Home რუბრიკები პოლიტიკა ”სამშობლოდან გამოგდებული სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს” – ჩვენ დასავლური სათამაშოს მძევლებად ვიქცევით”

\”სამშობლოდან გამოგდებული სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს” – ჩვენ დასავლური სათამაშოს მძევლებად ვიქცევით”

489

უკრაინის რადას დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა უკრაინულ ტელეკომპანია NewsOne-ის ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს”.

ყველამ ხელში უნდა აიყვანოს საკუთარი თავი და შეხედოს ფხიზელი თვალით, დაინახოს, რა მოხდა. სააკაშვილისა და აბრამოვიჩუსის შეხვედრის შემდეგ, რომელიც 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, აბრამოვიჩუსმა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ვერაფერს ამჩნევდა, სააკაშვილთან საუბრის შემდეგ უცებ გაიაზრა ყოველივე.

მზადდება სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც სათავეში მიხეილ სააკაშვილი უდგას, რათა ჩვენი ქვეყნის ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს, პლაცდარმად რომ აქციოს. მისმა ხალხმა იგი სამშობლოდან გამოაგდო. ეს არის შეთქმულება, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გამოიძიოს. იაცენიუკს ხელს აძლევს სააკაშვილი, მას მთელი ერი ვერ იტანს. იაცენიუკი კიდევ ნახევარი წლის განმავლობაში იქნება, მერე მოვა სააკაშვილი და იტყვის ამბოხი” და უკრაინის ნანგრევებზე თავისი პატარა სისტემის შენებას დაიწყებს. ამიტომ ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არის მცდელობა სახელმწიფო გადატრიალებისა, ჩვენ დასავლური სათამაშოს მძევლებად ვიქცევით”, _ განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here