აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური რეკომენდაცია გამოაქვეყნა იმ ამერიკელებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან.
რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ ისეთი ექსტრემისტული დაჯგუფებები, როგორიცაა “ისლამური სახელმწიფო”, “ალ ქაიდა”, “ბოკო ჰარამი” სხვადასხვა რეგიონში თავდასხმებს გეგმავენ. ამერიკელებს მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ საჯარო თავშეყრის ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებებში. გაფრთხილება მომავალი წლის 24 თებერვლამდე იქნება ძალაში
ბოლოს მსგავსი გაფრთხილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2014 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, როდესაც ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში თავდასხმების სერია განხორციელდა.