Home რუბრიკები პოლიტიკა ხვლიკს ჰალსტუხით ამოიყვანს, მეთიუ ტკბილად მოუბარი

ხვლიკს ჰალსტუხით ამოიყვანს, მეთიუ ტკბილად მოუბარი

808

რამდენიმე დღის წინათ თბილისში გაიმართა დისკუსია საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომელშიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევისა და ატლანტიკური საბჭოს მოწვევით მონაწილეობდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მიხეილ სააკაშვილის მფარველი და მეგობარი მეთიუ ბრაიზა. ამ სკანდალებით განთქმული ამერიკელის გარდა, დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მოადგილე და თავდაცვის მინისტრის, აგრეთვე, ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი თავმჯდომარე (1996-2000 წლებში), ამჟამად ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა და სხვები. მათ ერთხმად დაადგინეს, რომ “საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების სია უცვლელია _ ეს არის პუტინის რუსეთი, აგრეთვე, რუსული კომპანიების შემოსვლა საქართველოში _ ლაპარაკი იყო შავ ზღვაზე გამავალ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელზე, რომლის შეძენაც რუსულ კომპანია “ვიმპელკომს” სურს.

ამ ე.წ. დისკუსიაში აღსანიშნავი იყო ის, რომ გამოჩნდნენ მივიწყებული ყოფილი პოლიტიკური ფიგურები, რომლებზეც, როგორც ჩანს, არა მხოლოდ გაზაფხულის დადგომამ, არამედ არჩევნების მოახლოებამაც იმოქმედა და ნაფთალინიდან ამოღებულმაფიგურებმა თავი შეგვახსენეს.

მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ “ეჭვი არ ეპარება (და, რომ ეპარებოდეს, მერე რა? _ ნ.კ) საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ კურსში” და ისურვებდა, საქართველოს ხელისუფლებას გაეკეთებინა მეტი აქცენტი “გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელმაც საქართველოში სტაბილურობა 2008 წლიდან შეინარჩუნა”.

შეგახსენებთ, ეს ის მეთიუ ბრაიზაა, რომელსაც ლამის კვების რეჟიმისა და ტუალეტში გასვლის დროს უთანხმებდნენ ნაციონალები, და რომლის წაქეზებითაც, რომ ვაშინგტონი საქართველოს ბოლომდე ამოუდგებოდა მხარში, სააკაშვილმა 2008 წელს ავანტიურა წამოიწყო. შედეგად დავკარგეთ სამაჩაბლო (100-ზე მეტი სოფელი და არა _ “რამდენიმე”, როგორც სააკაშვილი ამბობდა) და კოდორის ხეობა, დაიღუპა ასეულობით ქართველი ჯარისკაცი, ათიათასობით ქართველი კი ლტოლვილად იქცა თავის სამშობლოში. სააკაშვილმა კი მეთიუ ბრაიზაოქროს საწმისისორდენით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ: ეს ჯილდო გადაეცემა უცხოელ მოქალაქეებს, რომლებმაცგანსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში და “უცხოეთის სახელმწიფოებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში”.

* ეს ის მეთიუ ბრაიზაა, რომელმაც სააკაშვილს 2008 წლის 5 იანვარს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები “გაუპრავა” და განაცხადა, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდა.

* ეს ის მეთიუ ბრაიზაა, რომლის ქორწილიც თურქ ზეინო ბარანთან, გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის მითითებით, ერთ-ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა აზერბაიჯანელ ბიზნესმენთან ერთად დააფინანსა.

* ეს ის მეთიუ ბრაიზაა, რომელიც 2011 წლის იანვარში ბარაკ ობამას განკარგულებით აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩად დაინიშნა, მაგრამ აშშ-ის სენატმა უარი განაცხადა მის დამტკიცებაზე და რამდენიმე თვის შემდეგ უკან გამოიწვია, მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანში ელჩად მუშაობა არ დასცალდა იყო ბრაიზას მიკერძოებული მხარდაჭერა აზერბაიჯანისათვის სომხეთთან კონფლიქტში.

* ეს ის მეთიუ ბრაიზაა, რომელმაც 1997 წელს რუსეთში აშშ-ის ელჩის თანაშემწედ მუშაობისას მოსკოვში ავტომობილით ქალი გაიტანა (ქალი გადარჩა, მაგრამ თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო), მაგრამ ამისათვის პასუხი არ უგია _ დიპლომატის იმუნიტეტმა იხსნა.

* ეს ის მეთიუ ბრაიზაა, რომელიც თავგამოდებით ცდილობდა, სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისთვის ცივ ნიავს არ დაებერა. ვანო მერაბიშვილის სკანდალურ ნათქვამზე, ორი გვამი მინდაო, სწორედ ბრაიზამ განაცხადა, თუ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იყო, მაშინ გვამების მოთხოვნა ნორმალურიაო.

სხვათა შორის, სააკაშვილის მფარველი ბრაიზა გაწაფულია ფერადი რევოლუციების მოწყობაში და დიპლომატიის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს:

* 1988 წელს მუშაობა დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. 1989-1991 წლებში მუშაობდა პოლონეთში და მხარს უჭერდა მოძრაობა “სოლიდარობის” ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს. 1991-1995 წლებში დაკავებული იყო რუსეთის საკითხების შესწავლით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

* 1995-1997 წლებში რუსეთში აშშ-ის ელჩის თანაშემწე იყო. 1997 წელს მოსკოვში ავტომობილით ქალი გაიტანა, მაგრამ დიპლომატის იმუნიტეტმა იხსნა, თუმცა საელჩოდან გაიწვიეს.

*  2001 წლიდან აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში დაკავებული იყო თურქეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, ამიერკავკასიის, კასპიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობათა კოორდინაციით.

* 2005 წლიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა ევროპისა და აზიის საკითხებში. მონაწილეობდა მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთის, და .. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში.

* 2011 წელს ობამას განკარგულებით დაინიშნა აშშ-ის ელჩად აზერბაიჯანში, მაგრამ ისე, რომ ერთი წელიც არ უმუშავია ამ თანამდებობაზე, ქვეყანა დაატოვებინეს.

* ბრაიზა ამჟამად ესტონეთში თავდაცვითი კვლევების ცენტრის დირექტორია.

ბათუ ქუთელიას კი, რომელიც კვერს უკრავდა თბილისში ახლახან ჩამოსულ ბრაიზას, პირველი მადლობა ედუარდ შევარდნაძემ გადაუხადა 1999 წელს.

ხოლო 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ქვეყანა სისხლისგან იცლებოდა და მიწებს კარგავდა, ბათუ ქუთელია, რომელიც იმხანად თავდაცვის მინისტრის (დავით კეზერაშვილის) პირველი მოადგილე იყო, მიწებს ყიდულობდა (?!).

ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ასლან აბაშიძის უბეში გაპოლიტიკოსდა გიორგი თარგამაძე, აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა”, რომელსაც ბევრი “ნაცმოძრაობასთან” თანამშრომლობაში ადანაშაულებდა და რომელსაც ხალხმა “ჰალსტუხიანი ხვლიკი” შეარქვა.

სწორედ თარგამაძეს უწოდა იმხანად საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოღალატის ეტალონი”, რომელსაც მუდამ ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიცია ეჭირა”.

ივლიანე ხაინდრავა კი იყო ე.წ. ეროვნული კონგრესის წევრი (1990-1992), რომლის მეცადინეობითაც დაემხო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება, შემდეგ კი 2-ჯერ (1992-95 და 2004-2008) იყო პარლამენტის დეპუტატი. რესპუბლიკური პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ამჟამად საქართველოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.

აი, ეს ადამიანები გვიკიჟინებენ საქართველოს პროდასავლურ კურსზე და რუსეთთან ურთიერთობის დამღუპველობაზე. რაც შეეხება შავ ზღვაზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის რუსული კომპანია “ვიმპელკომისთვის” მიყიდვის გამო “მაგთიკომის” ამერიკელი პრეზიდენტის _ დევიდ ლის შეშფოთებას, “ვიმპელკომმა” საქართველოში პირველი ინვესტიცია 2006 წელს ჩადო, როდესაც კომპანია “მობიტელის” აქციების 42% შეიძინა, მაგრამ იმხანად არავის გამოუხატავს შეშფოთება რუსული კომპანიის საქართველოში შემოსვლაზე. თუმცა 2006 წელს “დემოკრატიის შუქურა” სააკაშვილი დიდების ზენიტში იყო, მისი თანაგუნდელი კახა ბენდუქიძე კი გაიძახოდა,_ ყველაფერი უნდა გავყიდოთ, კომპანიის წარმომავლობას რა მნიშვნელობა აქვსო და საწინააღმდეგო თვალსაზრისს, აბა, ვინ გამოხატავდა?!

ძალიან შორს წაგვიყვანს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც ნაციონალებმა თავიანთი ზეობის ხანაში რუსებს მიჰყიდეს, მაგრამ მათ შორის რამდენიმე აღსანიშნავია:

ენგურჰესი”, “ჟინვალჰესი”, “ხრამი 1”, “ხრამი 2”, “ხრამი 3”, “ხრამი 4”, “კარცხჰესი”, “აჭარისწყალი”, “გუმათჰესი”, “ყაზტრანსგაზთბილისი”, “კვარციტი”, “მადნეული”, საბორნე გადასასვლელები ფოთიდან და ბათუმიდან, “ელმავალმშენიდა სხვ.

და კიდევ _ საქართველოში აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიისა და ნატოს საწვრთნელი ცენტრის განლაგების ფონზე, რის გამოც რუსეთმა სამიზნეში ამოიღო საქართველო, გაუგებარია, რატომ არის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყიდვა რუსული კომპანიისთვის უფრო სახიფათო…

გიორგი გაჩეჩილაძე

P.S. თუ ამდისკუსიისმომწყობი ორგანიზაციების წევრებს გადაავლებთ თვალს, ადვილი მისახვედრია, რატომ შეკრიბეს მათ ზემოხსენებული ადამიანები სადისკუსიოდ.

მაგალითად, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დონორებსა და პარტნიორებს შორის არის ფონდი “საქართველო _ ღია საზოგადოება” და ევროპის ცენტრი უმცირესობების საკითხებზე (EჩMI). ხოლო საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრები არიან საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი და თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი ლევან რამიშვილი.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here