Home რუბრიკები პოლიტიკა ვლადიმერ პუტინი: ტერორისტებს, რომლებმაც თვითმფრინავი ააფეთქეს, პლანეტის ნებისმიერ წერტილში მოვძებნით და დავსჯით

ვლადიმერ პუტინი: ტერორისტებს, რომლებმაც თვითმფრინავი ააფეთქეს, პლანეტის ნებისმიერ წერტილში მოვძებნით და დავსჯით

561

გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსული ლაინერის _ A321-ის კატასტროფის მიზეზი ტერორისტული აქტი იყო. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დამნაშავეებს, სადაც უნდა იყვნენ ისინი, აუცილებლად მოძებნიან და დასჯიან.

“_ რუსეთი პლანეტის ნებისმიერ წერტილში აუცილებლად მოძებნის და დასჯის ტერორისტებს, რომლებმაც ავიალაინერი ააფეთქეს, _ განაცხადა რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების გამოძიების შედეგების გაცნობისას”, _ იუწყება კრემლის ვებგვერდი.

ჰაერში აფრენისას საჰაერო ხომალდის ბორტზე ამუშავდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე იყო 1 კგ ტროტილის ეკვივალენტი, შედეგად თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა, რაზეც თვითმფრინავის ფიუზელაჟის გაფანტული ნაწილები მიუთითებს”, _ განაცხადა თათბირზე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის რეაქცია მყისიერი იყო: ტერორისტები უნდა მოვძებნოთ, სადაც უნდა იყვნენ, და დავსაჯოთ.

“ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ დანაშაულის ხანდაზმულობის გაუთვალისწინებლად, უნდა ვიცოდეთ თითოეულის გვარი და სახელი. ვეძებოთ ისინი ყველგან, სადაც უნდა იმალებოდნენ. ჩვენ მათ პლანეტის ნებისმიერ წერტილში მოვძებნით და დავსჯით”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here