საფრანგეთმა გადაიტანა ის, რაც სირიაში, ბოლო 5 წელიწადია, ხდება, _ ასე გამოეხმაურა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ–ასადი პარიზში განხორციელებულ სისხლიან ტერაქტებს.
როგორც ფრანგული გამოცემა “ევროპა 1” იტყობინება, ეს განცხადება ასადმა სირიაში ჩასულ ფრანგ დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა და მათ პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო მწუხარება გამოუცხადა.