Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილ ჭიჭინაძე: მსოფლიოს ლიდერები გვეუბნებიან, ნატოში ვერ მიგიღებთო, და ჩვენ მაინცდამაინც რესპუბლიკელებს...

ვასილ ჭიჭინაძე: მსოფლიოს ლიდერები გვეუბნებიან, ნატოში ვერ მიგიღებთო, და ჩვენ მაინცდამაინც რესპუბლიკელებს რატომ უნდა დავუჯეროთ?!

585

გასული კვირა ინფორმაციით დატვირთული აღმოჩნდა. ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა საუბარი რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს: პირველი _ უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა; მეორე და ძალზე მნიშვნელოვანი თემა იყო, უნდა შეხვდნენ თუ არა რუსეთისა და საქართველოს პირველი პირები ერთმანეთს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ ულტიმატუმის ენით დაიწყეს საუბარი და ეს თემაც მინელდა. საინტერესო აღმოჩნდა კვირის ბოლო დღეები, როდესაც ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ქალბატონის მასზე გაცილებით უმცროს პარტნიორთან გაშმაგებული სექსის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდაქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და იმაზე, კიდევ რისი მომსწრენი გავხდებით წინასაარჩევნოდ, დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე გვესაუბრება.

_ ბატონო ვასილ, განახლდა საუბარი თემაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირი რუსეთის პირველ პირს აუცილებლად უნდა შეხვდეს, თუმცა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ულტიმატუმის ენას მიმართესთუ რუსეთი ექვსპუნქტიან შეთანხმებას არ შეასულებს, რომლის თანახმადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარი უნდა გაიყვანოს, მაშინ შეხვედრა არ შედგებაო.

_ დიპლომატია არ არის ულტიმატუმის ენით საუბარი, ასეთი დიპლომატია არ არსებობს, მაგრამ, თუ მაინც გინდა ულტიმატუმი წაუყენო ვინმეს, მაშინ უნდა იომო კიდეც, ბრძოლის თავიც უნდა გქონდეს. დიპლომატია მოლაპარაკებით საქმის მოგვარებას ნიშნავს. დიპლომატია მოლაპარაკების ხელოვნებაა.

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები მწვანილისა და ღვინის საკითხებს ვერ გასცდა, თუმცა მათ სხვა არც არაფერი ევალებათ.

ქართველების ყველაზე დიდი ტკივილი არის დაკარგული ტერიტორიები და ბედი უამრავი ქართველისა, რომლებიც მიწაწყალს არიან მოწყვეტილნი, ამიტომ ბუნებრივია, რომ საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან ამაზე უნდა იყოს, მაგრამ, თუ არ ჩახვედი შესახვედრად, აქედანვე, საფუძველშივე თუ მოსპე ყველა შესაძლებლობა, როგორ უნდა გაიგო, რას ფიქრობს იმაზე, რაც შენთვის უპირველესი საზრუნავია. არასოდეს მომისმენია, ვლადიმერ პუტინს ეთქვას, ქართველებს ტერიტორიების გარდა ყველაფერზე დაველაპარაკებიო. პირიქით, მან განაცხადა, რომ მზად არის, ნებისმიერ თემაზე დაგველაპარაკოს. აუცილებელია რუსეთთან დიალოგი და ეს იციან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგრამ ამერიკის განაწყენება არ სურთ, ვაშინგტონი კი მოლაპარაკებას გვიკრძალავს.

_ ვერ დაგეთანხმებით, რადგან უცხოელები გამუდმებით ეუბნებიან საქართველოს მთავრობის წევრებს, რუსეთთან ურთიერთობები მოაგვარეთო

_ ამას მსოფლიოს გასაგონად ეუბნებიან… და, თუ ეს ასე არ არის, რატომ არ მიდიან ჩვენები მოსკოვში? თავდაცვის მინისტრად ხიდაშელის დანიშვნა, აგრეთვე, ნაცებთან კოაბიტაცია უსიტყვოდ დაუჯერეს ამერიკის ელჩს და ვაშინგტონს რუსეთთან მოლაპარაკებაზე ეურჩებიან? ეს ხომ სასაცილოა?!

_ 25 წელია, ხან სინგაპურს ვაშენებთ, ხან _ შვეიცარიას, ხან _ დუბაის, ამას წინათ კი თედო ჯაფარიძემ ცივი წყალი გადაგვასხა და განგვიცხადა, რომ თურმე ბალტიისპირეთის ქვეყნებს უნდა მივბაძოთ

_ მიბაძვით ვერც შვეიცარია გავხდებით, ვერც ბალტიისპირეთი და საქართველოც აღარ შეგვრჩება.

არ მესმის, ამ ქვეყნის ხელისუფლების წამომადგენლები რაზე დავობენ და დრო რაში გაჰყავთ? რას ჰგავს ის, რომ მთელი თვე საუბრობენ, ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, ქალისა და მამაკაცის ერთობა რომ არის ოჯახი?! აქ სადავო რა არის, თანაც, თუ ეს უკვე წერია სამოქალაქო კოდექსში, რა მოხდება, რომ კონსტიტუციაშიც ჩაიწეროს? ალბათ, ის, რომ სამოქალაქო კოდექსით მანიპულირება ადვილი შესაძლებელია, ლიბერალებს კი ეს ხელს აძლევს. საქართველოს არასოდეს უცხოვრია ევროპული, ყოველ შემთხვევაში, ისეთი ევროპულიღირებულებებით”, რომ ქალი ქალთან წოლილიყოს და კაცი კაცთან. ისტორიის არც ერთ მონაკვეთში არ ყოფილა ჩვენი ქვეყანა ევროპული.

მაგალითად იმის მოყვანა, რომ ვახტანგ მეექვსე წერილებს წერდა ვატიკანს და სულხანსაბა საფრანგეთს დახმარებას სთხოვდა, დიდი ვერაფერია. წერილი რომ მივწერო ამერიკას, ამერიკელი ვიქნები?

_ რამდენიმე დღის წინათ ერთერთ ყოფილ მაღალჩინოსან ქალბატონზე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. ფაქტი საზარელია და დანაშაულებრივი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, თანამდებობაზე იყოს ადამიანი, რომელზეც მსგავსი ჩანაწერები მოიპოვება და საშიშია თუ არა ეს ქვეყნისთვის? დიდი ხანია, ასეთი კადრების არსებობის შესახებ ვიცით, ისიც ითქვა, რომ განადგურდა დიდი ნაწილი, მაგრამ, როგორც ჩანს, საჭირო მომენტში ამ კადრებით მანიპულირება შეუძლიათ

_ ამაზრზენი რამ მოხდა, მაგრამ, როცა პოლიტიკოსი ხარ, გადაწყვეტილებების მიმღები, გამოჩენილი ადამიანი, მეტი თავშეკავება მოგეთხოვება.

საშიშია თუ არა ქვეყნისთვის? გეტყვით, რომ ძალიან საშიშია, ეს შანტაჟის უმარტივესი გზაა, ამ მეთოდით გააკეთებინებენ ყველაფერს, რასაც მოისურვებენ. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის, რომ კადრები იმ ადამიანების ხელშია, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, ისინი კი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებმა სწორედ ამ კომპრომატებისთვის შეიფარეს.

დამნაშავეა ამჟამინდელი მთავრობა, რადგან იმ ბინძური ადამიანების დასჯა ვერ შეძლეს, რომლებმაც ფარული ჩანაწერები გადაიღეს. რამდენიმე ათასი ფაილი აღმოაჩინეს და დღემდე არავინ დასჯილა. ერთი ადამიანი მაინც რომ სამაგალითოდ დასჯილიყო, ამ საშინელი ფაქტის მომსწრენი არ ვიქნებოდით. კადრები ჯერ ისევ არსებობს, მაგრამ ვის ხელშია და დამნაშავე ვინ არის?

არშემდგარი სახელმწიფო ვართ. მოწესრიგებული არაფერი გვაქვს, არც ერთი სამსახური სათანადოდ არ მუშაობს.

საქართველოს ისტორიის ყველა ეტაპზე რუსეთის მიერ გამოწვდილი დამხმარე ხელი გვახსოვს, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ბედი ერეკლე მეფემ გადაწყვიტა… რუსეთს ამერიკა ვერ ელაპარაკება ულტიმატუმით, მხოლოდ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ჩვენ გამოვდექით მაგრები? უმადურობა ცუდია. ჩვენი ხელისუფლება გამუდმებით ლაპარაკობს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება, მაგრამ ვერ ვიხსენებ, რუსეთს თავისი დაპირება ჩვენ მიმართ არ შეესრულებინოს.

ვფიქრობ, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა მოხდეს.

მსოფლიოს ლიდერები გვეუბნებიან, ნატოში ვერ მიგიღებთო, და ჩვენ მაინცდამაინც რესპუბლიკელებს რატომ უნდა დავუჯეროთ? იმიტომ, რომ მაღალი ხელფასები აქვთ?

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. გაიტანეთ აქედან ეს რესპუბლიკელები, მოაშორეთ ხელისუფლებიდან!

    ნაცებიც ეგრე ლაპარაკობდნენ ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენ ვართ გარანტია საქართველოს ევროინტეგრაციაშიო, ასე რომ ეს ხიხიოებიც ნაცების ენით ლაპარაკობენ ხელისუფლებაში ყოფნა რომ გაიხნგძლივონ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here