Home რუბრიკები პოლიტიკა რით ემუქრება ევროპას ლე პენის გამარჯვება

რით ემუქრება ევროპას ლე პენის გამარჯვება

548

აშკარად ჩანს შეშფოთება და უნდობლობა ევროკავშირის მიმართ, და არამხოლოდ ფრანგების, სულ უფრო მეტი ბრიტანელი ფიქრობს იმაზე, საერთოდ, რისთვის სჭირდებათ ევროკავშირი. ბრიუსელის გავლენის შესუსტებას აქტიურად მოითხოვს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი, რომელიც ევრობიუროკრატებს რეგულარულად ემუქრება რეფერენდუმის ჩატარებით ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხზე და გაერთიანებული სამეფოსთვის მეტ სუვერენიტეტს მოითხოვს. პრინციპით “ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა” მოქმედებენ უნგრეთი და სლოვენია, რომლებმაც თავიანთ ქვეყნებში ახლოაღმოსავლელი ლტოლვილების შეღწევისგან თავის დასაცავად ბეტონის კედლები ააგეს.

რადიკალურად განწყობილი მემარჯვენეების ლიდერმა მარინ ლე პენმა, როგორც ჩანს, შეუძლებელი შეძლო: საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებში, რომელშიც 45 მლნ ადამიანი მონაწილეობდა, გაუსწრო არა მხოლოდ რესპუბლიკელებს, სარკოზის ხელმძღვანელობით, არამედ მთავარ სახელისუფლო ძალასაც _ სოციალისტებს, ოლანდის მეთაურობით.

“ნაციონალური ფრონტის” გამარჯვებას საფრანგეთის 13 საარჩევნო ოლქიდან 7-ში და ამომრჩეველთა ხმების მესამედის მოგროვებას ექსპერტებმა გამაოგნებელი უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ წინ მეორე ტურია (13 დეკემბერს), ლე პენი უპირობო ლიდერივით იქცევა.

“ნაციონალური ფრონტი” ამჟამად საფრანგეთის პირველი პარტიაა. ჩვენ ერთადერთი ვართ, ვისაც შეუძლია საფრანგეთის რესპუბლიკის, მისი ნაციონალური ინტერესების, ცხოვრების სტილისა და ტრადიციების დაცვა”, _ განაცხადა მარინ ლე პენმა.

რეგიონული არჩევნების შედეგები არ იყო უბრალოდ საპროტესტო განწყობის გამოძახილი. ფრანგებმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ შეიცვალეს თვალსაზრისი საერთო ევროპული სახლის მიმართ, თავიანთ ადგილზე ევროპაში და მიგრაციულ პოლიტიკაზე, რომლის გამკაცრების მოთხოვნითაც გამოდიან მემარჯვენეები. ნოემბრის ტერაქტებმა “ნაციონალური ფრონტი” უფრო პოპულარული გახადა, როცა გაირკვა, რომ, სულ ცოტა, ორი თავდამსხმელი ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა პარიზში ახლო აღმოსავლეთიდან.

“ნაციონალური ფრონტის” მხარდაჭერით ფრანგები მიანიშნებენ, რომ მათ ასეთი ინტეგრაცია არ სურთ და ევროკავშირის ინტერესებზე პრიორიტეტული საკუთარი ნაციონალური ინტერესებია. ფრანგმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა ძალას, რომელიც გამოხატავს შეშფოთებას საფრანგეთის დამოკიდებულებისადმი საერთო ევროპის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური ფრონტის” ტრიუმფი საბოლოო გამარჯვება არ არის და პოლიტიკური ვექტორის შეცვლაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ნაადრევია, აშკარად ჩანს შეშფოთება და უნდობლობა ევროკავშირის მიმართ, და არამხოლოდ ფრანგების, სულ უფრო მეტი ბრიტანელი ფიქრობს იმაზე, საერთოდ, რისთვის სჭირდება ევროკავშირი. ბრიუსელის გავლენის შესუსტებას აქტიურად მოითხოვს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი, რომელიც ევრობიუროკრატებს რეგულარულად ემუქრება რეფერენდუმის ჩატარებით ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხზე და გაერთიანებული სამეფოსთვის მეტ სუვერენიტეტს მოითხოვს. პრინციპით “ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა” მოქმედებენ უნგრეთი და სლოვენია, რომლებმაც თავიანთ ქვეყნებში ახლო აღმოსავლელი ლტოლვილების შეღწევისგან თავის დასაცავად ბეტონის კედლები ააგეს. ამ ფონზე საფრანგეთში ჩატარებული რეგიონული არჩევნების შედეგები ლოგიკურად ასახავს ევროპის საერთო განწყობას.

1 COMMENT

  1. ნაციონალური ფორუმი,ანუ ეროვნული ფორუმი რომელმაც აჩვენა ფრანგ ხალხს, რომ უნდა დაიცვას ეროვნული ინტერესები, თუ არსებობის შენარჩუნება სურს, მსოფლიო უნდა მოვიდეს ჭკუაზე, თორემ დაღუპვა გარდაუალია. საქართველოს ევალება ეროვნული გზით წასვლა, ილიას გზით, რაც დაადგინა ეროვნულმა ყრილობამ. ნუ იქნებით სირაქლემები , ყური დაუგდეთ დროის მოთხოვნას .ნეიტრალიტეტი,არის ჩვენი გადარჩენის გზა. უნდა შევცვალოთ ეს კაპიტალისტური სისტემა, მოხდეს ნაციონალზაცია ეროვნული სიმდიდრის სახელმწიფოს ხელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here