Home რუბრიკები საზოგადოება კორსიკა საფრანგეთისგან გამოსაყოფად ემზადება

კორსიკა საფრანგეთისგან გამოსაყოფად ემზადება

2811

კუნძულზე ხელისუფლების სათავეში მოვიდა ძალა, რომელიც საფრანგეთისგან გამოყოფას მოითხოვს. ამ ძალის პროგრამა-მინიმუმია კორსიკული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმის დაწესება და პოლიტპატიმრების ამნისტია. პერსპექტივაში კი დაგეგმილია რეფერენდუმის ჩატარება საფრანგეთიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლად ცხოვრების საკითხზე. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამ იდეას კორსიკელთა ორი მესამედი უჭერს მხარს.

ნაპოლეონ ბონაპარტეს თანამემამულეები თავდაპირველად სკოლებში ფრანგული პროპაგანდის აკრძალვას აპირებენ 2015 წლის ბოლოს რეგიონულ არჩევნებში გაიმარჯვა ნაციონალისტების ბლოკმა “კორსიკისთვის”. კუნძულზე ხელისუფლების სათავეში მოვიდა ძალა, რომელიც საფრანგეთისგან გამოყოფას მოითხოვს. ამ ძალის პროგრამა-მინიმუმია კორსიკული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმის დაწესება და პოლიტპატიმრების ამნისტია. პერსპექტივაში კი დაგეგმილია რეფერენდუმის ჩატარება საფრანგეთიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლად ცხოვრების საკითხზე. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამ იდეას კორსიკელთა ორი მესამედი უჭერს მხარს.

კორსიკელთა უმრავლესობა უკვე შეუერთდა აქციას, რომლის მიზანიც ციხეებიდან ათობით ადამიანის გათავისუფლებაა. ამ ადამიანებს კორსიკელები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ, საფრანგეთის ხელისუფლება კი _ ტერორისტებად. მათ შორის არის ივან კოლონა, რომელიც 2003 წელს კორსიკის გუბერნატორის მკვლელობისთვის გაასამართლეს. კორსიკელთა უმრავლესობა კი კოლონას ფრანგული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად თვლის.

2015 წლის დეკემბერში ადგილობრივ არჩევნებში უილ სიმეონის _ ივან კოლონის ყოფილი ადვოკატის _ გამარჯვებამ პოლიტიკური ქარიშხალი გამოიწვია. სიმეონიმ ჩამოაყალიბა აღმასრულებელი საბჭო, რომელსაც XVIII საუკუნის შემდგომ კორსიკის პირველი ნაციონალური მთავრობა უწოდეს. იმხანად, კორსიკაზე საფრანგეთის შეჭრის წინ, კუნძულზე არსებობდა მმართველობის სისტემა, რომელსაც მსოფლიოში პირველ დემოკრატიულ მმართველობას უწოდებენ.

სიმეონი ამბობს, რომ საფრანგეთი ცხოვრების ყველა სფეროში განაგრძობს კორსიკელთა დისკრიმინაციას. მაგალითად, თანამდებობებზე ფრანგებს ნიშნავენ.

კუნძულის მოსახლეობის უმრავლესობა კორსიკელია. რაც შეეხება კულტურას, ენას, ისტორიასა და გეოგრაფიას, ამით ისინი იტალიელებთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ფრანგებთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here