Home რუბრიკები პოლიტიკა უილიამ კორტნი: ახლო მომავალში საქართველოსთვის ნატოს წევრობა შეუძლებლი ჩანს

უილიამ კორტნი: ახლო მომავალში საქართველოსთვის ნატოს წევრობა შეუძლებლი ჩანს

588

 “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში _ უილიამ კორტნიმ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრების შესაძლებლობაზე ისაუბრა 

 “საქართველოსთვის ახლო მომავალში ნატოს წევრობა შეუძლებლი ჩანს რამდენიმე მიზეზის გამო: საქართველო ჯერ კიდევ ღარიბია. ერთ სულ მოსახლეზე მისი შემოსავალი ბულგარეთის შემოსავალზე ორჯერ ნაკლებია. ბულგარეთი კი ნატოს უღარიბესი წევრია. ეკონომიკური რეფორმები და ეკონომიკური ზრდა გადამწყვეტია საქართველოს მისწრაფებისთვის, გაწევრდეს ნატოში. მეორე მიზეზი არის ის, რომ ნატოს ქვეყნებს ალიანსში უკვე მიღებული ახალი წევრების ინტეგრაცია ჯერ არ დაუსრულებიათ. ნატო ფოკუსირებულია ბალტიის ქვეყნების დაცვაზე შესაძლო საფრთხეებისგან. ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ნატოს ყურადღება მისი წევრების უსაფრთხოებაზე იქნება გადატანილი”, _ განაცხადა კორტნიმ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here