Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი ვოლსკი: კონსტიტუციაში განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა

გიორგი ვოლსკი: კონსტიტუციაში განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა

524

ფრაქცია ქართული ოცნების” თავმჯდომარის _ გიორგი ვოლსკის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. და ეს საკონსტიტუციო ნორმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ერთმნიშვნელოვანი უარყოფა იქნება.

ბოლო პერიოდში გაკეთდა განცხადებები, რომ უნდა მოხდეს ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილების, რომ ოჯახი წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ერთობას და ზუსტად ის ფორმულირება, რომელიც არსებობს სამოქალაქო კოდექსში, გადატანილ იქნას საკონსტიტუციო ნორმად. ამას სჭირდება საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა და ცვლილება დღეს თუ ხვალ ნახავს დღის სინათლეს. ბევრი ევროპული ქვეყანა სწორედ ისეთი სტანდარტით სარგებლობს, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ. არსებობს ქვეყნები, რომლებშიც არ არის ლეგალიზებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მაგრამ არსებობს რაღაც ფორმა ურთიერთობის, რომელიც საკუთრების თემაზეა ორიენტირებული… პატარა საქართველო, რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს, გინდა _ ჩრდილოეთიდან, გინდა _ სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან, ვალდებულია, იფიქროს იმ ტრადიციაზე, რომელიც აქვს და რომლითაც დღემდე მოვიდა; იფიქროს იმ ურთიერთობასა და ტოლერანტობაზე, რომელიც გაგვაჩნია ნებისმიერი სახის უმცირესობასთან. არ ვგულისხმობ ეროვნულ უმცირესობას, რადგან ეს სხვა კატეგორიაა… კონსტიტუციაში მეუღლეები კი არის აღნიშნული, მაგრამ ამ აღნიშვნასთან ერთად მითითებულია ქალისა და ბავშვის უფლებები. ეს ნორმა უფრო მკაფიო უნდა გავხადოთ და არა რაღაც ახალი შემოვიტანოთ. ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება ქვეყნისთვის, რომელსაც გარკვეული ტრადიცია გააჩნია, გარკვეული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა”, _ განაცხადა ვოლსკიმ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here