ის, რაც კარგია ამერიკისთვის, კარგია მსოფლიოსთვისაც _ ამ სენტენციის მართებულობაში დარწმუნებული იყვნენ აშშ–ის პრეზიდენტები და გამონაკლისი არც ბარაკ ობამაა. ამერიკელი ერის განსაკუთრებულობაში არც ბარაკს ეპარება ეჭვი და, აქედან გამომდინარე, მსოფლიოში “ამერიკული დემოკრატიის” ექსპორტის (სადაც საჭიროა, ცეცხლითა და მახვილითაც) განსაკუთრებული მისიაც დაიკისრა.
პარიზში 13 ნოემბერს მომხდარმა ფაქტმა მსოფლიო შეძრა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ევროპა არა მხოლოდ შეაძრწუნა პარიზის ტერაქტმა, არამედ სერიოზულად ჩააფიქრა… რაც არის კიდეც წინამდებარე წერილის მთავარი თემა, მაგრამ მანამდე მცირე ისტორიული ექსკურსი, რათა უკეთ გავერკვიოთ, რატომ მოხდა ეს საშინელება, და მთავარი _ რა მოხდება ხვალ, თუ საჭირო დასკვნებს არ გააკეთებს არა მხოლოდ ევროპა, არამედ კაცობრიობა…
აშშ, რომელიც მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრდა გეოპოლიტიკაში, ნელ–ნელა იქცა დასავლეთის “თავისუფალი სამყაროს”, გნებავთ, “დემოკრატიის” მთავარ მედროშედ, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ _ ჯერ ნახევარი ევროპის, ხოლო სსრკ–ის დაშლის შემდეგ მსოფლიოს ჟანდარმად. მას შემდეგ, აგერ მეოთხედი საუკუნეა, დანარჩენ მსოფლიოს გვასწავლიან, როგორ უნდა ვიცხოვროთ…
თვითონ უმეტესად უღმერთონი ან უკეთეს შემთხვევაში, სექტანტი მწვალებლები და მხოლოდ “კუჭის ფილოსოფიით” მცხოვრებნი (ანუ ჩემ შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა) მათ მიერ დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები მიგვანიშნებენ, რა უნდა გვძულდეს და რა გვიყვარდეს.
ერთი სიტყვით, გვიქადაგებენ, რომ მხოლოდ მამონაა ღმერთი ჭეშმარიტი და დოლარია მოციქული მისი. და თუ გრანტიყლაპია “ასო”-ების გარჯამ უნაყოფოდ ჩაიარა და მაინც არ იწამე მათი ღმერთი, მაშინ ან “ფერად რევოლუციას” მოგიწყობენ, ანდა უხეში სამხედრო ძალით შემოგივარდებიან სახლში და დაგიმყარებენ “მამონას დემოკრატიას” ისე, როგორც ავღანეთში, ერაყში, სერბეთში, ლიბიაში, ეგვიპტეში, ტუნისში, სირიაში, უკრაინაში და ა.შ. დაამყარეს “დემოკრატიული სამოთხე”…
თუმცა რაღა შორს მივდივართ, მართალია, ჯერ არ დაუბომბივართ, მაგრამ ჩვენთან, საქართველოშიც, ანალოგიური ვითარება არ არის?!
სააკაშვილის რეჟიმში აღზრდილი ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი განა “კუჭის ფილოსოფიის” მონები არ არიან?! ილიასეული “მამული, ენა, სარწმუნოება” განა ფეხებზე არ ჰკიდიათ?!
სამწუხაროდ, მარკ ტვენის, ჯეკ ლონდონის, ო’ჰენრის, ერთი სიტყვით, კეთილშობილი რაინდების, “კოვბოების” რომანტიული ამერიკა, დიდი ხანია, ისტორიის მოუსავლეთს ჩაბარდა და მისი ადგილი ლგბტ–პედერასტების ამერიკამ დაიკავა.
ეს ისე, მცირე ლირიკული ჩანართი…
ახლა აშშ-ის მოკავშირე (წაიკითხე _ მონა) ევროკავშირის ჯერი დადგა, რომელმაც თავისი სუვერენიტეტის უმეტესი ნაწილი ნებაყოფლობით გადასცა აშშ-ს, რომლისგანაც სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიები მიიღო, მაგრამ…
სწორედ ამერიკული დემოკრატიის ექსპორტის შედეგია, რომ ევროპას მილიონობით ლტოლვილი მიაწყდა ე.წ. არაბული გაზაფხულის ქვეყნებიდან… ამის გამო განაცხადა ა.წ. 29 სექტემბერს გაეროს საიუბილეო ასამბლეის მაღალი ტრიბუნიდან რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის (წაიკითხე _ აშშ) მისამართით _ “ვი ხოტ ზნაეტე, ჩტო ნატვარილი?!”, რაც პირდაპირი თარგმანით უწყინარ _ “იცით კი, რა ჩაიდინეთ?”-ს ნიშნავს, მაგრამ კონტექსტის გათვალისწინებით, შინაარსობრივად, უკაცრავად და, უფრო ჰგავს _ “რა ბებიათქვენის მიირთვით?!”
ასე იყო თუ ისე, ვლადიმერ პუტინმა მისთვის ჩვეული პირდაპირობით თქვა სათქმელი და ისე, რომ პასუხსაც არ დაელოდა, მეორე დღესვე შეუდგა სირიაში ამერიკელთა “ნატვარილის” გამოსწორებას და ბოლო ორ თვეში რუსეთის ავია-კოსმოსურმა ძალებმა ისეთი ძალისა და სიზუსტის დარტყმები მიაყენეს ისლამურ ხალიფატს, როგორიც აშშ-მა 2 წლის განმავლობაში “ვერ მოახერხა” _ დიახ, წინწკლებში, რადგან “ისლამური სახელმწიფო”, ისევე როგორც “ალ ქაიდა” და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები, ერაყში აშშ–ის შეჭრის შედეგად შეიქმნა და დღეს ამ “ისლამურ სახელმწიფოს” ვითომ პენტაგონის ხელით ებრძვის აშშ, სინამდვილეში სპეცსამსახურების ხელით აფინანსებს და აძლიერებს, რათა ეს ტერორისტული ძალა ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკაში დაბრუნებულ რუსეთს დაუპირისპიროს. აშშ-ის კონტროლიდან ასეთი ძალების გამოსვლის მაგალითები, თუნდაც იმავე “ალ ქაიდასა” და ბინ ლადენის სახით, უკვე ვნახეთ და გამონაკლისი არც “ისლამური სახელმწიფო” აღმოჩნდა…
ჰოდა, აი შედეგიც: ა.წ. იანვარში ალაჰის მოციქულ მუჰამედზე უხამსი კარიკატურების ავტორი “შარლი ებდოს” რედაქცია დახვრიტეს, რასაც ევროპამ იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოეხადათ ისლამური სამყაროსთვის, აქაოდა, ე.წ. გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ დაგვიშლისო, ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა, ფრანსუა ოლანდისა და ანგელა მერკელის მეთაურობით, ელისეს მინდვრები დემონსტრაციულად ჩაიარეს სკანდირებით _ “მე შარლი ვარ”… პარიზის ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.
თუმცა ტერორისტული აქტი უწოდო იმას, რაც 13 ნოემბერს პარიზში მოხდა, ნიშნავს, რომ არაფერი თქვა, რადგან ეს უკვე ნამდვილი ომის დასაწყისია უსასტიკეს “ისლამურ სახელმწიფოსა” და ცივილიზებულ სამყაროს შორის.
ამის გამო ანტალიაში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტმა ბარაკ ობამას უკვე მერამდენედ შესთავაზა “ისლამური სახელმწიფოსა” და, ზოგადად, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმის წინააღმდეგ შექმნილი კოალიციის მსგავსად, ერთიანი კოალიციის შექმნა, მაგრამ კვლავ უარი მიიღო, რადგან აშშ-ს, “ისლამური სახელმწიფო” კი არა, რუსეთის წარმატებები ადარდებს სირიაში, რომელთა წყალობით ვლადიმერ პუტინი სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს აშშ-ის მოკავშირე ევროპის ქვეყნებშიც კი.
უნდა ითქვას, რომ გასული საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, აშშ–ის უპირველესი მიზანი რუსეთის სახელმწიფოს დაშლა–დაქუცმაცება და პოლიტიკური რუკიდან წაშლა არის.
მეფის რუსეთი არ მოსწონდათ და ამიტომაც მოუწყვეს პირველ მსოფლიო ომში პრაქტიკულად გამარჯვებულ რუსეთის მართლმადიდებლურ მონარქიას ჯერ 1917 წლის თებერვლის რევოლუცია და შემდეგ, იმავე წელს, ბოლშევიკური გადატრიალება, რომელშიც, სხვებთან ერთად, აშშ–ის უოლსტრიტმაც დაიდო წილი. და თითქოს მიაღწიეს კიდეც მიზანს _ მართლმადიდებელი მონარქია დაემხო, მაგრამ დიდმა სტალინმა, რომ იტყვიან, ფერფლიდან აღადგინა ქვეყანა და ცარისტულ რუსეთზე გაცილებით მძლავრი წითელი იმპერია შექმნა.
ჰიტლერული გერმანიაც მასონური ძალების მიერ იყო შექმნილი, ამჯერად ბოლშევიკური რუსეთის დასამხობად, მაგრამ, “ისლამური სახელმწიფოსი” არ იყოს, ფაშისტური გერმანიაც გამოვიდა შემქმნელთა კონტროლიდან და, ევროპის დაპყრობის შემდეგ, როდესაც თავის შემქმნელებს მიადგა ჩასაყლაპავად, მაშინ მოვიდნენ გონს ბრიტანეთი და აშშ, _ ეს რა “ნატვარილიო” და ისევ სტალინს მიადგნენ, _ არიქა, ერთად დავამარცხოთ ფაშიზმიო.
სსრკ–ის დაშლის შემდეგ, აგერ მეოთხედი საუკუნეა, დაუსჯელად პარპაშებდა აშშ–ის იმპერია, მაგრამ განგებამ რუსეთს ამჯერად ვლადიმერ პუტინი მოუვლინა მხსნელად და ეს უკვე მერამდენედ აშშ–ს “კოვზი ნაცარში ჩაუვარდა” _ რუსეთი ძლევამოსილად დაბრუნდა დიდ პოლიტიკაში.
ამერიკული ცინიკური ანდაზაა: კარგი ინდიელი _ მკვდარი ინდიელიო. და, აქედან გამომდინარე, ამერიკელებისთვის კარგი რუსეთი დაშლილ-დაქუცმაცებული რუსეთია, მაგრამ არ იქნა ამ ამერიკული ოცნების ახდენა.
დავუბრუნდეთ ევროპას და, კერძოდ, პარიზს.
როგორც ერთმა პოლიტოლოგმა ამ დღეებში შენიშნა, ევროპა, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პრაქტიკულად აღარ არსებობს და ის მხოლოდ ამერიკელთა ხუშტურების აღმსრულებელი ობიექტია.
თუმცა იყო ერთი მცდელობა აშშ-ის დიქტატიდან გამოსვლისა, როდესაც გენერალმა შარლ დე გოლმა ამერიკის სანაპიროს დოლარებით დატვირთული 2 გემი მიაყენა და, როგორც ბანკნოტებზე იყო აღნიშნული, დოლარების გარანტირება ძვირფასი მეტალის სახით მოითხოვა. და მიიღო კიდეც ტონობით ოქრო საფრანგეთის ხაზინამ.
ამის შემდეგ გაქრა დოლარის მწვანე ბანკნოტებზე გარანტიის წარწერა…
შემდეგ იყო და, დე გოლმა ანტისტალინური ისტერიით მოცულ მოსკოვში ვიზიტისას ლეონიდ ბრეჟნევს კატეგორიულად მოსთხოვა სტალინის საფლავთან მიყვანა. მან ყვავილებით შეამკო ფაშიზმის დამმარცხებელი გენერალისიმუსის საფლავი. შემდეგ, როდესაც კოსმოდრომ ბაიკონურის დათვალიერებისას რუკა უჩვენეს, რომელზეც სხვა დედაქალაქებთან ერთად, საფრანგეთის დედაქალაქზეც იყო დამიზნებული საბჭოთა ბირთვული რაკეტები, პარიზში დაბრუნებულმა დე გოლმა საფრანგეთი ნატოს სამხედრო ბლოკიდან გამოიყვანა.
ეს კი აღარ აპატიეს დიდ ფრანგს ამერიკელებმა და ე.წ. სტუდენტური ბუნტი მოუწყვეს საფრანგეთის გადამრჩენელ გენერალს, რომელიც გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან და თანამემამულეთაგან შეურაცხყოფილი მალე საკუთარ მამულში გარდაიცვალა.
პარიზზე ტერორისტულმა შეტევამ ლგბტ-პედერასტების დამცველი პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის რეიტინგი მნიშვნელოვნად დასცა, შესაბამისად, მარინ ლე პენის რეიტინგმა ისე აიწია, რომ მისი პრეზიდენტობა მომავალ არჩევნებში თითქმის უეჭველია. ეს კი ფრანგული სირცხვილის _ ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებების _ დასასრულს, ემიგრანტების “უპრაგონოდ” მიღების აკრძალვას, ამერიკის ვასალობიდან გამოსვლასა და რუსეთთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას ნიშნავს.
პარიზის ტერაქტი ევროკავშირის სხვა ქვეყნების ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური, კონსერვატიული ძალების გაძლიერებასაც გამოიწვევს და ვინ იცის, ბებერ ევროპას იქნებ გაახსენდეს, რომ ნამდვილი ევროპული ღირებულებები ქრისტიანულ მორალზე აღმოცენებული კულტურა და ტრადიციული ცხოვრების წესია და არა ლგბტ-პედერასტია.
ჰოდა, გაუმარჯოს ასეთ ევროპას!
დავით მხეიძე
agashena gmertma …gmertma gisminos
შეიძლება მასში იყოს რაღაც საკამათოც, მაგრამ ძალიან, ძალიან კარგი სტატიაა!