“ფერადი რევოლუციების” სულისჩამდგმელი, მილიარდერი ჯორჯ სოროსი ევროპისგან მოითხოვს, “პასუხისმგებლობა დაიკისროს” მუსლიმანთა მასობრივ შემოტევაზე”, _ წერს გამოცემა Prisonlanet.com.
ვებგვერდ Project Syndicate -ზე, აგრეთვე, პროპაგანდისტული ფორუმის _ Open Society -ის ფურცლებზე სოროსი წერს, რომ ევროკავშირი ვალდებულია, ყოველწლიურად მიიღოს მილიონი მუსლიმანი მიგრანტი და პირველ ორ წელიწადში თითოეულს დაახარჯოს 16 ათასი დოლარი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, განათლებისა და სამედიცინო მომსახურების მისაღებად, ჯამში კი, 17 მლრდ დოლარი.
სოროსის აზრით, მუსლიმან მიგრანტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი. მათგან ბევრი ამჟამად გერმანიასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ირჩევს, სადაც უკეთესი სოციალური პირობებია.
“ევროსტატის” მონაცემებით, მიგრანტთა 60% ახალგაზრდა მამაკაცია, 26% _ ბავშვი და 18% _ ქალი.