Home რუბრიკები პოლიტიკა შს მინისტრი: დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და, თუ საჭიროა, მთელი სიმკაცრითაც

შს მინისტრი: დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და, თუ საჭიროა, მთელი სიმკაცრითაც

592

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაყოფამ ორივე მიმართულების შემდგომი განვითარებისთვის დამატებითი შესაძლებლობები შექმნა

“პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების გაყოფამ ორივე მიმართულების შემდგომი განვითარებისთვის დამატებითი შესაძლებლობები შექმნა და ჩვენ ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ. ამჟამად ვმუშაობთ პროექტებზე, რომლებმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი რეფორმირება უნდა უზრუნველყოს.

კიდევ უფრო ეფექტიანს გავხდით საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესს, ბოლომდე მივიყვანთ საზღვრის მართვის რეფორმას, კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ საპატრულო პოლიციის ფუნქციონირებას და პოლიციის აკადემიის შესაძლებლობებს. ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც ვაპირებთ, ჩვენი დრო და ენერგია ჩავდოთ. დამნაშავემ პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს და, თუ საჭიროა, მთელი სიმკაცრითაც. ეს აუცილებელია მთელი საზოგადოების, ჩვენი მომავლის უსაფრთხოებისთვის. ამასთანავე, აუცილებელი პირობაა, რომ ეს არ მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე. იმ ტიპის „სიმკაცრე“, რომელიც ნულოვან ტოლერანტობას უკავშირდებოდა, ჩემთვის მიუღებელია, რადგან მას თან ახლდა ადამიანის უფლებების, მათ შორის, სიცოცხლის უფლების, ხელყოფა”, _ განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here