Home რუბრიკები საზოგადოება გამოლოცვის საიდუმლო რიტუალები “მაესტროში”

გამოლოცვის საიდუმლო რიტუალები “მაესტროში”

3361

ჩვენმა წყარომ, რომელიც ყოველთვის ოპერატიულკონსპირაციულ რეჟიმში მუშაობს, არც ამჯერად გაგვიცრუა იმედები და სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა ტელეკომპანიამაესტროშიმიმდინარე პროცესებზე. მაშ ასე, წყარო იხსენებს ფაქტს, რომელიც რამდენიმე დღის წინათ, შუაღამეს მოხდა, მაშინ, როდესაც ქალაქს ეძინა, თუ არ ჩავთვლით თითოოროლა პირს.

“დიღომში ვცხოვრობ, ზუსტად იქ, სადაც “მაესტრო” მდებარეობს. პირველ სართულზე ვარ და ჩემი სახლის ფანჯრები ტელევიზიის შენობას გაჰყურებს. ღამის სამი საათი იქნებოდა, ის-ის იყო ძილისკენ მივდიოდი, რომ მოულოდნელად მანქანის ფარების ნათებამ შემაფხიზლა. როგორც ცნობისმოყვარე ადამიანმა, უმალ გავიხედე ფანჯარაში და დავინახე შავი მიკროავტობუსი, რომლიდანაც შავ კაბაში ჩაცმული სამი ქალი და ერთი მამაკაცი გადმოვიდნენ.

სამივეს სახე დაფარული ჰქონდა და ამან დამაეჭვა. უმალ ჩავიცვი და გარეთ გავედი. მათაც რამე რომ არ ეეჭვათ, ნაგვის პარკები ავიღე და იქვე მდგარი ურნისკენ გავემართე. ამასობაში უკანალზე კამერა მივიმაგრე და სიტუაციას ასე ვზვერავდი, თან პერიოდულად უკან ვიყურებოდი, იქნებ რამე დამენახა და მართლაც, საოცარი შემთხვევის მომსწრე გავხდი.

შავ კაბებში ჩაცმული ქალები აღმოჩნდნენ ბაია გადაბაძე, ნინია კაკაბაძე და ნინო ჯანგირაშვილი. ხელში რაღაც პარკები ეჭირათ და ტელევიზიის შენობაში ეზიდებოდნენ. მოგვიანებით შევამჩნიე, რომ მათი თანამოაზრე მამაკაცი ნიკა გვარამია ყოფილა.

ქალებმა პარკები შეიტანეს ტელევიზიაში და ცოტა ხანში ნიკაც შეჰყვა. სად იყო და სად არა, მოულოდნელად შავი “ვოლგა” გაჩერდა, იქიდანაც ერთი შავოსანი ქალბატონი გადმოვიდა, თავდაპირველად ვერა, მაგრამ მერე ვიცანი _ ეს იყო ცნობილი ელისო (ჟურნალისტი), რომელიც, ტრადიციულად, სიტუაციის დასაზვერად იყო მოსული. ელისოსაც შავი კაბა ემოსა, შავი სათვალე ეკეთა, აქეთ-იქით იყურებოდა და სიტუაციას აკონტროლედბა,  ვინმეს რომ არ შეემჩნია.

უკვე აზარტში შევედი და ელისოს დანახვაზე კიდევ უფრო გამიმძაფრდა სურვილი, სკანდალური ექსკლუზივი  ხელთ ჩამეგდო. იქვე მაზუთიანი “ბოჩკა” იდგა, ელისო სწორედ იმ “ბოჩკაში” დაიმალა და მისი კონსპირაციული სპეცოპერაციაც დაიწყო, თუმცა მალე მივხვდი, რომ ექსკლუზივს ვკარგავდი, მივეპარე “ბოჩკას”, იქვე, ძირს დაგდებული ლითონის სახურავი დავაფარე და ზედ დიდი ქვა დავადე, მოკლედ, ელისოს სპეცოპერაცია ჩავუშალე და ახლა მე დავიწყე ნადირობა.

გამიმართლა _ ქალბატონ ბაიასა და მის თანამოაზრეებს არხის შენობის კარი ღია დარჩენოდათ და  მეც ჩუმად შევიპარე ტელევიზიაში. ფეხაკრეფით ავუყევი კიბეს და ის-ის იყო სტუდიაში უნდა შემეჭყიტა, დავინახე ჰოლში მდგარი ნინია კაკაბაძე შავი ხელთათმანებით, რომელიც კედელზე ჩემთვის გაურკვეველ ნივთიერებას უსვამდა და თავისთვის ღიღინებდა. ოდნავ მოშორებით შევნიშნე ნინო ჯანგირაშვილიც, რომელიც, ასევე შავი ხელთათმანებით, კიბის სახელურებსა და კარს უსვამდა ქონის მაგვარ მასას. ჩემი ვარაუდით, ეს იყო მგლის ან დათვის ქონი. როგორც გაგებული მაქვს, ამ ნივთიერებებს სხვადასხვა რიტუალისთვის, კერძოდ, ჯადოს ან გამოლოცვის დროს, იყენებენ.

ცოტა შემეშინდა, მაგრამ მყისვე გავიფიქრე, რომ სკანდალური მასალა მელოდა წინ, ამიტომ ამ ფიქრებით მოტივირებულმა განვაგრძე ჩემი მისიის შესრულება. მივადექი გადაცემებისთვის განკუთვნილ სტუდიას,  შევიპარე და იქ ნამდვილი საშინელება დამხვდა.

სტუდიაში იატაკზე იყო მიმოფანტული ძმები გაჩეჩილაძეების, ბიძინა ივანიშვილის, გიორგი კვირიკაშვილის, თეა წულუკიანისა და კახა კალაძის ფოტოები. ბაია და ნიკა სკამზე ისხდნენ, მათ შუაშიმაესტროსლოგოს ნათება იდგა და ორივეს ზედ ჰქონდა შემოწყობილი ხელები. როგორც მივხვდი, ნიკა და ბაია ტრანსში იყვნენ შესულნი და არხის მოდავე მხარეს ჯადოს უკეთებდნენ. ნიკაც და ბაიაც არაამქვეყნიურ ხმებს გამოსცემდნენ. უცებ ბაიამ თავი გადააგდო და გაურკვეველი ფრაზების წარმოთქმა  დაიწყო. ხელში გია გაჩეჩილაძის, იმავე უცნობის, ფოტო ეკავა და გამოფხიზლების შემდეგ ნაკუწებად აქცია.

ახლა ნიკამ გადააგდო თავი, მას  ივანიშვილის ფოტო ეჭირა  და ენით ლოკავდა, ალბათ, რაღაც ასეთი რიტუალია და, როგორც ჩანს, ამართლებს, აბა, “რუსთავი 2”-ს ისევ ეგ რატომ ხელმძღვანელობს?

ცოტა ხანში ორივე გამოვიდა ტრანსიდან, თანამოაზრეები მოიხმეს და გაიმართა საიდუმლო სერობაც. მე ჩუმად მივიყუჟე და მათი საუბრის მოსმენა დავიწყე. მოულოდნელად საშინელი ბრაგუნის ხმა გაისმა, ყველა შეშინდა, მათ შორის, მეც. ბაიამ შენობის დათვალიერება დაიწყო და თან იგინებოდა, უეჭველი ვიღაც გვითვალთვალებსო. როგორც შემდეგ გაირკვა, ელისოს, რომელიც მეგონა, რომ მაზუთიანბოჩკაშისაიმედოდ ჩავკეტე, იქიდან თავი დაუღწევია და შენობის სახურავიდან უცდია ჩამოსვლა, სტუდიის კამერისტროსსდაჰკიდებია, მაგრამტროსმავერ გაუძლო, ჩამოწყდა და დეკორაციებში მოადინა ბრაგვანი.

ბაიას გაუკვირდა და ჰკითხა, რას აკეთებდა იმ შუაღამეს ელისო “მაესტროს” შენობაში, ის ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მათ ფარულად უთვალთვალებდა, ამიტომ გულახდილად იკითხა მისი იქ ყოფნის მიზეზი, რაზეც ჟურნალისტმა მიუგო, რომ მათ დასახმარებლად იყო მისული და სურდა, სიკეთე მალულად ეკეთებინა.

მოკლედ, ბაიამ, ნინომ, ნინიამ და ნიკამ ელისო “სასტავში” მიიღეს და ერთობლივი სამოქმედო გეგმაც დასახეს.  ელისო ქუთაისიდან ეშმაკის კიტრანის, ჯოჯოხეთის ქვისა და ორთქლგაუვალი ყვავის ჩამოტანას დაჰპირდა, იმის  გარანტიაც მისცა, რომ ეს ჯადო ყველაზე კარგად იმუშავებდა.

ელიკო სილაძე

1 COMMENT

  1. მთავარი გამოგრჩათ, ამას ყველაფერს ოდესიდან, გაბზარულ, ჯადოსნურ სარკეში აკვირ-დებოდა დიდი მაგისტრი, მჩხიბავი სააკოვანი მიშო, თან ბიძოს თოჯინა ეკავა და ჩხვლეტ-და ბუტბუტით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here