბრიტანეთის გაზეთ “ობსერვერის” ცნობით “შემნახველი ბანკი” თავისი კლიენტების ლობირების მიზნით იყენებს კომპანია “პოდესტა გრუპს”, რომლის დამფუძნებლები არიან ძმები ტონი და ჯონ პოდესტები. ჯონი აშშ ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი და პრეზიდენტ ბარაკ ჰუსეინ ობამას მრჩეველია, ამჟამად იგი სათავეში უდგას ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბს. მისი ძმა ტონი კი ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი და ყოვლისშემძლე ლობისტია, აგროვებს შეწირულობებს ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიისთვის. “ობსერვერის” ჟურნალისტის აზრით, მათ უნდა მისცენ განმარტება “შემნახველ ბანკთან” ურთიერთობის შესახებ.

ეტყობა, აქ იკვეთება რაღაც კავშირი ოფშორთან გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, რის საშუალებასაც ამერიკის ლიბერალური კანონმდებლობა აძლევს.

ვიკილიკსიასკვნის, რომპანამის დოკუმენტებისგამოქვეყნების ერთერთი მიზანი იყო საინფორმაციო შეტევა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის პესკოვის განცხადებით, რომელიც მან “დოკუმენტების” გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე გააკეთა, დაინტერესებული ძალების მიერ მზადდებოდა ინფორმაციული შეტევა პუტინის წინააღმდეგ. მისი მიზანია რუსეთის დესტაბილიზაცია და დასუსტება. გამოკვლევას პესკოვმა სპეკულაცია უწოდა, აღნიშნა, რომ კრემლში ამ ერთდროულ აქციას უკავშირებენ საზღვარგარეთ “პუტინოფობიის მაღალ გრადუსს”. რუსეთის პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ “პანამის დოკუმენტების” გასაჯაროება არის დასავლეთის სამყაროს მხრიდან რუსეთის მიმართ მტრული დამოკიდებულების გაძლიერების შედეგი.

საინტერესოა, რომ პუტინის გვარი “დოკუმენტებში” არსად მოხსენიებული არ არის, _ ამას ადასტურებს “ნიუ იორკ თაიმსის” 3 აპრილის გამიშვება.

P.S. ამასობაში უკრაინის ტელესივრცეში დაატრიალეს კლიპი, როამელშიც თავზეპანამკაჩამოფხატული პოროშენკო და მისი კოლეგები ხვანცალებენ ალა პუგაჩოვას ახალგაზრდობაში ნამღერიპანამასმუსიკალური თანხლებით.

ცეკვავენ ვარსკვლავები”.

მოამზადა არმაზ სანებლიძემ

1 COMMENT

  1. თამაშის წესებს ვინც აწესებს, ის იგებს. ნუკი ააშკარავებენ, არამედ აკრძალონ ოფშორი და
    ყველაფერი დალაგდება, მაგრამ არ აწყობთ მსოფლიო მმართველობის მსურველებს, რაც
    უფრო დაიმონებენ და დაამშევენ დანარჩენ ქვეყნებს, მით უფრო ადვილია მათი მართვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here