Home რუბრიკები პოლიტიკა თავდაცვის მინისტრის კანონიზაცია გადაიდო

თავდაცვის მინისტრის კანონიზაცია გადაიდო

543

ჯერ კიდევ სააკაშვილის ზეობისას თინა ხიდაშელს “ბოკერია კაბაში” შეარქვეს, ოქრუაშვილმა “პირდაუბანელი ქალი” უძახა, ხალხში პოპულარობით არც მაშინ სარგებლობდა და არც ახლა, მაგრამ რად გინდა! უეცრად გამოფხიზლებულმა და პოლიტიკაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა მისი ლანძღვა-განქიქებით გართული რესპუბლიკელები “მყისიერად” საკუთარ კოალიციაში შეიყვანა; არც ამას დასჯერდა და ურეიტინგობით განთქმული პარტია მთელ საქართველოს წამოასვა კისერზე. 

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტით დაწყებული, კომიტეტების თავმჯდომარეებით გაგრძელებული და მინისტრების პორტფელებით დასრულებული, თანამდებობები ფულივით ჩაუკუჭა ჯიბეში, თუმცა არც პირდაპირი გაგებით დაუკლია ფული და ახლა, ამ წინასაარჩევნოდ, ყველას გვირჩია, რესპუბლიკელების კრიტიკას მოეშვითო.

 ხიდაშელი რომ არც კუტუზოვია, არც ნაპოლეონი და არც სუვოროვი, თავადაც კარგად იცის, მაგრამ გოგი თოფაძის ნათქვამი მაინც ემცხეთა. არადა, რა თქვა თოფაძემ ტყუილი?! საგარეჯოს შუალედური არჩევნები თინამ თავის მოგვარე თამარ ხიდაშელს დესანტად გადასხმული საკუთარი ხელქვეითების ხმებით რომ მოაგებინა? განა ეს ისედაც ცნობილი არ იყო? იყო, მაგრამ თუ მანამდე ამას არასაპარლამენტო ოპოზიცია და ჟურნალისტები ამბობდნენ, ახლა ეს მმართველი კოალიციის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ განაცხადა.

ამის შემდეგ რესპუბლიკელების თანამოაზრედ აღიარებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ” საგარეჯოს არჩევნების გაყალბების თაობაზე უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადებებით დაინტერესება პროკურატურას სთხოვა.

აქ კი იფეთქა ვეტერანმა რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა და საქვეყნოდ დაადანაშაულა “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო” _ “პროკურატურას მიმართა და ერთ საათში პროკურატურა გამოეხმაურა. რაღაცა მოულოდნელი და უცნაური დაახლოებაა პროკურატურისა და “საერთაშორისო გამჭვირვალეობის”. ღალატობს ალღო პოლიტიკური ინტრიგების ოსტატს, არადა, ყურადღებით რომ წაეკითხამერაბიშვილის კაპიტნისწერილი, გაიგებდა, სინამდვილეში რასაც ითხოვდა ეკა გიგაური. “საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გამოძიების მიერ დადგენილი უტყუარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თოფაძის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და საქმე გვაქვს ცილისწამებასთან”, ანუო, გამოიძიეთ და გვითხარით, რომ ხიდაშელს საგარეჯოს არჩევნები არ გაუყალბებია და ეს თოფაძის ცილისწამებააო.

ბერძენიშვილმა პროკურატურას საქმის აღძვრა დაუწუნა, “არაღძვრა უფრო ჭკვიანური იქნებოდაო”, მერე და მერე კი “თავისუფალი დემოკრატების” ტაქტიკაზე გადავიდა და ხიდაშელის კრიტიკა პროდასავლურ კურსთან დაპირისპირებად მონათლა.

მეორე ძმა – ბერძენიშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა: “ეს იმის ინტერესში შედის, რომელსაც არ სურს, საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე რაიმე წარმატება ჰქონდეს… ფიქრი, რომ ბარემ ხიდაშელი გადადგეს, ასეთ სისულელეებს ნუ ელოდებიან, რადგან ასეთ რაღაცას ადგილი არ ექნება. არც თინა და არც თამარ ხიდაშელი არ გადადგებიან, რადგან მათ დიდი საქმეები აქვთ გასაკეთებელი”.

დიდი საქმეებირაც არის, ჩვენს საზოგადოებას კარგად მოეხსენებამიწის უცხოელებზე გაყიდვა, ანტიდისკრიმინაციული კანონის ბოლომდე მიყვანა დანაციონალური მოძრაობისგადარჩენა. აი, ამიტომ არიან შეუცვლელები! თანაც, თურმე თინა ხიდაშელის გარეშე საქართველოს პროდასავლური კურსი საფრთხის ქვეშაა! თვითონ თავდაცვის მინისტრმაც დაიჯერა ეს, როგორც ჩანს, რადგან მთელი რიხით განაცხადა: “ეუთოში რუსეთის ელჩს, ისევე როგორ მის ბევრ კოლეგას არ მოსწონს, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სრულიად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი სწრაფვა, რომ საქართველო დააბრუნოს ევროპულ ოჯახში და იყოს იმ უსაფრთხოების სისტემის წევრი, რაც შექმნილია სამყაროში ნატოს სახით. მან ეს ვერ დაფარა, ღიად ისაუბრა და მისაყვედურა, რომ ჩემი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით არარეალისტური გეგმები, მიზნები და ამოცანები მაქვს და ერთგვარად დამპირდა, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლება”.

მაშ, პირადად მე მითხრაო, რომარარეალისტური გეგმები, მიზნები და ამოცანები მაქვსოდა, აბა, მე თუ არ ვიქნები, ამ მიზნებს და ამოცანებს ვინ შეასრულებსო? ვინ იქნება ქვეყნის პროდასავლური კურსის გარანტიო? ვინ იქნება ნატოს და ამერიკის ცუნცულაო? ვინაო?

ქვეყნის პროდასავლური კურსის კიდევ ერთ გარანტს – ბუკა პეტრიაშვილს “დღისით მზისით” თავდასხმა მოუწყვეს და ატყდა ერთი ამბავი. ყველაზე გამორჩეული “მოდელირებული დეიდა” ნათია კობერიძე იყო. მან სოციალურ ქსელში ისეთი კომენტარი გამოაქვეყნა, რომ ბალღამით ცნობილ თეა თუთებერიძეს გადააჭარბა: “ბუკას და ეკას რომანით ბინძურ მანიპულაციას ბიძინა პირადად ცდილობდა. ეკამ თავად აღიარა, რომ რაღაც ვიდეო ჰქონდათ ქოცებს და მისი ყოფილი კაცისთვის ჩვენებით აშანტაჟებდნენ. ეკა და ბუკა არ გატყდნენ. ბუკა ოპოზიციაში წავიდა, ეკამ პირველი არხის ბიძინა-პოლიტიკას უთხრა უარი. ბიძინა არ გაჩერდა და ახლა ბუკა სასიკვდილოდაც გაიმეტეს.

ბიძინა პირადად არის ამაში ჩარეული. პირადი ცხოვრებით შანტაჟის მცდელობები ალასანიას, გვარამიას და სხვათა მიმართაც სცადეს.

ბიძინა ციხეში უნდა დალპეს”!

ეს რომ ვინმეს მიშაზე ეთქვა (გინდ _ სააკაშვილზე და გინდ _ თავხელიძეზე), ხომ დაიხოკავდა ღაწვებსმოდელირებული დეიდადა იკივლებდა, “სიძულვილის ენას იყენებენო”!

სიძულვილის ენის კიდევ ერთი გამოხატულება მწერლად წოდებული ზაზა ბურჭულაძის გამონათქვამია, რომელიც “მძიმე კაცთან” სეირნობისას გააკეთა: “ღმერთი არ მწამს და მე საერთოდ არ მჯერა იმ ინსტიტუციის, რომელიც ამბობს, რომ სამყარო შეიქმნა ექვს დღეში. ქართველების გამკვირვებია, რომ ქალაქში გამოსული მძიმე ცხოველები ჩვენ დავაძინეთ და დავხოცეთ, როდესაც მთავარი მტაცებელი არის თავისუფალი. მე მგონი, სასწრაფოდ უნდა მოვათავსოთ პატრიარქი ვოლიერში”.

რომელიმე ჩვენგანს ჰომოსექსუალზე ან ტრანსგენდერზე რომ გვეთქვა, ვოლიერში დავამწყვდიოთო, რა ამბავი ატყდებოდა, წარმოგიდგენიათ? “სიძულვილის ენით ლაპარაკობენო”, _ ატყდებოდა ჟრიამული ულტრალიბერალურ ფრთაზე. პატრიარქის მიმართ სიძულვილის ენა დასაშვებია? ყველა უმცირესობის ქომაგებო! გაიგეთ, რომ პატრიარქი ყველაზე მეტად არის უმცირესობაშიიგი ერთია, ერთადერთი და, თუ უმცირესობებს ექომაგებით, ერთი ადამიანი რომ ყველაზე მცირეა რაოდენობით, არ გესმით?

არ ვიცი, ზაზა ბურჭულაძის თანამოსაუბრეს “მძიმე კაცი” რატომ ჰქვია, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ პატრიარქი ერთი კია, მაგრამ მისი ავტორიტეტი სიძულვილის ენაზე მოლაპარაკე ყველა ამ ვითომ დემოკრატს გადასწონის და სწორედ ეს აგიჟებთ, თან ნაადრევი გაზაფხულიცაა და ამ დროს იცის გამწვავება სულიერმა დაავადებებმა. ვაიმე, ესეც სიძულვილის ენა ხომ არ არის?

ავტორიტეტზე მოგახსენებდით. ბურჭულაძემ იქვე ასეთი აზრი გამოთქვა (კაზმული სიტყვის “ოსტატის” სტილი დაცულია):

“_ იცი, რა არის, პატრიარქი რაღაცნაირი ის გახდა ამათი, როგორ ვთქვა, სახე იმდენად არა, რამდენადაც მმმმ, ალბათ, ავტორიტეტი. ხო, ის უზენაესი ავტორიტეტია, რომელსაც უსიტყვოდ ემოჩილებიან.

_ ვისი ბრალია ეს, რატო მივიღეთ ესეთი ფორმის რელიგია?

_ იცი, რა არის? შარშან, მოკლედ, შევხვდი დიდ კაცს – ვერნერ ჰერცოგს, ბევრი ვილაპარაკეთ და ბოლოს მკითხა, რომ რა ხდებაო თქვენთანო, საქართველოშიო. მე ვუთხარი, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 87% დაახლოებით მოსახლეობის არის მორწმუნე-მეთქი და არც დაფიქრებულა, პირდაპირ მოაყოლა, რომ ეს, ალბათ, იმიტომ რომ მძიმე საბჭოთა გამოცდილება გქონდათო. ალბათ, ესეც არის. იმიტომ, რომ რაღაცა ზემდგომი იყო ყოველთვის _ ალფა-მამრი, რომელიც მართავდა შენს ბედს და წყვეტდა შენს ყოფას, შენს ქცევას, შენ ნორმებს გიდგენდა, წესებს და ასე შემდეგ”.

ვერნერ ჰერცოგი მართლაც დიდი შემოქმედია, მაგრამ ზაზა ბურჭულაძისგან თუ აპირებს გაიგოს, რა ხდება საქართველოში, სერიოზულ შარშია და ვერ გაუგია. ამის მიუხედავად, მან, ბურჭულაძისგან განსხვავებით, სწორი დასკვნა გამოიტანა. რელიგიის სრული აკრძალვიდან მის დაშვებამდე და დევნის შეწყვეტამდე გზა რთულია და სწორედ ჩვენი პატრიარქი ახერხებს, რომ ამ ორ უკიდურესობას შორის ოქროს კვეთის წერტილი დაძებნოს, მაგრამ ბუჭულაძისთვის ხომ ეს არ არის მთავარი _ ავტორიტეტი სძაგს, თანალფამამრიეჩვენება. ეჰ, სად არის სამართალი, თორემ ბურჭულაძის გვერდით ერთიალფამამრირომ ყოფილიყო, საკუთარ დედაზე იმას არ დაწერდა, რაც დაწერა!

სოციალურ ქსელში არჩილ გამზარდია ასე გამოეხმაურა ბურჭულაძის “სიბრძნეს”: “აი, რა ბანძი უნდა იყოს ტიპი, რომელსაც მწერლობის ამბიცია აქვს, მაგრამ მას იცნობენ, როგორც ტიპს, რომელიც უგზო-უკვლოდ იგინება. ახლა პატრიარქს ესხმის, თან იწონებს თავს, ათეისტი ვარ და ესაა ცივილურობაო… ის მაინც თუ გაუგია, ევროპის უდიდესი ნაწილი ყოველი სადილობისას რომ უფალს მადლობს და ოჯახურად ლოცულობს, რელიგიური მიმდინარეობებისადმი თუ მორწმუნეებისადმი კი ტოლერანტულია. ან ის მაინც უთხარით ზაზა ბურჭულაძეს, პატრიარქს ასე უნიჭოდ თეა თუთბერიძეც კი აღარ ლანძღავს და უკვე სხვა ფსევდოლიბერალებიც კი გოიმობად თვლიან, პატრიარქის გინებით საკუთარი თავის არსებობა გააგებინოს სხვებს”.

გამზარდიას (ჩემსავით) ტყუილად როდი გაახსენდა თეა თუთბერიძე; ყველა ეს პერსონა, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი, ისე ჰგვანან ერთმანეთს, რომ გარჩევა გაგიჭირდება. ისინი რესპუბლიკური პარტიის პიონერიასა და კომკავშირში _ “თავისუფლების ინსტიტუტსადაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიარიან დაფრთიანებულნი; ან ბურჭულაძესავით, “თავისუფალი მსმენელებიიყვნენ და რაც მოისმინეს და ისწავლეს, წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს.

მათზე წერა და ლაპარაკი უაზრო იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმით ისინი მეტასტაზებივით მოედნენ ყველა სახელისუფლო რგოლს. საგარეჯოში ერთმა ხიდაშელმა მეორე ხიდაშელი მანიპულაციებით გაათრია მაჟორიტარად, ანა დოლიძე თავდაცვის მინისტრობიდან უზენაეს სასამართლოში მიავლინეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავადაც კომკავშირგამოვლილია და . და .. სია გრძელია, თანამდებობები _ ბევრი.

ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა თავისი ცოლის შესახებ განაცხადა, რომ იგი (თინა ხიდაშელი) მართალია სინდისთან, კანონთან და საკუთარ ამომრჩეველთან. აი, ქმარიც ასეთი “გამპრავებელი” უნდა!

ბოკერია კაბაშიყველა რესპუბლიკელზე უტიფარი რომ არის, ამას ყველა ხედავს და მის დაბალანსებას უკვე ვერც უსუფაშვილი ახერხებს და ვერც ვეტერანი თანაპარტიელები. პირიქით, დაუკრეფავში არიან გადასული და სულ უფრო მეტის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს!

თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ გუშინდელი “ნაციონალები”, ულტრალიბერალური ყაიდის ე.წ. არასამთავრობოები და რესპუბლიკელები უკვე კოლექტიურ “ბოკერიად კაბაში” ჩამოყალიბდნენ და სულ უფრო თავხედურად უტევენ მათთვის მიუღებელ მართლმადიდებლობას და ქართულ ღირებულებებს. თან ამ შეტევაში იმ იარაღს იყენებენ, რომელიც სხვას აუკრძალეს _ სიძულვილის ენას!

არადა, არაფერია უცნაური იმაში, რომ გძულდეს ის, რაც საძულველია: შენი სამშობლოს მაგინებელი და მოძულე უნდა გძულდეს, ამას ვერავინ აგიკრძალავს, თვით კოლექტიურიბოკერია კაბაში”!

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

  1. ეს რა მარაზმია.თავდაცვის მინისტრი მოწყობაზე ჯარისკაცების წინ დგას კაბაში.ეს ხომ უბრალოდ ჯარზე დაცინვა მიფურთხებას ნიშნავს.განა რომელიმე ქვეყანაში ასეთი რამ ხდება სხვაგან? დარწმუნებული ვარ როგორ გული ერევა ეხლა ამ ჯარისკაცს აი ამ უგვანო და ქარაფშუტა დედაკაცზე.იმაშიც დარწმუნებული ვარ,გულში ერთი კარგადაც დედიან-ბუნაგიანად აგინებს ამ ვაი მინისტრს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here