Home რუბრიკები პოლიტიკა ავგიას თავლა გასაწმენდია

ავგიას თავლა გასაწმენდია

1136

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოებას აბინძურებს

ყოფილი პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ყოფნისას განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოებას აბინძურებს და ერთ-ერთ ასეთ ადამიანად ეკა გიგაური დაასახელა.

“არასამთავრობოთა დიდი ნაწილი, გიგაურის ხელმძღვანელობით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციიდან წარმოგვიდგა და ახლა, როგორც იქნა, პოლიტიკაში თავის რეალურ სახეს გვაჩვენებს, “ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელებაა. საუბედუროდ, ისინი ძალიან აბინძურებენ სამოქალაქო საზოგადოებას. დანარჩენი ნაწილიც, სამოქალაქო საზოგადოებას რომ უწოდებს თავს და, რეალურად, “ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურის ნაწილია, კარგი იქნება, თუ თვითონაც დაარქმევს თავის თავს ნამდვილ სახელს, როგორც გიგაურმა, როგორც იქნა, გადაწყვიტა”, _ განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, რითაც არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის მიერ ფარულ მოსმენებზე საკონსტიტუციო სარჩელის მომზადების თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here