სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს.
ბორჩაშვილი საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააპატიმრეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს.
დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.