Home რუბრიკები პოლიტიკა სერგეი ლავროვი: თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას...

სერგეი ლავროვი: თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს

955

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა .. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ, თუ ნატო საქართველოს ალიანსშიჩათრევისპრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი შესაბამისი ზომებით უპასუხებს.

“ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის საკითხი. ამასთანავე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საჭიროა სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტის გაფორმება ძალის გამოუყენებლობაზე, რაც 2008 წლის მოვლენების გამეორებას თავიდან აგვაცილებს”, _ განაცხადა ლავროვმა.  მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ნატოს მიერ თბილისის “ჩათრევის” მცდელობის ფონზე და, თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი შესაბამისი ზომებით უპასუხებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here