გაეროს გენმდივნის _ პან გი მუნის მოხსენების მიხედვით, სამშვიდობო დანაყოფების მხრიდან 2015 წელს 99 სქესობრივი ძალადობის შემთხვევა აღირიცხა. მოხსენება მოიცავს 21 ქვეყნის წარმომადგენელთა მოქმედებას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას, ძირითადად, აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში სამშვიდობო ოპერაციებისას აღირიცხა.
მოხსენებაში დასახელებული არ არის გაეროს 30-ზე მეტი თანამშრომლის ვინაობა, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სამშვიდობო ძალების რიგებში და ეჭვმიტანილნი არიან დანაშაულში. მოხსენებაში გამოთქმულია ბრალდება გერმანიის, განის, სენეგალის, სლოვაკეთის, მოლდოვის, სამხრეთ აფრიკის, მაროკოს, ბენინის, ნიგერიის, გაბონისა და კანადის სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გარდა, ბრალდება, აგრეთვე, გამოთქმულია იმ სამშვიდობო კონტინგენტების მიმართაც, რომლებიც მსახურობდნენ ჰაიტიზე, მალიში, კონგოსა და სპილოს ძვლის ნაპირზე.