Home რუბრიკები პოლიტიკა სანდრო ბრეგაძე: დადგა დრო, დავიწყოთ მასობრივი მოძრაობა ქართველთმოძულეთა წინააღმდეგ

სანდრო ბრეგაძე: დადგა დრო, დავიწყოთ მასობრივი მოძრაობა ქართველთმოძულეთა წინააღმდეგ

728

არც ერთი რესპუბლიკელი და ნაცი _ მომავალ პარლამენტში!

 “SOS! მორიგი ღალატი, რომელსაც რესპუბლიკელები სჩადიან. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ!” _ მოძრაობა „ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„პატივცემულ პარლამენტის თავმჯდომარეს, ეტყობა, ხალხი ბნელი ჰგონია, ხოლო თავისი თავი _ არისტოტელე. პატივცემული აცხადებს, რომ ქორწინების საკითხი ორგანულ კანონში ისედაც გაწერილია და აღარ საჭიროებს კონსტიტუციაში ჩაწერას. სწორედ ეს არის უდიდესი მზაკვრობა, რომელიც რესპუბლიკელებს აქვთ ჩაფიქრებული. როდესაც ორგანულ კანონში წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, ხოლო კონსტიტუციაში არ არის ფიქსირებული, რას ნიშნავს მეუღლეები, მაშინ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იჩივლოს საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვოს ორგანული კანონის ამ მუხლის გაუქმება იმ მოტივით, რომ ეს მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და ადვილად მოიგებს სასამართლო დავას (მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო მთლიანად ნაცებისა და ბოკერიას დაკომპლექტებულია). ანუ, თუ ამ პარლამენტმა არ მიღო ჩვენ მიერ ინიცირებული შესწორება, რომლის მიხედვითაც ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, მაშინ უახლოეს ხანში აუცილებლად გაუქმდება ჩანაწერი ორგანულ კანონში, ხოლო მომავალ პარლამენტს არ ექნება არანაირი საშუალება, რომ იურიდიულად წინ აღუდგეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და იდენტურსქესიანთა ქორწინება იურიდიულად დაკანონდება. რესპუბლიკელები ცდილობენ, ხალხის იურიდიულ ნორმათა არცოდნა სათავისოდ გამოიყენონ და ხელი შეუწყონ მამაკაცის მამაკაცზე და ქალის ქალზე დაქორწინების დაკანონებას, ხოლო თავიანთი „ინტელექტი” გამოიყენონ ამ მოღალატეობრივი ნაბიჯის დასაფარად. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ჩვენ, ანუ ხალხმა დავიწყოთ მასობრივი მოძრაობა ქართველთმოძულეთა წინააღმდეგ. არც ერთი რესპუბლიკელი და ნაცი _ მომავალ პარლამენტში! ჩვენთან არს ღმერთი!” _ წერს სანდრო ბრეგაძე.

 

1 COMMENT

  1. sandro namdvili patrioti kartveli kaci brZandebit, da ara iseti namusgarecxili romlebis mravlad arian chevens dRevandel mtavrobasa tu parlamentshi.
    gmerti iyos tkventan da sruliad sakartvelostan,amin!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here