შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი წარუდგინა.
გიორგი ალადაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრია. მან განათლება, აშშ-ის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში მიიღო. აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება. 2014 წლიდან გიორგი ალადაშვილი საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშე იყო ავსტრიის რესპუბლიკაში.