Home რუბრიკები პოლიტიკა Полковнику пишут все!

Полковнику пишут все!

581

ბრიტანული წამყვანი გაზეთების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ლიდერი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გამოირჩევა არა მხოლოდ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებით, კაცობრიობის ცხოვრებას რომ ცვლის, არამედ, როგორც მჭევრმეტყველი, ხმამაღალი განცხადებების ოსტატი და, რა თქმა უნდა, როგორც ავტორი გონებამახვილური გამონათქვამებისა, რომლებიც პუტინს უკვე იმდენი დაუგროვდა, რომ არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში მისი აფორიზმების სქელტანიანი კრებულიც ვიხილოთ.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ქალაქ დავოსში რუსეთის სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელმა იური ტრუტნევმა პრეზიდენტთან ახლახან გამართულ თათბირზე განაცხადა, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ რუსეთი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რაზეც პუტინმა ტრუტნევს, რჩევის სახით, დიდი რუსი ბარდის _ ვლადიმერ ვისოცკის პოპულარული სიმღერის სიტყვები შეახსენა: “Об­нажил я бицепс нена­роком, даже снял для верности пи­джак”, შემდეგ გაიღიმა და ვიცეპრემიერს მიმართა, _ ოღონდ, გთხოვთ, მათ აკურატულად მოექეცითო.

ანუ, პუტინმა სთხოვა ტრუტნევს, შეძლებისდაგვარად გაფრთხილებოდა სტოლტენბერგისა და პოროშენკოს თავყბებს. რატომ? _ იმიტომ, რომ რუსეთის ვიცეპრემიერი იური ტრუტნევი კარატისტია, მეხუთე დანის მფლობელი, რომელიც მას კიოუკუშინკაიკარატეს მსოფლიო ფედერაციამ მიანიჭა. ჰოდა, სანამ ვლადიმერ პუტინი მორიგ ახალ აფორიზმს “აჩუქებს” მსოფლიოს, გავიხსენოთ მისი ყველაზე აქტუალური და სხარტი გამონათქვამები. პუტინი-იუმორისტი განსაკუთრებით იფურჩქნება პრესკონფერენციებზე:

* “მიაწოდეთ მიკროფონი, აი, იმ გოგონას, წითელ კოფთაში. ის მე უფრო მომწონს. არა, არა, თქვენც მომწონხართ!” _ მიმართა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა პრესსამსახურის თანამშრომელს, რომელიც დარბაზში მიკროფონით ხელში იქით-აქეთ დადიოდა.

* რუსებისთვის (და, სხვათა შორის, ქართველებისთვისაც) მტკივნეული პრობლემა – ქვეყნიდან სპეციალისტების გასვლა საზღვარგარეთ, პუტინმა ასე შეაფასა:

თუ ჩვენს ქვეყანაში შეინიშნება ტვინების გადინება, ესე იგი, ტვინები გვყავს. ეს უკვე კარგია და ნიშნავს იმას, რომ ისინი მაღალი ხარისხის არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტვინები არავის დასჭირდებოდა და მათი გადინება არ მოხდებოდა”.

* აი, არაორაზროვანი გაფრთხილება არასაიმედო პარტნიორებისა:

ჩვენ მზად ვართ, გავუწოდოთ ხელი ჩვენს პარტნიორებს, მაგრამ გაფრთხილებთ: ჩვენ გრძელი ხელები გვაქვს”.

* საინტერესოა რუსეთის პრეზიდენტის აზრი ტელევიზიებში საკმარისზე მეტად მომრავლებულ სისასტიკის სცენების თაობაზე:

ჩვენს ტელევიზიებში ძალზე ბევრი ძალადობა და სიკვდილია, ხოლო ფილმები ომზე _ ძალიან ცოტა”.

* რუსეთის ადგილს დღევანდელ მსოფლიოში პუტინი მოკლედ აფასებს: სამწუხაროდ, რუსეთი თანამედროვე მსოფლიოს ნაწილია”.

* ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შეახსენა რუსეთის პრეზიდენტს, რომ, ჭორების მიხედვით, ის ყველაზე მდიდარი ადამიანია ევროპაში. ამაზე პუტინმა უპასუხა:

მე ყველაზე მდიდარი ადამიანი ვარ არა მხოლოდ ევროპაში, მსოფლიოშიც. მე ვაგროვებ ემოციებს”.

* საყურადღებოა მისი ეს მარგალიტიც:

თუ ადამიანს ყველაფერი ხელს აძლევს, მაშინ ის სრული იდიოტია. არ შეიძლება, ნორმალური მეხსიერების ჯანმრთელ ადამიანს ყველა და ყველაფერი აძლევდეს ხელს”.

* ასეთია პუტინის თვალთახედვა მასმედიისა და ხელისუფლების ურთიერთობებზე:

ნამდვილი მამაკაცი ყოველთვის უნდა ეცადოს, ხოლო ნამდვილმა ქალიშვილმა მას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ცდილობს, შეამციროს მის საწინააღმდეგოდ გამოთქმული კრიტიკის რაოდენობა, ხოლო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ყოველთვის უნდა გაამახვილონ საზოგადოების ყურადღება ხელისუფლების შეცდომებზე”.

* კითხვაზე, რისთვის დაითხოვეს სამსახურიდან მოსკოვის თავკაცი იური ლუჟკოვი, პუტინმა ღიმილით უპასუხა:

შესაძლოა, არასპორტული საქციელისთვის”.

* პენსიონერმა ქალმა _ ფაინა ივანოვნამ ჰკითხა პუტინს, აპირებს თუ არა რუსეთი ალასკის დაბრუნებას.

ფაინა ივანოვნა, ძვირფასო, რად გინდათ ალასკა? _ კითხვაზე კითხვით უპასუხა ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა. _ ჩვენ ხომ ჩრდილოეთის ქვეყანა ვართ. ჩვენი ტერიტორიის 70 პროცენტი ეკუთვნის ჩრდილოეთს და უკიდურეს ჩრდილოეთს. რა, ალასკა სამხრეთია? მანდაც ცივა”.

* პუტინს ჰკითხეს: მსოფლიოში ყველაზე კარგ ფინანსთა მინისტრს _ ალექსეი კუდრინს არ დააბრუნებთ?

“_ არა, _ გაიღიმა პუტინმა, _ ის ზარმაცია, არ უნდა მუშაობა”.

*როდესაც პუტინს ჰკითხეს “ევროკავშირთან” და აშშ-თან ურთიერთობების მოგვარებაზე, მან განაცხადა: ურთიერთობების უპირველესი პირობაა რუსეთის ინტერესების პატივისცემა. აშშ არ უნდა მოკავშირეები, მას მხოლოდ ვასალები სჭირდება”.

ვარ თუ არა მე დემოკრატი? _ გაიმეორა კითხვა ვლადიმერ პუტინმა, _ რა თქმა უნდა, მე სრული და სუფთა დემოკრატი ვარ, მაგრამ, იცით, რა არის უბედურება? ის, რომ ასეთი დემოკრატი მსოფლიოში მხოლოდ მე ვარ. მაჰათმა განდის სიკვდილის შემდეგ ვერავის გაესაუბრები”.

ცნობილია, რომ იუმორით ჭკვიანი ადამიანები არიან დაჯილდოებულნი. რასაკვირველია, პუტინი ჭკვიანია, რეალისტი. ის ზედმიწევნად ჩახედულია საქმის დეტალებში, იცის, რით სულდგმულობს ხელისუფლება, ამასთანავე, ხვდება რიგითი მოქალაქის განწყობასაც. პუტინს შეუძლია, მიიღოს რთული, მათ შორის, არაპოპულარული გადაწყვეტილება, მაგრამ მასზე პასუხისმგებლობას არ იხსნის და ბოლომდე იცავს თავის პოზიციას. პუტინის პოპულარობა არ არის შემთხვევითი. თანამედროვე სამყაროში ნაკლებობაა ძლიერი და პასუხისმგებელი პოლიტიკოსებისა. მართლაც, ვინ შეედრება პუტინს?

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მეუღლის თანდასწრებით მამაკაცს ტუჩებში რომ კოცნის? საფრანგეთის უნებისყოფო “ინტელიგენტი” პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი თუ, როგორც გერმანელები უწოდებენ თავიანთ კანცლერს, “ობამას ფინია” ანგელა მერკელი? ჩემი აზრით, ერთადერთი, ვისი შედარებაც შეიძლება პუტინთან, ეს არის ფიდელ კასტრო, მაგრამ კუბელი “დიქტატორი”, კარგა ხანია, ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკას. მეტყვიან, სამაგიეროდ, პუტინი არ უყვარს რუსეთის ინტელიგენციასო. აქაც, გააჩნია, ვის მივიჩნევთ ინტელიგენციად. თუ მაკარევიჩს ან ახედჯაკოვას, სვანიძეს ან განაპოლსკის, მაშინ ცუდად ყოფილა საქმე. შემახსენებენ: პუტინი “კაგებეს” პოლკოვნიკიაო. მართალია, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი პოლკოვნიკია, მაგრამ გენიალური გაბრიელ გარსია მარკესის მოთხრობის _ “По­л­к­о­внику никто не пишет” გმირისგან _ უხუცესი, ღატაკი პოლკოვნიკის, ყოველდღე ამაოდ რომ ელოდება წერილს დედაქალაქიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე _ განსხვავებით, “პოლკოვნიკ” პუტინის ფოსტა გადატვირთულია მისი მოღვაწეობით აღტაცებული ადამიანების წერილებით და გზავნილებით. ასე რომ, “Пол­ко­внику Путину пишут все”! იქნებ, ლიბერალური ლიტერატურის მკითხველი მიგვაჩნია ინტელიგენტად? მაგრამ მაგ ტიპის მაკულატურაში წერენ, რომ “ზემო ეშელონი” ქურდობს, ძარცვავს, ყიდულობს ვილებს და სასახლეებს საზღვარგარეთ, ხაზინაში ვირთხები “პოლკა-მაზურკას” ცეკვავენ; რომ ვერასდროს ვიცხოვრებთ ისე კარგად, როგორც ევროპაში. მაკულატურის ავტორები გვისვამენ კითხვას: “ვინ არის დამნაშავე?” და, დაფიქრებასაც არ გაცლიან, პასუხი “გამომცხვარი” აქვთ _ “პუტინი”. საერთოდ კი, უკეთესია, რუსეთს ამერიკელები მართავდნენო ან, ბოლოს და ბოლოს, აშშ-ის კონტროლს დაქვემდებარებული რომელიღაც ოლიგარქიო. თუმცა, პუტინი მოსწონს რუსეთის მოსახლეობის 80%-ზე მეტს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ გასული საუკუნის 60-იან წლებში და უფრო ადრე. მათ იციან, როგორი იყო ომის შემდგომი პერიოდი, “გადალახული” აქვთ ბრეჟნევის ე.წ. უძრაობის ხანა, გორბაჩოვის “პერესტროიკა”, დამანგრეველი და მშიერი 1990-იანი წლები. ამ ადამიანებს აქვთ მდიდარი გამოცდილება. აი, ეს ადამიანები უპირობოდ ენდობიან პუტინს. რუსეთის პრეზიდენტს, აგრეთვე, ემხრობიან, ახალი თაობის წარმომადგენლებიც, დაბადებულები 1970-80-იან წლებში. მათმა ბავშვობამ გაიარა საბჭოთა კავშირში. ყველამ მიიღო საშუალო განათლება კომუნისტების დროს, უმაღლესი განათლება კი _ დამოუკიდებელ რუსეთში. ეს ხალხი თვლის, რომ, თუ არ იზარმაცებ, ბევრს იმუშავებ და არ იწუწუნებ, ყველაფერს მიაღწევ; და აღწევენ კიდეც! ასეთ ადამიანებს მოსწონთ პუტინი. ეს ადამიანები არ ელიან კეთილ ჯადოქარს, რომელიც ყველა სირთულეს მოუგვარებს; თავიანთ პრობლემებს თვითონვე წყვეტენ. მაგრამ პუტინმა ყველაზე დიდი პატივისცემა მაშინ დაიმსახურა, როდესაც ხელი მოაწერა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ამკრძალავ კანონს. აი, რა რეაქცია გამოიწვია ამ ფაქტმა ნორმალურ ამერიკელებში, რომლებიც, ვიმედოვნებ, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაა: მე ვიწყებ რუსეთის შეყვარებას”; “მე მომწონს პუტინი. ის ისეთი პრეზიდენტია, რომელიც ჩვენ, ამერიკელებს, გვჭირდება და არა ის იდიოტი, რომელიც ახლა თეთრ სახლშია მოკალათებული”; “ბრავო პუტინ! მადლობა ღმერთს, მსოფლიოში დარჩა ერთი საღად მოაზროვნე ლიდერი!”; “როგორც იქნა, ერთი ნორმალური ქვეყანა აუჯანყდა ამ საყოველთაო სიგიჟეს!”; “რუსეთი აღდგება თავის სიდიადეში, რომელიც ეფუძნება ზნეობას”; “რონალდ რეიგანი, იმის შემხედვარე, როგორ იწყებს გაბრწყინებას რუსეთი, ხოლო ამერიკა ხდება ანალური ჯოჯოხეთი, კუბოში ტრიალებს”.

დასასრულ, გულწრფელად შევეკითხოთ საკუთარ თავს: ამ ყველაფრის შემხედვარემ, რა ვქნათ _ ანგლო-საქსური იმპერიალიზმის ინტერესების დასაცავად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვებრძოლოთ პუტინს თუ საქართველოს საკეთილდღეოდ დავიმეგობროთ რუსეთის პრეზიდენტი?

გიორგი კორძაძე

1 COMMENT

  1. ამერიკელების ორი გამონათქვამიდან, მომეწონა სიტყვები:\\\”საყოველთაო სიგიჟე\\\” და
    \\\”ანალური ჯოჯოხეთი\\\”.

  2. პუტინი მაგარი კაცია,ეგ არის ახლა ერთადერთი ადამიანი ვინც იცავს ქრისტიანობას..

  3. Natqvamia axlo mezobeli shor natesavze uketesiaoo da me mgoni chven shors natesavebi ar gvkavs qartvelebs,tak chto unda vemegobrot tan chkvian adamians da qvekanas isev chventvisaaa kargiiiii………

  4. 100% -it getanxmebit batono giorgi, droa sheignos titoeulma qartvelma sanam sul ar dagvakargvinebs amerika da evropa, erovnul ghirsebas da qartul siamayes, daumegobrdet am dzlier saxelmwifos, romlisac ase eshinia msoflios, putini vazhkacia, romelis ase ghiad ebrdzoleba masonebs.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here