Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთმა ნატოს ქოლგა კასპიის ზღვიდან გახვრიტა

რუსეთმა ნატოს ქოლგა კასპიის ზღვიდან გახვრიტა

657

საქართველოში სექტემბერს ენკენისთვესაც უწოდებდნენეს არის ბარაქიანი შემდგომის დასაწყისი _ რთვლის, ქორწილების, ერთი სიტყვით, ლხინის, ქეიფების ჟამი, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით მსოფლიოს უახლეს ისტორიაზეთუ არ ჩავთვლით პირველ მსოფლიო ომს, რომლის დასაწყისადაც 1914 წლის 28 ივლისი ითვლება, როდესაც ავსტრიამ ომი გამოუცხადა სერბეთს (თუმცა მსოფლიო ომი სრული ინტენსივობით სწორედ იმავე წლის სექტემბერში გაჩაღდა), ომს, რომლმაც 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რომლის დამთავრების შემდეგ გამარჯვებულებმა პირველად დაამყარეს .. მსოფლიოს ახალი წესრიგი.

ყველა მომდევნო ფაქტი, რომელთა შემდეგ თუ შედეგად მსოფლიო ის აღარ იყო, რაც მანამდე, სწორედ სექტემბერში დაიწყო _ მოკლედ, სექტემბერი საბედისწერო თვედ ექცა XX-XXI საუკუნეების მსოფლიოს…

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისად 1939 წლის 1 სექტემბერი ითვლება, როდესაც ჰიტლერულმა გერმანიამ პოლონეთის საზღვარი გადალახა. ამ ომმა 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

გამარჯვებულთა კოალიციამ (რომლის მთავარი ფიგურა ქართველი (!) გენერალისიმუსი სტალინი იყო) ამჯერადაც ე.წ. მსოფლიოს ახალი წესრიგი დაამყარა ევროპის ქვეყნების საზღვრების მიჭრა-მოჭრით…

გამარჯვებულები (სსრკ, აშშ, ბრიტანეთი) იმაზეც შეთანხმდნენ, რომ ახალი ომის თავიდან ასაცილებლად აღარასდროს შეიცვლებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დადგენილი სახელმწიფოთაშორისი სასაზღვრო-სადემარკაციო ხაზები.

1920 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილმა ე.წ. ერთა ლიგამ, რომელიც პოლიტიკურად ცვედანი აღმოჩნდა, რადგან ვერ შეძლო მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილება, სსრკ-ის ინიციატივით, ჯერ მოსკოვის 1943 წლის 30 ოქტომბრის კონფერენციაზე დაიწყო მსჯელობა-კონსულტაციები ერთა ლიგის შემცვლელი ორგანიზაციის წესდება-უფლებებზე; შემდეგ, 1945 წლის თებერვალში, იალტის ე.წ. დიდი სამეულის (სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი) შეხვედრაზე, მხოლოდ ინიციატივით კი არა, სავარაუდოდ, სტალინის დიქტატითაც (რადგან ამ მომენტში წითელი არმია უკვე ბერლინს უტევდა) ახალი ორგანიზაციის _ გაეროს _ წესდებაც შეიმუშავეს და მისი უფლება-მოვალეობებიც განსაზღვრეს.

იმავე წლის 26 ივნისის სან ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ მოაწერა ხელი გაეროს წესდებას, რომელიც ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს და მას შემდეგ 24 ოქტომბერს აღინიშნება გაეროს დღე.

თუმცა სტალინისგუშინდელმა მოკავშირემუინსტონ ჩერჩილმა 1956 წლის 5 მარტს მისურის შტატის პატარა ქალაქ ფულტონში წარმოთქმული სიტყვით სათავე დაუდო .. ცივ ომს დასავლეთსა (წაიკითხე _ აშშ) და სსრკ შორის.

მიუხედავად ამისა, გაერო წარმატებით ასრულებდა მთავარ ამოცანას _ ლოკალური კონფლიქტების, თუნდაც ომების მიუხედავად, თუ არ ჩავთვლით ე.წ. კარიბის კრიზისს, მსოფლიო რეალურად არასოდეს დამდგარა გლობალური, მესამე მსოფლიო ომის, ამჯერად ბირთვული ომის საფრთხის წინაშე, თუნდაც “ბოროტების იმპერიის” _ სსრკ-ის არსებობის პერიოდში.

 უბედურება პოსტსაბჭოთა სივრცეში სწორედბოროტების იმპერიისდაშლით დაიწყო _ სისხლი და ცრემლი, ეთნორელიგიური კონფლიქტები, კრიმინალთა თარეში, მკვლელობები, ადამიანთა გატაცებები, სამოქალაქო ომებით გამოწვეული არნახული მაშტაბების მიგრაცია და ..

ასეთი რაღაცები “ბოროტების იმპერიაში” შესაძლებელი იყო?

სწორედ ამიტომ უწოდა ვლადიმერ პუტინმა სსრკ-ის დაშლას XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა და არა იმიტომ, რომ, ზოგიერთი შინაური თუ გარეშე ტვინგაცხელებულის აზრით, ვლადიმერ პუტინს სსრკ-ის აღდგენა სურს…

რუსეთის პრეზიდენტი ბრიყვი არ არის, რომ ასეთი უტოპია მიზნად დაისახოს…

ყველაფერი ამერიკულიკეთილი იმპერიისბრალია, რომელმაც სსრკის დაშლის შემდეგ ერთპოლუსიანად გარდაქმნილ მსოფლიოში გაეროც ფეხებზე დაიკიდა და მისი წესდებაც _ აშშ, გაეროს რეზოლუციების გარეშე, აგერ უკვე 25 წელიწადია, ისე ჭრის და კერავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბუმბერაზი პოლიტიკოსების მიერ დადგენილი ევროპული სახელმწიფოების საზღვრებს, ისე ბომბავს და სჯის მისთვის არასასურველი რეჟიმების ქვეყნებს და მათ პრეზიდენტებს, უკაცრავად ამ ჟარგონზე და, როგორიც ხოში აქვს

გავიხსენოთ დაშლილ-დაქუცმაცებული ყოფილი იუგოსლავია, ნატოს ავიაციის მიერ მართლმადიდებელი სერბეთის მიწასთან გასწორება და მისთვის კოსოვოს წართმევა, ჰააგის ტრიბუნალის მიერ სერბეთის პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის გასამართლება და ჰააგის ციხეში “გაურკვეველ” ვითარებაში გარდაცვალება, სასამართლოს გარეშე ჩამომხრჩვალი სადამ ჰუსეინი, “არაბული გაზაფხულის” კონტექსტში ლინჩის წესით გაგლეჯილი მუამარ კადაფი, “მუსლიმთა საძმოს” მიერ მოწყობილი რევოლუციის შედეგად დაპატიმრებული ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, ტუნისიდან გაძევებული პრეზიდენტი ბენ ალი, აშშ-ის მიერ გაწვრთნილ-დაფინანსებული ე.წ. ზომიერი ოპოზიციის (რომლებიც “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან დიდად არ განსხვავდებიან) მიერ განადგურებული სირია და ა.შ.

დღევანდელი დავარცხნილ-მაძღარი ევროპა, რომ ლამის წალეკეს არაბული გაზაფხულების “სამოთხიდან” გაქცეულმა ლტოლვილებმა, ეგეც ამერიკის “კეთილი იმპერიის” მოქმედების შედეგია.

ლამის, რადგან ის ასი ათასები, რომლებიც ევროპას მიაწყდნენ, მალე მილიონებად იქცევიან და ევროპას წალეკავენ კი არა, ქრისტიანულ მორალზე (თუ კიდევ შერჩათ) აგებულ კულტურას, ევროპულ ცივილიზაციას, ალბათ, ისლამიზაცია ელის… თუმცა ისევ სექტემბრის სიმბოლიკას დავუბრუნდეთ…

2001 წლის 11 სექტემბერი უფალმა სასჯელად მოუვლინა ამერიკელ ხალხს, ხალხს, რომლის უმრავლესობისთვის ისევე მიუღებელია აგრესიული ნეოლიბერალიზმი თავისი ერთნაირსქესიანთა ქორწინებებით, როგორც ჩვენთვის _ ქართველებისთვის…

იმ საზარელი ტერაქტის შემდეგ, როგორც მეორე მსოფლიო ომისა და სსრკ-ის დაშლის შემდეგ, მსოფლიო ისეთი აღარ არის, როგორიც იყო 11 სექტემბრის ტერაქტამდე. ტერორი დღეს ლამის ჩვეულებრივი მოვლენაა.

ამერიკის ქმედებების თუ უმოქმედობის შედეგიაალ ქაიდა”, “თალიბანიდაისლამური სახელმწიფოც”.

დიახ, აშშ-ის, რადგან ერთპოლუსიან მსოფლიოში, სადაც მსოფლიოს ჟანდარმის როლს ნატო (იგივე აშშ) ასრულებდა, ავზეც და კარგზეც პასუხისმგებელი სწორედ აშშ იყო და არის…

ამა წლის სექტემბერში შედგა გაეროს საიუბილეო სამიტიც, სადაც სახელმწიფო მეთაურებს ვლადიმერ პუტინმა ე.წ. ერთპოლუსიანი სამყაროს დასასრულის დასაწყისი აუწყა.

იმავე სექტემბერში ვლადიმერ პუტინმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე რუსეთის სენატის ერთსულოვანი თანხმობა მიიღო რუსეთის არმიის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გამოყენებაზე და 30 სექტემბერს პირველი საავიაციო დარტყმა მიაყენაისლამური სახელმწიფოსპოზიციებს.

აშშის უილაჯო პროტესტისა და დასავლური მედიის უნამუსო საინფორმაციო ომის მიუხედავად, ავიადარტყმების ინტენსივობა და ეფექტიანობა ყოველდღიურად მატულობს და, რაც აშშის 60-სუბიექტიანმა კოალიციამ ორი წლის განმავლობაში ცხრაასამდე ავიადარტყმით ვერ (უფრო სწორად _ არ, რადგან ობამას ბაშარ ასადი უფრო ეზიზღება, ვიდრეისლამური სახელმწიფოსტერორისტები) შეძლო, ორ კვირაში გააკეთა რუსულმა ავიაციამ.

“ისლამური სახელმწიფოს” რიგებში პანიკაა და ათასობით დეზერტირმა გაქცევა დაიწყო.

აი, მას შემდეგ, რაც რუსებმა კასპიის ზღვის ფლოტილიის გემებიდან 26 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს და ყველა მიზანში მოხვდა, მსოფლიო აღარ არის ის, რაც ამ რაკეტების გაშვებამდე იყო.

ჩნდება კითხვა: რისთვის დასჭირდათ რუსებს “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციების დაბომბვა კასპიის ზღვიდან, რომელიც სირიიდან 1500 კილომეტრით არის დაშორებული, როცა იმავეს გაკეთება და გაცილებით იაფადაც (თითოეული ფრთოსანი რაკეტა რამდენიმე მილიონი ღირს) სირიის ტერიტორიაზე არსებული ბაზებიდანაც შეეძლოთ?

რისთვის და რუსებმა, ერთი მხრივ, მსოფლიოს დაანახვეს, რომჟანგიანი სამხედრო ტექნიკითთანამედროვე, მაღალტექნოლოგოური ომის წარმოება შეუძლიათ და, მეორე მხრივ, ნატოს ქოლგის ქვეშ უკვე შემძვრალი, ანტირუსული ისტერიის ფლაგმანი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (პოლონეთი და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები) გააფრთხილეს, ნატოს ქოლგის დიდი იმედი ნუ გექნებათო, რადგან კასპიის ზღვიდან რუსეთის 26 ფრთოსანი რაკეტის გაშვებამ ნატოს ქოლგაში 26 ხვრელი გააჩინა.

ეს გაფრთხილება ნატოს წევრობის მსურველ საქართველოსაც ეხება _ წამში 240 მეტრი სიჩქარის რაკეტა, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანაც შეუძლია, ზღვაზე 20 მეტრის, ხოლო ხმელეთზე 50 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავს, ანუ ვერანაირი რადარი, თუნდაც ამერიკული, ვერ ამჩნევს და ტყუილად იღვწოდა ჯერ ირაკლი ალასანია და ახლა თინა ხიდაშელი ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსების განთავსებისთვის საქართველოში, რადგან, ღმერთმა ნუ ქნას და, თუ რუსეთის ინტერესებმა საქართველოს დაბომბვა მოითხოვა, ამერიკული რადარები ზუსტად ისევე დაგვრჩება ოხრად, როგორც 2008 წლის სამდღიანი ომის შემდეგ ამერიკელების მიერ საქართველოში შემოტანილი შეიარაღების დიდი ნაწილი, რომელიც ნადავლის სახით წაიღო რუსეთმა…

ასე რომ, თინა ხიდაშელი სულ ტყუილად მოგვიწოდებს ქართველებს, რომ რუსებს გმირულად შევაკვდეთ. ის ხიდაშელი, რომლის ქმარი, პარლამენტის სპიკერი, საჯაროდ აცხადებს, რომ შვილებს პატრიოტებად არ ზრდის.

ხიდაშელუსუფაშვილებმაც და სხვებმაც რუსებს ჯერ თავიანთი შვილები შეაკლან, რომლებიც უცხოეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში ჰყავთ გადამალულები და მერე შეგვახსენონსჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა”.

ამ დღეებში კიდევ ერთი “იმედიანი” ცნობა გავრცელდა ქართულ მედიაში: 7 წლის ზოზინის შემდეგ ჰააგის სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება დაიწყოო. სიხარულით აჭყლოპინდნენ ჩვენი ტუტუცი პოლიტიკოსები და არასამთავრობოები, _ არიქა, ჰააგა საქართველოს ვერაფერში დასდებს ბრალს და ჰააგის ციხეში, როგორც ომის გამჩაღებლები, ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი აღმოჩნდებიანო…

ავოეეე! _ მეტს ვერაფერს ვიტყვი ასეთ სისულელეზე. ამათ ვლადიმერ პუტინი მილოშევიჩში ხომ არ აერიათ?!

რუსეთის პრეზიდენტი, დასავლეთისვე გამოკვლევებით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პრეზიდენტია და რუსეთის ბრძოლას “ისლამურ სახელმწიფოსთან” სულ უფრო მეტი დასავლელი პოლიტიკოსი უჭერს მხარს, ხოლო ლგბტთემის დიქტატის ქვეშ მგმინავი დასავლეთის უბრალო მოსახლეობაში პუტინის პოპულარობა, როგორც ლგბტღირებულებებთანმებრძოლი ლამის ერთადერთი პოლიტიკური ლიდერისა, სულ უფრო მატულობს.

ასე რომ, ჩვენს ხელისუფლებას (“ნაცებ-ქოცების” სიმბიოზს) ურჩევნია, აბსურდული მოლოდინების ტყვეობიდან გამოვიდეს და რუსეთთან, როგორც დიდ პოლიტიკაში კასპიის ტრიუმფით დაბრუნებულ ზესახელმწიფოსთან, ურთიერთობები კი არ “დაალაგოს”, არამედ, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის პარალელურად, მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირი დაამყაროს, რომელიც უთუოდ გადაიზრდება სტრატეგიულ პარტნიორობაში.

სწორედ ასე გადავრჩებით ფიზიკურად და, რაც მთავარია, მენტალურად, თორემ თინა ხიდაშელისიუბკისქვეშ დამალულიპულემიოტისიმედად ჩვენი მტერი იყოს, ქართველებო!

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ტექსტი კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაოო, მე მიყვარს ჩემი სამშობლო და მისი მომავლისათვის მხოლოდ და მხოლოდ სწორი ნაბიჟების გადადგმას ვისურვებდი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერიისაგან დიდი შვება ვერასოდეს ვერ ვიწვივნეთ, მაინც ჯერ არა ვართ მზად იმისათვის, რომ მათ კეთილ მეზობლობაზე ხელი ავიღოთ. ალტერნატივა არ გვაქვს, უნდა ავირჩიოთ უარესიდან შედარებით \\\”უკეთესი\\\” დღევანდელი ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ყოვლად დაუშვებელია. რესპუბლიკელები ნაცებთან ერთად ასალაგმავია. ალასანიას ბანდა კი მათზე მისაყოლებელი. SOS დროულად გვჭირდება ეროვნული სულის მატარებელი ახალი ძალა, რომელიც ქვეყანას სწორ გზაზე გაიყვანს. ერთად ვეძიოოთ ეს ძალა, ამის პოტენციალი ჩვენს ქვეყანაში არსებობს, საჭიროა ლიდერი………..

  2. სამწუხაროდ ბატონო დავით რუსეთმა თითიც კი ვერ გაანძრია იგივე იუგოსლავიის და შესაბამისად მილოშევიჩის, ასევე ლიბიისა და მოამარ კადაფის დასცავად! მგონი სწორედ შშ-ს შიშით!

  3. ყველაფერი სწორი წერია . არჩილ ხოფერია! თუ აქმდე არ იცით იმ დროს რუსეთმა რატო ვერ გაანძრია ხელი მაგის ახსნას ბევრი წერა სჭირდება და მაინც ვერაფერს ვეღარ გაიგებთ.

  4. ზემოდ ხსენებული ორი ზესახემწიფოდან რომლის კლანჭებში მოვექცევით მნიშვნელობა არა აქვს, შედეგი ერთი იქნება- ორივე შეგვჭამს.ორივე სახემწიფო დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნით, ხოდა ეს ინტერესები ისე უნდა ვარეგულიროდ, რომ ორივე გვიცავდეს და პირიქით არ გვგლეჯდეს.ამ ყველაფერს კი გონიერება ჭირდება, რისი ნაკლულობაც არის დღეს მთავრობაში და საერთოდ პოლიტიკურ ელიტაში.მაგრამ მაინც გვყავს ასეთი მოაზროვნეები და ისინი სანთლით უნდა დავძებნოთ და მოვუყაროთ თავი მთავრობაში.ამის გასაკეთებლად ჩვენ არ უნდა ველოდებოდეთ მხოლოდ პარტიების შემოთავაზებულ დაპირებებს არამედ უნდა ვაყენებდეთ ჩვენს მოთხოვნებსაც! და სწორედ ასეთი მოთხოვნა უნდა იყოს ის, რომ გამარჯვებულმა პარტიამ ეროვნული ხალხი ისე უნდა ამოარჩიოს ყველა პარტიიდან, როგორც მეცხვარემ თავისი ცხვარი. აი ასე მივახწევთ მიზანს და შევქმნით ეროვნულ მთავრობას. ერთეულები ვერაფერს მიაღწევენ, ყველას ცალ-ცალკე გააქრობენ, როგორც დღემდე იყო.

  5. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სტატიაა !!! ამაზე დროა მშვიდი და სერიოზული სჯა ბაასი დაიწყოს !

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here