Home რუბრიკები პოლიტიკა წადით, სანამ დროა, წადით!

წადით, სანამ დროა, წადით!

853

იულიუს კეისრის გარემოცვის ერთ-ერთი წევრი _ პუბლიუს კლოდიუს პულხერი, რომელსაც კეისრის ცოლი პომპეა შეუყვარდა, ქალის სამოსგადაცმული შეიპარა კეისრის სასახლეში სიკეთის ქალღმერთის დღესასწაულზე, როცა სახლში, ტრადიციის მიხედვით, მხოლოდ ქალები უნდა ყოფილიყვნენ. ეს იქ მყოფმა ქალებმა შეიტყვეს და გამოაგდეს გადაცმული მამაკაცი. როცა მომხდარი გახმაურდა, კეისრის პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა კლოდიუსს ბრალი დასდეს ტრადიციების დარღვევასა და უზნეობაში და მისი დასჯა გადაწყვიტეს. 

ეს ამბავი კეისარმა რომ შეტყო, ცოლს შეუთვალა, _ გეყრებიო, თვითონ კი სენატში წავიდა და კლოდიუსის მხარდამჭერი სიტყვა წარმოთქვა. ერთერთმა ოპონენტმა მიაძახა, თუ უდანაშაულოა, ცოლს რატომ ეყრებიო, კეისარმა უპასუხა, კეისრის ცოლი ეჭვზე მაღლა უნდა იდგესო. ეს ამბავი 2 ათასზე მეტი წლის წინათ მოხდა და ისტორიას პოლიტიკოსის ზნეობრიობის მაგალითად შემორჩა. თანამედროვე ქართული რეალობა კი მსგავსი აზროვნებისგან იმაზე უფრო შორს ყოფილა, რამდენი წელიწადიც გვაშორებს ძველ რომს.

ლამის თვე გავიდა, ერთ პოლიტიკოსზე ე.წ. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა ინტერნეტში და მას შემდეგ არ წყდება “პრადვინუტი” პოლიტიკოსებისა თუ ე.წ. ელიტის წარმომადგენელთა ვაი-ვიში, _ რა საზიზღრობაა, ამის გადამღებიც და ამტვირთავიც ნაძირალები არიანო და ა.შ., რასაც, შეუძლებელია, არ დაეთანხმო, მაგრამ ეს არის ვაი-ვიში ერთი მიმართულებით, ანუ მედალს მეორე მხარეც აქვს _ არავინ საუბრობს იმაზე, რომ გამოქვეყნებული ვიდეოს მთავარი კომპრომატი არა ავხორცობა, არამედ ცოლქმრული ღალატია, რაც, არა მხოლოდნეტარ დასავლეთში”, ყველა ქვეყანაში პოლიტიკური კარიერის დასასრულს ნიშნავდა, მით უმეტეს, სტალინის საბჭოეთში, რომელსაც ოჯახის ინსტიტუტის უპატივცემულობას, ახირებულის გარდა, ვერავინ დასწამებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა ასეთია: როდესაც საჯარო პირი ხარ _ პოლიტიკოსი, დეპუტატი, მინისტრი და, გნებავთ, პოპულარული ტელეწამყვანი, შენი პირადი ცხოვრება მხოლოდ შენ აღარ გეკუთვნის.

ეს ჩემი ახირება კი არა, დასავლეთში, ევროპა-ამერიკაში შობილი ნორმაა; იმ ევროპა-ამერიკაში, რომლისკენაც, რომ ჰკითხო, უკანმოუხედავად მიისწრაფვიან ჩვენი “პრადვინუტი” პოლიტიკოსები…

გავიხსენოთ, ე.წ. პირადი ცხოვრების გამო რა დღეში ჩააგდეს ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა (ასო) აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი დომენიკ სტროსკანი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი დევიდ პეტრეუსი, იტალიის პრემიერი სილვიო ბერლუსკონი და ა.შ. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება…

ისე, პაპარაცის ინსტიტუტიც “დემოკრატიული დასავლეთის” პირმშოა და, აქედან გამომდინარე, ჩვენს აღშფოთებულ “პრადვინუტებს” მინდა ვკითხო:

რომელიმე პაპარაციმ რომელიმე საჯარო პირის, მინისტრის ან დეპუტატის, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება რომ შეძლოს, არ გამოაქვეყნებს?

უეჭველად გამოაქვეყნებს და ამისთვის პაპარაცის დააპატიმრებენ თუ იმის კარიერა დასრულდება, ვინც იმ კადრების გმირი იქნება?

სწორედ ჟურნალისტებსა და ასოებს უნდა მოეთხოვათ იმ საჯარო მოხელეთა გადადგომა, რომლებსაც დაემუქრნენ კომპრომატების გამოქვეყნებით, მაგრამ პირიქით მოხდა _ კამპანია “ეს შენ გეხებას” საპროტესტო მსვლელობას ქართული ჟურნალისტიკის პრიმადონა ინგა გრიგოლია და ქართულ ასოთა ლიდერი, “კაპიტანი” ეკა გიგაური ედგნენ სათავეში.

ერთი სიტყვით, ეს იყო ქართველი უსირცხვილოების სანქცირებული მსვლელობა ლოზუნგით: “ჩვენ გარყვნილები ვართ და გაეთრიეთ ჩვენი საძინებლიდან!”. თითქოს ვერ ხვდებოდნენ, რომ მათი ბინძური საცვლების ფერი არავის აინტერესებს და საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია არა უსირცხვილო რიგითი კახპებისა და პედერასტებისკენ, არამედ იმ მაღალჩინოსნებისკენ, რომლებიც ყოველდღე მორალს გვიკითხავენ ტელეეკრანიდან და რომელთა მაღალ თანამდებობებზე ყოფნა სახელმწიფოებრივი საფრთხის შემცველია, რადგან სამეგრელოში ნაპოვნი ათიათასობით ფაილის (რომელიც საზეიმოდ გაანადგურეს) ასლები, რომელი ქვეყნის დაზვერვას შეიძლება ჰქონდეს, ეშმაკმა უწყის. ამიტომ მათ, ვისზეც გამოქვეყნდა ან, შესაძლოა, გამოქვეყნდეს კომპრომატები, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები.

თუმცა ის, რაც მხოლოდ ეშმაკმა შეიძლება უწყოდეს, ზუსტად იცოდა ტელეკომპანია “ობიექტივის” ერთმა სტუმარმა ქალბატონმა _ “რუსეთი და მხოლოდ რუსეთი?!”

ეს კი მართლაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს… აქ გენიალური ვასილი შუკშინის გმირის ფრაზა გამახსენდა კინოფილმ “წითელი ძახველიდან”, როდესაც კოლონიიდან ახალგათავისუფლებული “კანონიერი ქურდი” ეუბნება პროვინციული სასტუმროს ადმინისტრატორს: ხაჩუ უსტროიტ ნებოლშოე ბორდელიერო!”

რუსეთის ბრალია, ქართული პოლიტიკა პატარაბორდელიეროკი არა, ერთი დიდი ბორდელი რომ არის? ან მსოფლიო გეოპოლიტიკის ლიდერად ქცეულ ვლადიმერ პუტინს მეტი საქმე არ აქვს, ქართველი პოლიტიკოსების საცვლებში იქექოს?!

თუ ზნეობრივ ნორმად ჩავთვლით გაიუს იულიუს კეისრის საქციელს, როდესაც განაცხადა, კეისრის ცოლი ეჭვზე მაღლა უნდა იდგესო, მაშინ იმ სკანდალურ ვიდეოფირებზე გამოსახული პოლიტიკოსი ქალბატონების ქმრებიც კეისარივით უნდა მოიქცნენ და ცოლს გაეყარონ, საქართველოს ხელისუფლებას კი ამ აღვირახსნილი ქალბატონების თანამდებობიდან გაშვება მართებს, რადგან, კეისრისა არ იყოს, კეისრის ცოლი ეჭვზე მაღლა უნდა იდგეს.

დასასრულ, მინდა მივმართო ყველას, ვისაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარება _ ნიკო ლომოურის “ქაჯანა” ხომ წაგიკითხავთ? თუ არა, მაშინ ლალი მოროშკინას მაინც დაუჯერეთ და წადით, წადით, სანამ დროა, წადით, თორემ ეჭვი მაქვს, ვლადიმერ პუტინი არ მოისვენებს და სხვებსაც გამოუქვეყნებენ “პირადი ცხოვრების” ხელშეუხებელ ეპიზოდებს.

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. კი ბატონო,წავლენ ,მაგრამ მეორე მხარე,რომელმაც გადაუღო ეს ვიდეო,იქნებ ეუბნება -წახვალთ,არ იმუშავებთ ჩვენთვის და გამოგიქვეყნებთო.ხოდა ,რა ქნან ეხლა ამ პეპლებმა,ვეღარც მიფრინავენ და ვეღარც მოფრინავენ.ყველას შიში აქვთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here