აბა, როგორ ფიქრობთ, რაზე მიანიშნებს ენერგეტიკოს–ფეხბურთელის ეს განცხადება? გულწრფელ მონანიებაზე? დანაშაულის განცდაზე? დიდ წმენდაზე?
არა, თქვენც არ მომიკვდეთ! სანაძლეოს ჩამოვდივარ _ კახა კალაძის ეს პათეტიკური “მონანიება” მხოლოდ არჩევნების მოახლოებას გვაუწყებს და მეტს არაფერს.
ეს რომ ასე არ იყოს, მიპასუხეთ, განა ვინმე უშლის “ოცნების” მთავარ ლიდერებს, რომ თითქოსდა “თავსმოხვეული კოჰაბიტაციის” შედეგები აღმოფხვრან?
როგორ? სრულიად მარტივად _ დღეიდან დაიწყონ თანამდებობებზე დატოვებული და დაწინაურებული “ნაცების” ჩამოშორება საჯარო სამსახურებიდან, რაიონების გამგეობებიდან, პრესსამსახურებიდან…
დაიცა, დაიცა, საიდან, პრესსამსახურებიდან? როგორ, განა ამ ორიოდე თვის წინათ არ იყო კოაბიტაცია დანაშაული?
მაშ, რატომ დანიშნეს “რუსთავი 2”-ის, ანუ “სიცრუის მანქანის” გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე მინისტრის მრჩევლად?
მაშ, როგორ დავუჯეროთ, რომ კოაბიტაციის შედეგად თანამდებობებზე დანიშნულ-დაწინაურებულ “ნაცებს” ბატონი კალაძე საკუთარ კარში გატანილი გოლებივით განიცდის?
აკი, გვახსოვს კიდეც, ყოველი არჩევნების წინ კალაძის იმავე პათოსით გაკეთებული განცხადებები:
“გვენდეთ, ხმა მოგვეცით და ჩვენ ამ არჩევნების მერე კოაბიტაციასაც დავასრულებთ, საჯარო სამსახურებსაც გავწმენდთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და ჩვენს თანამებრძოლებსაც დავაფასებთ და დავასაქმებთ!”
შედეგი? მხოლოდ ის, რომ მოგებული არჩევნების შემდეგ კალაძის “დუხს” ვეღარავინ ხედავს ხოლმე და მას “კოაბიტაციის დანაშაულის მონანიება” მხოლოდ მომდევნო არჩევნების მოახლოებისას ახსენდება.
რით შეიძლება დაგვიმტკიცოს “ოცნებამ” და კალაძემ, რომ ამჟამად არ გვატყუებენო? _ შეიძლება გაიფიქროს ვინმემ…
ამის დასამტკიცებელი მეთოდი დიდი ხნის წინათ არის შემუშავებული ცნობილ რუსულ იუმორისტუილ ნაწარმოებში! აბა, გაიხსენეთ: “უტრომ დენგი? ვეჩერომ სტულია! ვეჩერომ დენგი? უტრომ სტულია!”
ეს ნებისმეირი “პატიოსანი გარიგების” ოქროს წესია და, გამგებს თუ გაგება უნდა, გაიგებს კიდეც!