
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების 2016 წლის 20 აპრილს გამართვის შესახებ დადგენილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო.
საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 5 აპრილს 10:00 საათზე დაიწყო. რეგისტრაციის ბოლო ვადად 2016 წლის 14 აპრილის 18:00 საათი განისაზღვრა. კენჭისყრის პროცედურა კი 2016 წლის 20 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.
არჩევნების შედეგები არჩევნების დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში გამოცხადდება.






