Home რუბრიკები პოლიტიკა ნატოს ყოფილმა სარდალმა ალიანსს რუსეთთან გაერთიანებისკენ მოუწოდა

ნატოს ყოფილმა სარდალმა ალიანსს რუსეთთან გაერთიანებისკენ მოუწოდა

582

ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ჯარების ყოფილმა სარდალმა, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა ნატოს რუსეთთან გაერთიანებისკენ მოუწოდა ტერორიზმთან საბრძოლველად.

სტავრიდისის აზრით, 13 ნოემბერს პარიზში მოწყობილი ტერაქტები მიუთითებს იმაზე, რომ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო კოალიცია და ამ კოალიციამ აუცილებლად რუსეთთან ერთად უნდა იმოქმედოს.

“ნატომ უნდა აჩვენოს, რომ აშენებს “ღია კოალიციას”, ისეთს, რომელშიც შევლენ არა მხოლოდ ტრადიციული მოკავშირეების ჯარები, არამედ რუსეთიც, რომელსაც საკმარისი მოტივაცია აქვს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად”, _ განუცხადა ნატოს ყოფილმა სარდალმა გამოცემა Foreign Policy-ის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here