ბი–ბი–სის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ისლამური სახელწიფოს” ერთ–ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი მკვდარია. ბი–ბი–სი იუწყება, რომ ეს ინფორმაცია პენტაგონმა დაადასტურა.
“აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების განცხადებით, ომარ ალ შიშანი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 მარტს განხორციელებული საჰაერო დარტყმებისას მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ალ შიშანი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია თარხან ბათირაშვილი, დაიჭრა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა”, _ წერს ბი-ბი-სი.