Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთს სირიიდან ძირითადი სამხედრო ნაწილები გაჰყავს

რუსეთს სირიიდან ძირითადი სამხედრო ნაწილები გაჰყავს

609

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიიდან რუსეთის ძირითადი სამხედრო ნაწილების გაყვანის ბრძანება გასცა.

 “მიმაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის დასახული ამოცანები შესრულებულია, ამიტომ ვბრძანებ: 15 მარტიდან დაიწყოს ჩვენი სამხედრო დაჯგუფებების ძირითადი ნაწილის გამოყვანა სირიის არაბული რესპუბლიკიდან”, _ განაცხადა რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას. პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს დაავალა, სირიაში, ტარტუსში განლაგებულ სამხედრო პუნქტებსა და ჰმეიმიმის ბაზაზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ. ამასთანავე, სირიაში დარჩენილმა სამხედროებმა გააკონტროლონ, როგორ ასრულებენ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here