Home რუბრიკები პოლიტიკა გაყალბებული არჩევნების ქრონიკა

გაყალბებული არჩევნების ქრონიკა

734

საგარეჯოს შუალედური საპარლამენტო არჩევნების გაყალბების კვალმა, შესაძლოა, აშშის საელჩოში მიგვიყვანოს

26 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურა საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების საქმით დაინტერესდა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332- მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

გამოძიების დაწყების საბაბი პროკურატურას მისცა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს მოთხოვნამ.

საკვირველია, რომ პროკურატურაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა კინოს სახლთან გამართულმა 20-ათასიანმა აქციამ, რომლის მონაწილეებიც საგარეჯოში არჩევნების გაყალბებაზე რეაგირებას მოითხოვდნენ. ასევე, პროკურატურას “გაყინული გული” ვერ მოულბო მთავრობის კანცელარიასთან ათობით მოშიმშილემ, რომლებმაც თავი გადადეს სიმართლის აღდგენისთვის. სამაგიეროდ, საკმარისზე მეტი აღმოჩნდა ყოფილი სოროსელის, ვანო მერაბიშვილის ყოფილი ერთგული თანამებრძოლის, ამჟამად ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვის თავგამოდებული მხარდამჭერის, ზემოხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციის “თავქალის” _ ეკა გიგაურის მოთხოვნა.

ახლა, გვსურს თუ არა, გამოძიება დაწყებულია და, მოდი, ერთად გავიხსენოთ, რა მოხდა, ოღონდ არა აბაშაში, არამედ საგარეჯოში შარშან, 31 ოქტომბერს.

მოხდა ის, რომ ცენტრალური კომისიის მონაცემებით, საგარეჯოს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა “ქართული ოცნების” კანდიდატმა, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მოგვარემ _ თამარ ხიდაშელმა. მან 7540 ხმა დააგროვა (49,5%), ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა ირმა ინაშვილმა _ 6981 (45,83%).

საინტერესო ფაქტი: რაიონში გაიხსნა 50 საარჩევნო უბანი, მათგან 26-ში გაიმარჯვა ირმა ინაშვილმა. მან აშკარად დაჯაბნა თავისი მეტოქე გომბორში, კოჭბაანში, ხაშმში, პატარძეულში, წყაროსთავში, ნინოწმინდაში, სათაფლეში, მანავში, კაკაბეთსა და მზისგულში. მიუხედავად ამისა, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ხიდაშელი გახდა და მისი ეს გამარჯვება განაპირობა თავდაცვის სამინისტროს მუხროვანის სამხედრო ნაწილში შექმნილი სპეცუბნის (543 ამომრჩეველი) და სოფელ იორმუღანლოს უბნების დიდი უპირატესობით მოგებამ. საგულისხმოა, რომ ვიკილიქსისმიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ავალებს კეზერაშვილსა და ადეიშვილს, ბაქოელი დეპუტატებისა და ადგილობრივი მოლების მეშვეობით უზრუნველყონ იორმუღანლოში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის გამარჯვება.

უნდა ითქვას, რომ ირმა ინაშვილი არჩევნებამდე საჯაროდ აპროტესტებდა მუხროვანის სამხედრო ნაწილში სპეცუბნის შექმნას და იქ 543 ამომრჩევლის რეგისტრაციას. ამ სპეცუბანთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან აცილებისა და ეჭვის გაფანტვის მიზნით, 2015 წლის 12 ოქტომბერს შედგა “თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის” უწყებათაშორისი კომისიის სხდომა საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით. ამ სხდომას ესწრებოდნენ ყველა სამინისტროს პასუხისმგებელი მუშაკები. აქვე განიხილეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, სამხედრო მოსამსახურეებს იბარებდნენ მუხროვანის ბაზაში და აფრთხილებდნენ: არ დაგავიწყდეთ, ვინ არის თქვენი მინისტრი და ხმა არ მისცეთ ირმა ინაშვილს”. ამაზე საყურადღებო განმარტება გააკეთა სხდომაზე მყოფმა თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა მირზა დევიძემაც: არჩევნების მასშტაბის გათვალისწინებით, ფორმირდება სამხედრო მოსამსახურეთა სიები, რომლებიც წარედგინება საოლქო საარჩევნო კომისიას და, საჭიროების შემთხვევაში, დგება საარჩევნო სპეციალური სიები. მოქმედი შუალედური არჩევნები (დევიძე გულისხმობს საგარეჯოს არჩევნებსავტ.) სპეციალურ სიებში მათ შეყვანას არ საჭიროებს, რადგან მუხროვანის ბაზაში მყოფ მოსამსახურეთაგან საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მისამართზე სულ ოცდახუთი პირია რეგისტრირებული და მარტივად შეიძლება ახლომდებარე საარჩევნო უბნებში მათი მონაწილეობაო. ანუ, ბატონმა დევიძემ გამოთქვა ე.წ. სპეცუბნის გაუქმების სურვილი, რომლისთვისაც მან იუსტიციის მინისტრისგან მადლობა დაიმსახურა და, მთავარი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მუხროვანის სამხედრო ბაზაზე 2015 წლის 12 ოქტომბერს იმყოფებოდა მხოლოდ 25 სამხდრო მოსამსახურე! მაშ, საიდან აღმოჩნდა 31 ოქტომბერს მუხროვანის ბაზაზე 549 (სიის მიხედვით) სამხედრო მოსამსახურე?!. ამავე სხდომაზე, ქალბატონმა წულუკიანმა მოუწოდა თავდაცვის სამინისტროს, თავი შეიკავოს მუხროვანის ბაზაზე მყოფი სამხედროებისთვის რაიმე სახის მითითებისგან, რათა არავის მიეცეს იმის თქმის საშუალება, რომ ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას”. თითქოს საღმა აზრმა გაიმარჯვა, მაგრამ ოთხი დღის შემდეგ, ანუ 16 ოქტომბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკომ) მიიღო მეტად უცნაური გადაწყვეტილება, მაინც შეექმნა სპეცუბანი თავდაცვის სამინისტროს მუხროვანის სამხედრო ნაწილში, თუმცასაარჩევნო კოდექსიარ ითვალისწინებს შუალედური არჩევნების დროს სპეცუბნის შექმნას! ცესკო დამოუკიდებელი ორგანოა, მაგრამ “მოქალაქეთა კავშირ-ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩატარებული არაერთი ე.წ. არჩევნების გადამკიდეებს, ვის სჯერა მისი დამოუკიდებლობის?! ამიტომ სასურველია, რომ პროკურატურამ დაკითხოს ცესკოს თავმჯდომარე, ქალბატონი ჟვანია და მოისმინოს მისი ახსნაგანმარტება ამუცნაურობაზე”; უფრო ზუსტად, ვისირჩევადარიგებითშექმნა მან მუხროვანის სპეცუბანი, რომელმაც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა არჩევნების ბედი. შეიძლება ვინმე შემომედავოს, რომ “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” არ არეგულირებს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს, აქ ცესკოს რჩება ბურთი და მოედანიო.

მიჩნდება კონტრშეკითხვები: მერესაარჩევნო კოდექსირატომ არ არეგულირებს ამ საკითხს? რისთვის უხდის სახელმწიფო პატივცემულ კანონმდებლებს უზარმაზარ ხელფასს? და, საერთოდ, რას აკეთებენ ისინი პარლამენტში?

რა თქმა უნდა, დასაკითხია თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. თავი რომ დავანებოთ მის მიერ გაჩაღებულ წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას, რომლის უფლებასაც კანონი კატეგორიულად უკრძალავდა, უპრიანია ქალბატონი თინას მიმართ კითხვები: 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, როგორ აღმოჩნდა მის ხელშიშეფუთული და დალუქული შესაბამის კონვერტშისაარჩევნო ბიულეტენები, რომლებიც თავისივე ხელითსადღაც შეჰყავდა”, რადგანარავის ენდობოდა”? რა უფლებით ითვლიდა ამომრჩეველთა ხმებს თავდაცვის მინისტრი, როდესაც ის არ იყო საარჩევნო კომისიის წევრი? ამ უკანონობის ამსახველი ფოტო რატომ განათავსა სოციალურ ქსელფეისბუქში”? ნუთუ არ იცოდა, ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისთვის საზოგადოების რისხვას რომ დაიმსახურებდა? რატომ არაფრად ჩააგდო მოსახლეობის აზრი ამ, მართლაც თავხედური ქცევის გამო? ვისი იმედი ჰქონდა?

თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალბატონი თინა (ისევე, როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრები) პროამერიკული ორიენტაციისაა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ლამის ოფიციალური მოჯამაგირე, მაშინ ვაკეთებ დასკვნას, რომ მას ამ თავხედურ, უკანონო ქმედებაში ზურგს უმაგრებდა ამერიკის ელჩი, შეთავსებით საქართველოს “ღენერალ-ღუბერნატორი”, ანუ რეალური მმართველი (გნებავთ, პროკურატორი) იან კელი. ამერიკელი ელჩების “გენეტიკურ” აღვირახსნილ საქციელზე “მეგობარ ქვეყნებში” ჩვენი გაზეთი უკვე წერდა (იხ. “განორლანდებული საქართველო”), ამიტომ მათი “საქმენი საგმირონის” ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ. სხვათა შორის, ამა წლის 24 თებერვლის (#7) ნომერში, სტატიაში ვინ აგებს პასუხს: თოფაძე ხიდაშელის მხილებისთვის თუ რესპუბლიკური პარტია არჩევნების გაყალბებისთვის ვწერდი: “საქართველო და მსოფლიოს” ის ნომერი, რომელმაც შეძრა ქვეყანა და ლამის კოალიციაქართული ოცნებადაშალა”, 10 თებერვალს გამოვიდა, მაგრამ იმ დღეს ბატონი თოფაძის ბრალდებაზე კრინტი არავის დაუძრავს; და რაოდენ გასაოცარი იყო, როდესაც 11 თებერვალს დიდი აურზაური ატყდა. “აფეთქდა” რედაქციის ტელეფონები”. მართლაც, რატომ იყო სამარისებული სიჩუმე ერთი დღე-ღამის განმავლობაში? ოთხშაბათი იყო, სამუშაო კვირის მწვერვალი. დავიჯერო, არავის წაუკითხავს “სკანდალისტი” თოფაძის ინტერვიუ, არც ერთ რესპუბლიკელს, არც მათ ნათესავ-ნაცნობებს? წაიკითხეს და, ბუნებრივია, რჩევისთვის მიმართეს “დიდ პატრონს” _ ამერიკის ელჩს. თავის მხრივ, ბატონ იან კელის გაწერილი ინსტრუქცია ავალებდა, დაკავშირებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ განყოფილებას, რომელიც განაგებს “კოლონია ჯორჯიის” საქმეებს. ვაშინგტონელი დიპლომატების ბოლოდროინდელმა გამოხდომებმა და არასახარბიელო ინტელექტმა (მხოლოდ ჯენიფერ ფსაკი რად ღირს!) წარმომადგენინა ასეთი სურათი: ვიდრე იქ ეძებდნენ განყოფილების უფროსს, რომელიც თავს, სავარაუდოდ, ან ვისკით იქცევდა, ან რომელიღაც თანამშრომელ (ვიმედოვნებ) ქალთან ფლირტით იყო დაკავებული, ვიდრე გონს მოეგებოდა, მოცემულობაში გაერკვეოდა და გადაწყვეტილებას მიიღებდა და ბატონ კელის მოქმედების გეგმას გაუგზავნიდა, გავიდა დრო. ამასობაში “ინსტრუქციით” შეიარაღებულმა ელჩმა “წითელ ღილაკს” თითი დააჭირა. შედეგად ატყდა “დიდი აურზაური” და “აფეთქდა” რედაქციის ტელეფონები”. ასევე, წინასაახალწლო დღეებში, როგორც მეხმა, იქუხა ჩვენი ახალგაზრდა, ენერგიული და წარმატებული პრემიერმინისტრის, ბატონი ღარიბაშვილის მოულოდნელმა გადადგომამ. მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ამ “მოულოდნელობაში” გადამწყვეტი როლი ითამაშა ისევ და ისევ ბატონმა კელიმ. გასარკვევია, რით ვერ მოაწონა თავი ამერიკელ ბოსებს ყოფილმა პრემიერმა _ რესპუბლიკელების ლანძღვა-გინებით? არ არის გამორიცხული! ამერიკის ელჩი საქართველოს რომ მართავს, არც ჩემი ახირებაა და არც აღმოჩენა. გავიხსენოთ თუნდაც ქალბატონი ხიდაშელის დანიშვნა თავდაცვის მინისტრად. მისი კანდიდატურა უნდა წარედგინა პრემიერმინისტრს, მაგრამ მოვუსმინოთ ექსპერტ გია ხუხაშვილს: “საქმე გვაქვს სერიოზულ მმართველობით კრიზისთან. გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურა ძალიან ბუნდოვანია. პრემიერმინისტრმა დააანონსა მთავრობაში საკმაოდ კოსმეტიკური ცვლილებები და ვნახეთ, რომ საზოგადოება აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოჩნდაეს ორი დღეა, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა ეჭქვეშ დადგა, რადგანაც მგონია, რომ პრესამ უფრო ადრე იცოდა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებ, ვიდრე პრემიერმინისტრმა. ვფიქრობ, მან ეს პირველად მედიაში ინფორმაციის გაჟონვის შედეგად გაიგო. ეს ყველაფერი კი კარგს არაფერს ნიშნავს”. გაზეთ “კვირის ქრონიკის” ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს სოსო ცინცაძე ამერიკის ელჩის ვიზიტზე სოლოლაკში (ივანიშვილთან) და თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, პოლიტოლოგიის მეტრი ბრძანებს: მან (ნორლანდმა _ ავტ.) პირდაპირ გვითხრა: ჩვენ გარეშე ერთ მინისტრსაც ვერ დანიშნავთ, ყველაფერი ვიცით, ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვამჩნევთო. თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა ნიშნავს, რომ ამერიკელებს ფსონი უკვე დადებული აქვთ რესპუბლიკელებზე. ირაკლი ალასანიამ გადაინაცვლა ღრმა რეზერვში”. უდავოდ საინტერესოა ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის აზრიც, რომელიც გაზეთ “კვირის პალიტრაში” დაიბეჭდა: რესპუბლიკელებისთვის თავდაცვის მინისტრის პოსტის გადაცემით გადაწყვეტილების მიმღებმა რამდენიმე კურდღელი მოკლა: დასავლეთს ლოიალურობა დაუდასტურა და დღევანდელი ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებული კითხვები დიდწილად მოხსნა. აშშის ელჩის აქტიურობა სამთავრობო გადაადგილებების პროცესში სწორედ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ცვლილებებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დიდ დაინტერესებას ადასტურებს”. ანუ ისეთი პროდასავლური ექსპერტიც კი, როგორიც არის ქალბატონი ლაღაზიძე, ადასტურებს “ამერიკის ელჩის აქტიურობას სამთავრობო გადაადგილებების პროცესში”. სამწუხაროა ერთი რამ _ ქალბატონი ექსპერტი, როგორც საქართველოს მოქალაქე, არ დაფიქრებულა შემზარავ ფაქტზე, უცხო ქვეყნის ელჩი თუ რა უფლებით ერევა (თანაც უტაქტოდ და ცინიკურად!) დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელისუფლების საკადრო ცვლილებებში და უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას! ნუთუ, როგორც ქართველი, არ არის შეურაცხყოფილი? ბატონი ნორლანდის აშკარად კოლონიური დამოკიდებულება საქართველოსადმი ისეთი თვალშისაცემი იყო, ისეთი სკანდალური და გამაღიზიანებელი, რომ ის იძულებული შეიქნა, აბდაუბდა განცხადება გაეკეთებინა და თავი ემართლებინა, _ არაფერ შუაში ვარ, სოლოლაკში ჩემი მოულოდნელი ვიზიტის მიზანი ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნაზე ივანიშვილის იძულება არ ყოფილაო. ზუსტად ამაზე იტყვიან: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო

 ის, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა ქალბატონი ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად რიჩარდ ნორლანდის მიერ დანიშვნა ბრიფინგამდე ორიოდე წუთით ადრე შეიტყო, მეტყველებს ერთზებატონი ღარიბაშვილის გადაყენება მხოლოდ დროის საკითხი იყო და იმთავითვე ცხადი, რომ ამერიკის ელჩი მას მალევე მოხსნიდა პრემიერის თანამდებობიდან.

წინამორბედის ბედი რომ არ გაეზიარებინა, ახალმა პრემიერმინისტრმა _ გიორგი კვირიკაშვილმა, ალბათ, იმიტომაც განაცხადა: “თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობასო”.

დავუბრუნდეთ საგარეჯოს არჩევნებს. მართალია, შუალედურ არჩევნებს საარჩევნო კოდექსი სათანადოდ არ არეგულირებს, მაგრამ სერიოზული დარღვევა მაინც მოხდა. ქვეყნის მთავარი კანონის _ კონსტიტუციის მიხედვით, ერთ მოქალაქეს არ აქვს უფლება, მოქმედ პარლამენტში აირჩიოს ორი დეპუტატი, არამედ _ მხოლოდ და მხოლოდ ერთი. პირობითად ავიღოთ ვანის რაიონის, სოფელ მუქედის მკვიდრი, ვინმე გიორგი კორძაძე, რომელმაც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უკვე ხმა მისცა თავისი რაიონის მაჟორიტარს, რომელიც მოქმედი პარლამენტის წევრია და წარმოადგენს მოქალაქე კორძაძის ინტერესებს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ანუ, გიორგი კორძაძემ თავისი არჩევანი გააკეთა, აირჩია ერთი დეპუტატი. გავიდა სამი წელი. ამ დროის მონაკვეთში მოქალაქე გიორგი კორძაძემ მოირგო სამხედრო ფორმა და 2015 წლის 31 ოქტომბერს საგარეჯოს რაიონში, სპეცუბანზე მიიღო მონაწილეობა შუალედურ არჩევნებში და ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევით ხმა მისცა თამარ ხიდაშელს. ასე და ამგვარად, დღეს მოქალაქე კორძაძის ინტერესებს პარლამენტში იცავს კანონით გათვალისწინებული არა ერთი დეპუტატი, არამედ ორი! ამ ფაქტმა რამე გაგახსენათ? დიახ, დიახ! მოქალაქე გიორგი კორძაძემ, ქალბატონი მინისტრის _ თინა ხიდაშელის ხელშეწყობით, უნებლიეთ მიიღო მონაწილეობა .. სომხურ კარუსელში, რომლის მოწყობის დიდოსტატები გახლდნენვარდოსნები” _ სააკაშვილი, ბურჯანაძე, ჟვანია დამათთან მიტმასნილი გოგორიშვილი”. ამკარუსელებისდროს ერთი და იგივე მოქალაქე სხვადასხვა უბანზე აძლევდა ხელისუფლებისთვის სასურველ კანდიდატებს თავისერთადერთ ხმას”. ეს ქმედება კანონით ისჯება!

ვიმედოვნებ, საქართველოს მთავარი პროკურატურა საგარეჯოს არჩევნების გაყალბების შესაძლო ფაქტს პატიოსნად გამოიძიებს და დამნაშავეები პასუხს აგებენ.

ერთზე მწყდება გული: რატომ ვერ ვეღირსეთ ისეთ პრეზიდენტს, რომელიც თავგასულ ამერიკის ელჩს, როგორც ბატკალუკაშენკო, ჩოქბჯენში გადაიყვანს და სამართლიან პასუხს გასცემს! ასეთი, რა დავაშავეთ?!

გიორგი კორძაძე

1 COMMENT

  1. \\\”ბატკასნაირ\\\” პრეზიდენტს რომ ვეღირსოთ,მინიმუმ,ბელორუსი ერის მსგავსი ერი უნდა ვიყოთ და არა ჩვენნაირი.

  2. ღირს კი ასეთი დამოუკიდებლობა? ისეთ ჭაობში ვართ, ბრეჟნევის დროს რომ არ ვყოფილვართ.

  3. ბედნიერია ის ერი, ვისაც თინასნაირი ბრიყვი და თავნება მინისტრი ეყოლება,

  4. prokuratura tu samartlianad imoqmedebs, mas ara marto xalxi,aramed gmertic daicavs simartlis mketebels da masze verc mtavrobebi da verc gareshe pirebi vegar miitanen dzalas gasakontroleblad. irakli shotadzezea damokidebuli xalxisgan mxardachera. sxva shemtxvevashi ki arcerti qmedeba ukvalod, da shemdgom daushjelad ar chaivlis, amashi darcmunebuli var.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here