Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკული დემოკრატიის “ბოტასი” სააკაშვილს უჭერს

ამერიკული დემოკრატიის “ბოტასი” სააკაშვილს უჭერს

2308

ჯერ იყო და, 2012-ში, ახალმოგებული არჩევნების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა აგვაგდო ნამუსზე, _ “ნაციონალური მოძრაობისგადარჩენა ჩვენი მთავარი მისიაა, რადგან ამით ქართული დემოკრატია გადარჩებაო. მოგვიანებით, მისმა მეორე ნახევარმა უტიფრად შემოგვტენა, _ კოაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაგვავალაო.

მას შემდეგ, 3 წელიწადია, “ნაციონალური მოძრაობის” გადარჩენით არის დაკავებული ამ ქვეყანაში ყველა ადგილობრივი თუ უცხოელი “მოლიბერალო” პოლიტიკოსი და ამ მანიაკთა ბანდის არც გადარჩენას დაადგა საშველი და არც საბოლოო განადგურებას…

როგორც ჩანს, კუ და მორიელის იგავისა არ იყოს, “ნაციონალებმა”, ცოტა სული რომ მოითქვეს და მოძლიერდნენ, თავისი “გადამრჩენი” პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და სხვა “რესპუბლიკელები” ისე მწარედ დაგესლეს, რომ ბოლო ხანს, მათი ჭაჭანებაც კი აღარ არის “ნაციონალთა” და, შესაბამისად, ქართული დემოკრატიის “გადარჩენის” კუთხით…

სამაგიეროდ, “ნაცებს” სხვა “მაშველები” გამოუჩნდათ _ ირაკლი ალასანია, შალვა ნათელაშვილი, ირინა სარიშვილი.

ესსამი მუშკეტერიუკვე ისეთი შემართებითა და მონდომებით იცავსნაციონალური მოძრაობისადა მათი ჯიბის ტელევიზიის _ “რუსთავი 2”-ის პოზიციებს, რომ, მგონი, მიშა სააკაშვილიც კი გაკვირვებულია, _ ეს რა მაგარიმაშველებიმყოლიაო?!

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთი “მაშველები” ანაზღაურებისა და დაფინანსების გარეშე არ გამოხტებიან ხოლმე… მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ ისინი ახლა სწორედ იმას შველიან, ვისაც უახლოეს წარსულში მონდომებით ლანძღავდნენ და “პოლიტიკურ მოუსავლეთში” გასტუმრებას ექადნებოდნენ…

ფული კი, ყველას მოგეხსენებათ, საიდანაც მოდის ხოლმე. აკი, თავის დროზე “რუსული ჩექმის” სანაცვლოდ ამერიკული “ბოტასი” სწორედ იმიტომაც შემოგვთავაზეს, აქაოდა, ის უფრო კომფორტულია, კარგად მორგებული და მოდურიცო.

თუმცა ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე ნათლად დაინახა, რომამერიკული დემოკრატიისბოტასმაზოგჯერ შეიძლება ისემოგიჭიროსდა ისეთი კოჟრები გაგიჩინოს, მასთან შედარებით ნებისმიერიჩექმასანატრელი გაგიხდეს

სხვათა შორის, უკვე ისეთი პირი უჩანს, მგონი, ამ ამერიკულმა “ბოტასმა” “ნომერი პირველი მედასავლეთეს” სტატუსით მოსარგებლე მიხეილ სააკაშვილსაც კი მოუჭირა, რადგან ხალხს ამ “ბოტასის” “დემოკრატიულობისა” უკვე ნაკლებად სჯერა.

სწორედ ამ ამბავს უნდა მივაწეროთ ამერიკის მხრიდან სააკაშვილისთვის “მაშველთა” შეთავაზება და უკვე სრული და უპირობო ლუსტრირება _ ვინ ჰყავდათ გადანახული “ნაციონალთა” რეანიმაცის შემთხვევაში “სასწრაფო დახმარებად” ამერიკელებს.

ვნახოთ, შეძლებს თუ ვერა მიშა შეთავაზებული მაშველების დახმარებით “ამერიკული დემოკრატიის “ბოტასის” ისევ მორგებას…

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here