Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინა _ “ჩვენი ძაღლიშვილების” ნაგავსაყრელი

უკრაინა _ “ჩვენი ძაღლიშვილების” ნაგავსაყრელი

537

უკრაინამ სააკაშვილის, კვიტაშვილის, აგრეთვე, ოთხი მილიონი დოლარის უიღბლო გამტაცებლის _ ეკა ზღულაძისა და აშშ-ის მიერ “შეთავაზებული” სხვა პოლიტიკური გასტროლიორების “მონელება” ვერ მოასწრო, რომ მორიგი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. უკრაინას “თავის ტკივილად” ამჯერად შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი კარლ ბილდტი მოევლინა, რუსეთის გინებითა და სააკაშვილის ქება-დიდებით რომ გაითქვა სახელი. 

ამ პერსონაზესაქართველო და მსოფლიომრავალჯერ წერდა, განსაკუთრებით ხაზს უსვამდა მის ვერცხლისმოყვარეობას. სახელმწიფო ბოროტმოქმედის _ სააკაშვილის დახმარებით, ბატონმა ბილდტმა თავის დროზე მილიონობით დოლარი ჩაიჯიბა, ვითომდა, ევროპაში საქართველოს (წაიკითხე _ სააკაშვილის) .. იმიჯის გასაუმჯობესებლად.

საქმე ის არის, რომ კონსალტინგურ კომპანია “კრეაბს”, რომელსაც სააკაშვილი მილიონებს უხდიდა, ერთ დროს ბილდტი ედგა სათავეში და მას შემდეგაც არ გაუწყვეტია მასთან კავშირი, რაც ამ კომპანიიდან პირდაპირ საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძელში გადაბრძანდა.

2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ ბილდტის კომპანიას (“კრეაბს”) 14-ჯერ გადაურიცხა თანხა, რომელმაც საერთო ჯამში, 4,5 მილიონი ლარი შეადგინა. ამგვარად, განაყოფიერებულ ნიადაგზე აღმოცენებული მეგობრობა, როგორც ექსპერტები აფასებენ, კორუფციული გარიგების ნაირსახეობად წარმოგვიდგა.

როცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წლის ტოტალურად გაყალბებული არჩევნების არალეგიტიმურობაზე საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად საქართველოში შვედეთის ელჩიც ალაპარაკდა და შვედეთში გაგზავნილ წერილში პირდაპირ დაწერა: “მე ეჭვქვეშ ვაყენებ ამ არჩევნების გამჭვირვალობასა დალეგიტიმურობას”-, საქართველოში სასწრაფოდ ჩამოვიდა ბილდტი, სიტუაციას გაეცნო და არ დამალა ის, რასაც ფიქრობდა.

“არჩევნების შედეგები არანირ ეჭვს არ ბადებს და ყველას გვაქვს მიზეზი, მივულოცოთ საქართველოს კიდევ ერთი არჩევნები, რომელმაც მოახდინა დემოკრატიისა და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის დემონსტრირება, მიუხედავად ზოგი ხარვეზისა”, _ ეს წერილი შვედეთში თბილისიდან უკვე ბილდტმა აფრინა.

ამ ამბავს საინტერესო გაგრძელება მოჰყვა _ შვედეთის ელჩი ჰანს გუნარ ადენი საქართველოდან სასწრაფოდ გაიწვიეს, მის მაგივრად კი ბილდტის ყოფილი თანაშემწე დაინიშნა.

ექსპერტთა აზრით, მიღებული გასამრჯელო იმ პიარში, რომელსაც ბილდტი სააკაშვილის გასამართლებლად და განსადიდებლად აწარმოებდა, არის ქრთამი და არა ჰონორარი.

 ასევე საინტერესოა, რომ 1990-იან წლებში იგი (ბილდტი), როგორც ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი, კურატორობდა იუგოსლავიის დანაწევრებისა და სერბეთიდან კოსოვოს გამოყოფის საკითხებს. ასეთ გზაგავლილ და გამოცდილებადაგროვილ მოღვაწეს არ შეეძლო, აქტიური მონაწილეობა არ მიეღო უკრაინის ამჟამინდელ კრიზისში. ექსპერტები ამბობენ, რომ კიევში ბილდტი იმდენად შვედეთის ინტერესების დამცველად არ გამოდიოდა, რამდენადაც ამერიკის ინტერესების გამტარებლად.

გარკვეულია, რომ ეს კაცი 2003 წელს მულტიმილიონერი გახდა იმის წყალობით, რომ წევრი იყო ამერიკული კომპანიისა, რომელიც იარაღის მწარმოებელ კომპანიალოკჰიდმარტინთანიყო დაკავშირებული. ამას გარდა, ბილდტმა დიდი ფული იშოვა კომპანიალუნდინ ოლდშიდირექტორითა საბჭოს წევრად მუშაობისას, რომლის (კომპანიის) წინააღმდეგ დღესაც გრძელდება გამოძიება სუდანში სამოქალაქო ომის სპონსორობის ბრალდებით. ეს ძმათამკვლელი დაპირისპირება დაინტერესებულმა ძალებმა ნავთობის საბადოებზე კონტროლის დაწესების მიზნით წამოიწყეს. არეულობას შეეწირა 10 ათასი ადამიანის სიცოცხლე, სამხრეთ სუდანიდან დეპორტირებული იქნა 200 ათასი მოქალაქე.

 ასეთ “ბნელ” საქმეებში მონაწილეობის მიუხედავად, ბილდტი ამერიკაში მიღებული კაცია. 1970-იან წლებში სწავლობდა შტატებში და პერსპექტიულ პოლიტიკოსად ითვლებოდა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, სწორედ მაშინ დაუმეგობრდა ბილდტი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებს. რას ნიშნავს ასეთი დამეგობრება, განმარტებას არ საჭიროებს და, ალბათ, ამიტომაც, “ვიკილიქსის” მიერ განსაიდუმლოებული დიპლომატიური დოკუმენტების მიხედვით, ამერიკელი დიპლომატები მიიჩნევდნენ, რომ ბილდტიჯიუტი”, “თავდაჯერებულიდაშეზღუდული დიპლომატიური შესაძლებლობებისმქონეა. დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დიდი წონა და გავლენა აქვს, და ამ ყველაფრის გამო ადარებენსაშუალო სიდიდის ძაღლს დიდი ძაღლის ჩვეულებით”.

ჰოდა, დღეს ამ ბილდტს განიხილავენ, როგორც უკრაინის შესაძლო პრემიერს, ანუ იაცენიუკის მემკვიდრეს.

უკრაინს მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე საქართველოსა და ლატვიის წარმომადგენელთა დანიშვნები მხოლოდ გვიდასტურებს, რომ ბილდტის დაპატიჟება უკრაინის მთავრობის მეთაურად არა ჭორი, არამედ მოვლენების ასეთი განვითარების რეალური პერსპექტივაა.

მაინც რისთვის სჭირდება მავანს კარლ ბილდტი? უკრაინა დასავლეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით უნდა განხორციელდეს. უპირველესად, უკრაინისგან უნდა შეიქმნას ისეთი ეროვნული სახელმწიფო, რომელიც იდეოლოგიურად მტრულად განწყობილი იქნება რუსეთისადმი. უკრაინა ამერიკისთვის უნდა გახდეს სამხედრო პლაცდარმი რუსეთზე თავდასხმის შემთხვევაში.

თუმცა უკრაინელი ანალიტიკოსები ამშვიდებენ თანამემაულეებს, რომ ბილდტის დანიშვნა დაეხმარება ოფიციალურ კიევს, გამოძებნოს საერთო ენა საერთაშორისო კრედიტორებთან. მოკლედ, ბილდტისნაირებმა უნდა დაანახვონცივილიზებულქვეყნებს, რომ უკრაინა შედგა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო.

ბუნებრივია, ბილდტი ვერ გააუმჯობესებს უკრაინის ურთიერთობას ევროპასთან და ვერც საერთაშორისო კრედიტორებს “მოულბობს გულს”. რატომ? იმიტომ, რომ კარლ ბილდტი ვაშინგტონის “კაცია” და უკრაინის პრემიერად მისი ყოფნის პერიოდში ის, ბუნებრივია, იმუშავებს აშშ-ის ინტერესების გასატარებლად; და კიდევ _ ადამიანები, რომლებიც არც კი მალავენ, რომ არიან უცხო ქვეყნების აგენტები, არსად არ სარგებლობენ პატივისცემით და არ აღიქმებიან, როგორც ღირსეული პარტნიორები. ბილდტისნაირი ადამიანები უკრაინის მხოლოდ უფსკრულში გადაჩეხვას შეუწყობენ ხელს.

გიორგი კორძაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here