Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძოკიო

ბიძოკიო

927

ბავშვობაში ყველა ნორმალურ ყმაწვილს წაკითხული გვქონდა “პინოკიოს თავგადასავალი”. ვისაც წიგნის კითხვა მაინცდამაინც არ უყვარდა, ამ ზღაპრის მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი მაინც ექნება ნანახი, სადაც ვხედავდით, ყოველი ტყუილის თქმისას სიცრუის როგორი პირდაპირპროპორციულობით ეზრდებოდა ცხვირი ცრუპენტელა პინოქიოს. 

ქვემოთ “ქართული ოცნების” (წაიკითხე, ბიძინა ივანიშვილის) წინასაარჩევნო დაპირებებს წარმოგიდგენთ, რათა თვითონ განსაზღვროთ, პინოკიოს მსგავსად, მის ჭორვილელ კოლეგა ბიძოკიოს რა სიგრძის ცხვირი უნდა ჰქონდეს, ზღაპარი სინამდვილედ რომ იქცეს…

ბიძოკიოს დაპირებები:

დაპირება #1: ათიათასობით სამუშაო ადგილი

“ჩვენი გეგმა თავიდანვე ითვალისწინებს, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და ის ჩვენს ქვეყანაში ათეულობით ათასი იქნება”.

დაპირება #2: თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარი გამოცდილების ადეკვატურ სამუშაოს

“ჩემს გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად, გავაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. რეალური პოლიტიკა, რეალური ნაბიჯები, რასაც გპირდებით ჩვენ და აუცილებლად შევძლებთ კიდეც”.

დაპირება #3: გამარჯვებისთანავე ღირსეული დასაქმება ყველას

“ჩვენ ვიცით, რეალურად როგორ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენ ვიცით, როგორ ავიხდინოთ ქართული ოცნება. ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა _ ხალხი ხელისუფლებას”.

დაპირება #4: დაიწევს ფასი კომუნალურ გადასახადებზე

“გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას. გპირდებით, რომ ჩვენ შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს”.

დაპირება #5: გაზის საფასური შემცირდება 3-ჯერ

“ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ, რამდენადაც ეს ,,ტრუბა” გადის ჩვენს ტერიტორიაზე. მესამედი გამოვა დღევანდელი გადასახადის გაზის გადასახადი”.

დაპირება #6: ბენზინზე დაიკლებს ფასი

“ნახავთ, როგორ დაიწევს ფასი ძალიან ბევრ პროდუქტზე: პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ბენზინზე, ელექტროენერგიაზე, სადაც ხელოვნურად აქვთ გაზრდილი ფასები და ფულს აკეთებენ”.

დაპირება #7: ასობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური. ყოველთვიურად ასობით საწარმო უნდა იხსნებოდეს

დაპირება # 8: წლის ბოლომდე, სულ ცოტა, 60 ქარხანა უნდა გვქონდეს

დაპირება #9: რეგიონებში შეიქმნება ათასობით საწარმო

“გამარჯვებისთანავე საარჩევნო ბლოკი ,,ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნება” განახორციელებს პროგრამას “ღირსეული დასაქმება ყველას”.

დაპირება #10: პენსიონერს არანაკლებ 220 ლარისა ექნება პენსია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს იქნება მინიმალური, ამას დაემატება წელთა ნამსახურეობა

დაპირება #11: გარდა ამისა ყველა ის საპენსიო დანამატი, რომელიც გააუქმეს ნაციონალებმა, დაემატება: ომის ვეტერანობის, ინვალიდობის, ობლობის და ასე შემდეგ დაახლოებით 250-300 ლარი გახდება პენსია

დაპირება #12: პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე რეალური საარსებო მინიმუმია

“ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ, რეალურ ზღვარს”.

დაპირება #13: ექსპერტების გათვლებით, რეალური საარსებო მინიმუმი 200-220 ლარის ფარგლებშია

“ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია საარსებო მინიმუმის ტოლი იქნება. ექსპერტების გათვლებით, რეალური საარსებო მინიმუმი 30%-ით მეტია. სხვადასხვა გათვლებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს ციფრი 200-220 ლარის ფარგლებშია”.

ამ 13 პუნქტიდან რომელი ერთი შეასრულა ბიძოკიომ? ამიტომ მხოლოდ თანავუგრძნობ ბატონ ბიძინას _ ამ სიგრძის ცხვირის ზიდვა არ გინდა?!

ამ 13-პუნქტიანი ტყუილების დოკუმენტთან კონტრასტის დასანახავად შეგახსენებთ 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის, წინასაარჩევნო დანაპირებების სულ რაღაც 7-პუნქტიან ჩამონათვალს:

* პირველი 18 თვის (წელიწადნახევრის _ . .) განმავლობაში, პენსია _ 120 ლარი, ვეტერანებს _ 150 ლარი და უფასო სამედიცინო მომსახურება;

* მინიმალური ხელფასი _ 300 ლარი;

* შემწეობა უმუშევართათვის _ 300 ლარი;

* წყლის გადასახადისგან სრული გათავისუფლება;

* 100 კვ/სთ ელექტროენერგია და ამავე მოცულობის გაზის გადასახადისგან განთავისუფლება;

* დევნილებისა და მიწისძვრით დაზარალებულთათვის უფასო საცხოვრებელი ფართობი;

* პირველ შვილზე _ 3000 ლარი, მეორეზე _ 4000, მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე _ 5000 ლარი.

ახლა ვინმე შემედავება, რა, პატარკაციშვილი უეჭველად შეასრულებდა დანაპირებსო?

სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის პატარკაციშვილის სიტყვას მეტი ფასი აქვს, ვიდრე ჭორვილელი პინოკიოსას, რომელმაც, ხელისუფლებაში მოსულმა, პირველი, რაც გააკეთა იყო ის, რომ თავისი 80 მილიონი დაიბრუნა. ამით დამთავრდა სამართლიანობის აღდგენა და დაიწყო კოჰაბიტაციის პროცესი.

სხვა მხრივ დაპირებული სამართლიანობის აღდგენა არ მომხდარა: არავისთვის დაუბრუნებიათ წართმეული მილიონები კი არა, უბრალობუტკაცკი. არ გამოუტანიათ განაჩენი არც ერთ გახმაურებულ მკვლელობაზე. ის კი არა, სამართლიანობის აღსადგენად მებრძოლი იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავს დააკლეს

ზემოთ ბიძოკიოს შეუსრულებელი დაპირებების გრძელი სია წარმოგიდგინეთ, რომელიც ფართო საზოგადოების (მინუს შემოქმედებითი ინტელიგენცის ის 3500-მდე ე.წ. წარმომადგენელი, რომლებსაც ბიძოკიო წლების განმავლობაში აფინანსებდა, მაგრამ ამაზე ქვემოთ) სამართლიანი უკმაყოფილების მიზეზია.

თუმცა, უკმაყოფილება იქით იყოს და, არანაკლები აღშფოთების მიზეზი გახდა ის, რასაც ბიძინა არ დაგვპირებია, მაგრამ შეგვისრულა

* ანტიდისკრიმინაციული კანონის (რომელსაც ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა საქართველოს დამღუპველი უწოდა) ზარზეიმით მიღება პირადად ბიძინა ივანიშვილისა და რესპუბლიკელების სინდისზეა. დიახ, ბიძოკიოსა და რესპების, რადგან კოჰაბიტაციის ამაზრზენმა პროცესმა ისე დაუკავშირა ერთმანეთს ისინი, რომ ლენინისა და პარტიის ლოზუნგის პერიფრაზით ასე გამოვა: ვამბობთ ბიძინას _ ვგულისხმობთ რესპებს, ვამბობთ რესპებს _ ვგულისხმობთ ბიძინას!

სწორედ ამ ტანდემმა გამოიწვია ის, რომ საქართველოში დღეს რესპუბლიკური პარტიის მმართველობის ნეოლიბერალური დიქტატურაა, რომელიც გაცილებით საშიშია საქართველოსთვის, ვიდრე იმავე იდეოლოგიის ნაცების დიქტატურა იყო.

ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას კიდევ ერთ დაუპირებელ შესრულებულზე: ბიძოკიომ ცხონებული ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე განაცხადა, რომ თურმე საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქიც ჩვეულებრივი მოკვდავია და, რატომაც არა, მისი კრიტიკაც მოსულაო, რომლის შემდეგაც, კრიტიკას ვინღა დაეძებს, პატრიარქისა და დედაეკლესიის აღვირახსნილი ლანძღვაგანქიქების ახალი ეტაპი დაიწყო.

წერილზე მუშაობისას ინტერნეტში ბიძოკიოს მიერ დაფინანსებულთა 3393-პერსონიანი სია მოვიძიე, რომელთა ფინანსური დახმარების ქვედა ზღვარი _ 200, ხოლო ზედა 2000-3000 და 5000 ათასი ლარია. ახლა აქ ამ სიას არ მოვიყვან, რადგან დაინტერესებული მკითხველი თვითონ იპოვის ინტერნეტში მას და საჭირო დასკვნებსაც გააკეთებს… ვიტყვი მხოლოდ, რომ სწორედ ამ სიის ზედა ზღვრის ბინადარნი იყვნენ იმ სუფრის მეინახენი და მდუმარედ გადაყლაპეს ბიძოკიოს მიერ პატრიარქის შეურაცხყოფა! სწორედ ეს ადამიანები “უპრავებენ” ბატონ ბიძინას დაპირებულ შეუსრულებელ თუ დაუპირებელ შესრულებულ ავკაცობებს.

მათივე მოგონილია ზღაპარი: რესპუბლიკელები ივანიშვილმა დასავლეთის თვალის ასახვევად მოიყვანა კოალიციაში და ეროვნული ბიძინა დღეს-ხვალ ანტიეროვნულ რესპებს სანაგვეზე მოისვრისო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ბიძინამ, რესპებისთვის ხელისუფლების ჩაბარებით ქართველ ხალხს თვალები, აგვიხვია კი არა, დაგვთხარა.

ხომ წარმოგიდგენიათ, რა ჩიტს დაიჭერდა ჭორვილელი პინოკიო, თავის წინასაარჩევნო მიტინგებზე რომ გაემხილა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რომ იქნებოდა, თავდაცვის მინისტრი _ უსუფაშვილისკნეინა”, ხოლო რამდენიმე მინისტრი _ რესპების წარმომადგენელი?!

ძნელია, ბიძინას სიის მსხვერპლთათვის “ქველმოქმედების” მარწუხებიდან თავის დაღწევა, რადგან ეს ინტელიგენციის მოსყიდვას უფრო ჰგავს, ვიდრე უანგარო ქველმოქმედებას… თუმცა, ზემოთ მოყვანილი არგუმენტების მიუხედავად, ამ ადამიანების უმრავლესობას ბიძინაზე აუგს ვერ დააცდენინებთ… ახლა ახალი თეზა შემოაგდეს რესპებმა: ახალ საარჩევნო სიაში არც ერთი სპორტსმენი, მსახიობი არ დაგვანახვოთ, უნდა იყვნენ მხოლოდ პროფესიონალი პოლიტიკოსები, რომლებიც კანონებზე იმუშავებენო(?!).

რა თქმა უნდა, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი, ზაზა პაპუაშვილი, ზვიად ზვიადაური და ა.შ. ჰყავთ მხედველობაში _ ეს ადამიანები ნამდვილად არ არიან პროფესიონალი პოლიტიკოსები, სამაგიეროდ, იმ დონის “პროფესიონალი” ქართველები არიან, რომ პედერასტულ, ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონს, რომლის პროექტი უკვე არსებობს, ხელი არ აუწიონ ისევე, როგორც ააწევინეს ანტიდისკრიმინაციული კანონის შემთხვევაში, რადგანაც უკვე ნახეს, რა შვილიც ბრძანდება სწორედ ამ პრინციპით ნაძალადევში “არჩეული” თამარ კორძაია და რა იქნება საგარეჯოში “არჩეული” თამარ ხიდაშელი, ესეც ცხადია!

თანაც, აღარც ბიძინას აქვს ისეთი შეუვალი ავტორიტეტი, როგორიც გუშინ ჰქონდა, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილია და თბილისის მერი _ ნარმანია

რა თქმა უნდა, ბიძინას სრული უფლება აქვს, თავისი ფული, სადაც და რაშიც უნდა, იქ დახარჯოს და, ვისაც უნდა, იმას აჩუქოს, მაგრამ იურიდიულის გარდა, ზნეობრივი კოდექსიც ხომ არსებობს, რომელსაც სინდისსაც ეძახიან ხოლმე!..

ჰოდა, საკითხავია, ზნეობრივია კი, ზებრებით, პინგვინებითა თუ ზვიგენებით ერთობოდე იმ ქვეყანაში, რომელშიც ამდენი გაჭირვებული, მათხოვარი, უსახლკარო, ნაგვის ურნებში მქექავი ქართველია?! დავით აღმაშენებელს, დემეტრე თავდადებულს, გიორგი ბრწყინვალეს, სიმონ პირველ ქველს, ქეთევან წამებულსა და სამშობლოსთვის დამაშვრალ სხვა მრავალ გმირს, გნებავთ, ქვეყნის დამაქცევარ ავგიორგ-შადიმანს, თიკუნები მაშინდელმა ინტელიგენცია-არისტოკრატიამ კი არ მიანიჭა, არამედ ქართველმა ხალხმა დამსახურებების მიხედვით მიაგო პატივი თუ წყევლა-კრულვა!

ასე რომ, პინოკიოს სიის წევრთა უმრავლესობა ტყუილად ცდილობს, მამამარჩენალის ყოველი ქმედებაუმოქმედობის გათეთრებას, მას ისტორია, ქართველი ერი გამოუტანს ვერდიქტს და საკითხავია, სამების აშენებაში, სხვა ისტორიულკულტურული კერების აღდგენარესტავრაციაში დახარჯული ფული გადაწონის თუ რესპუბლიკელების ანტიქართული ძალისთვის ხელისუფლების ჩაბარება, რომელიც ქართული სულიერების ოკუპაციის ტოლფასია.

“თუ ამოსწყდეს გლეხი კაცი, საქართველოც დაძაბუნდა”, _ ბრძანა მარაბდის ომის წინ ამ ბრძოლის ერთ-ერთმა გმირმა ბაადურ ციციშვილმა.

დღეს “გლეხი კაცი” უბრალო, რიგითი ქართველის სინონიმია, რომელთა უმეტესობა ან აქ ნაგვის ბუნკერში იქექება, ან საზღვარგარეთ არის გადახვეწილი. სწორედ ამიტომ არის დღეს საქართველო დაძაბუნებული, რომ “გლეხი კაცი” ლამის ამოწყდა. არადა, ის არის ერის დვრიტა, საძირკველი თუ დუღაბი ქართულ მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასთან ერთად და არა ე.წ. შემოქმედებით-უმოქმედო ინტელიგენციის ნაწილი.

პინოკიოს სიის ბინადარნი ბიძინას მოქმედებას ასე ამართლებენ; რა ქნას, ისე რომ არ მოიქცეს, როგორც იქცევა, ამერიკელები მილიარდებს გაუნულებენო… ჰოდა, რა ვქნათ ახლა _ ივანიშვილის მილიარდებს გადავაყოლოთ ქვეყანა?

ბატონო ბიძინა, თუ წახვედით, მართლა წადით თქვენი მილიარდებით, ზებრებითა და ზვიგენებით. მარიამის წილხვედრი საქართველო თქვენამდეც არსებობდა და თქვენ შემდეგაც იარსებებს!

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ჩვენი დღევანდელობის უბედურება იცით რაშია? ფულის ტომრის ტყუილს უფრო უჯერებს ხალხი, ვიდრე ღარიბი კაცის ბრძნულ და მართალ სიტყვას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here