აზერბაიჯანში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის “ახალმა აზერბაიჯანმა” 125-ადგილიან პარლამენტში 70 ადგილი მოიპოვა.
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ყველა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ და მთავრობა ოპონენტების დევნაში დაადანაშაულა. როგორც პარტია “მუსავატის” ლიდერმა არიფ გაჯილიმ სააგენტო “როიტერს” განუცხადა, პარტიამ არჩევნებში მონაწილეობაზე იმის გამო თქვა უარი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში უამრავი დარღვევა გამოვლინდა.