Home რუბრიკები პოლიტიკა სუბარი: წალკაში, თეთრიწყაროსა და ნინოწმინდაში ყველა ეკომიგრანტს სახლი დაუკანონდება

სუბარი: წალკაში, თეთრიწყაროსა და ნინოწმინდაში ყველა ეკომიგრანტს სახლი დაუკანონდება

570

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, მთავრობის გადაწყვეტილებით, წალკაში, თეთრიწყაროსა და ნინოწმინდაში ყველა ეკომიგრანტ ოჯახს სახლები გადაეცემათ.

 “შარშან დაახლოებით 11 ათას დევნილ ოჯახს დავუკანონეთ ის საცხოვრებელი ფართობები, რომლებშიც ცხოვრობდნენ. მათგან ნაწილი იყო კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული სახლები. შარშანვე მოხდა 1000-ზე მეტი სახლის აღწერა და ეს იყო ძალიან რთული პროცესი, რადგან ამ დოკუმენტაციაში ქაოსი იყო. დავიწყეთ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა და დღეს 215 ოჯახს გადაეცა სახლი  საკუთრებაში. წალკაში, თეთრიწყაროსა და ნინოწმინდაში უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდება სახლები. პარლალელურად გრძელდება დევნილებისთვის სახლების გადაცემის პროცესი”, _ აღნიშნა სოზარ სუბარმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here