Home რუბრიკები პოლიტიკა გუბერნატორ სააკაშვილის მარჯვენა ხელი მარია გაიდარი თვითმარქვია აღმოჩნდა

გუბერნატორ სააკაშვილის მარჯვენა ხელი მარია გაიდარი თვითმარქვია აღმოჩნდა

687

დამეთანხმებით, უსიამოვნო განცდა გეუფლება, როდესაც გამოჩენილი ადამიანის შთამომავალი უმსგავსო საქციელით ჩირქს სცხებს თავის სახელოვან წინაპარს. 

 

მაგალითად, თამარ მეფის ასულის _ რუსუდანის მეფობამ და არასახარბიელო ქცევამ დიდება ვერ შეჰმატა ვერც დედამისის სახელს, ვერც სახელმწიფოს სიძლიერეს. იოსებ სტალინის ქალიშვილი სვეტლანაც ზნეობით ვერ დაიკვეხნიდა, ხოლო საბჭოთა ბელადის გარდაცვალების შემდეგ ის მხოლოდ იმით იყოგართული”, რომმემუარებშიცილს სწამებდა თავის მამას.

ეს წარსულში

მაგრამ აგერ, სულ ახლახან, შევიტყვე, რომ გენიალური ქართველი კომპოზიტორის _ რევაზ ლაღიძის ქალიშვილი “თვით” გოკა გაბაშვილის სიდედრია და “ნაცების” მეხოტბე. ამა წლის 17 ივლისმაც სულიერი დისკომფორტი მომართვა “საჩუქრად”; ამ დღეს საქართველოში ძებნილმა, უკრაინაში კი ოდესის გუბერნატორმა სააკაშვილმა გამოჩენილი საბჭოთა საბავშვო მწერლის _ არკადი გაიდარის შვილთაშვილს _ მარიას ვიცეგუბერნატორობა უბოძა. რა გაეწყობა,_ ვინუგეშე თავი,_ ხომ ცნობილია, ბუნება გამოჩენილი ადამიანების შვილებზე ისვენებს-მეთქი.

და, ოი სიხარულო!..

ოდესის ოლქის ახალგამოჩეკილ მაღალჩინოსანზე ძალზე საინტერესო ინფორმაცია მოვიძიე. როგორც პრესა იუწყება, ეს მარია გაიდარი თურმე არ არის არკადი გაიდარის (გოლიკოვის) შვილთაშვილი და, საერთოდ, მისი ნათესავიც კი. აფერა წამოიწყო მარიას ბაბუამ _ თემურმა, რომელიც არ იყო მწერლის ვაჟიშვილი! როდესაც არკადი გაიდარმა ცოლად შეირთო რახილ ლაზარეს ასული სოლომენსკაია, რომელსაც უკვე ჰყავდა სამი წლის ბიჭუნა _ თემური. ბავშვის მამაზე ისტორია დუმს, რადგან ქალბატონ რახილს მასზე არავისთან და არასდროს უსაუბრია. მოკლედ, არკადი გაიდარი გახდა ამ ბავშვის მამინაცვალი, თანაც მოკლე ხნით. ცოლ-ქმარი მალე დასცილდა ერთმანეთს, უფრო ზუსტად, რახილ ლაზარეს ასულმა მიატოვა მწერალი და “გადაბარგდა” შეპეტოვის რაიონის პარტიული ორგანიზაციის თავკაცთან _ იზრაელ მიხეილის ძე რაზინთან, რომელიც 1938 წელს, როგორც კონტრევოლუციური ირგანიზაციის მონაწილე, გაასამართლეს და დახვრიტეს.

მაგრამ დაქვრივებულმა სოლომენსკაიამ მეუღლე დიდხანს არ იგლოვა და მესამედ იქორწინა. ამჯერად მისი, რიგით მესამე, ქმარი გახდა მწვრთნელი ციგურებით სრიალში, შემდგომ სპორტული ჟურნალისტი სამსონ ვოლფის ძე გლაიზერი.

 გავიდა დრო და საზრიანმა ებრაელმა ბიჭმა თემურ სოლომენსკიმ პასპორტის აღებისას გათვალა, რომ სახელოვანი გვარი საკუთარზე მეტად წაადგებოდა ცხოვრებაში და აირჩია მამინაცვალის არა ნამდვილი გვარი _ გოლიკოვი, არამედ ლიტერატურული ფსევდონიმი _ გაიდარი. ცნობილი მწერალი ვერ შეეწინააღმდეგებოდა გერის ასეთ თავხედობას, რადგან არკადი გაიდარი დიდ სამამულო ომში დაიღუპა…

აი, ამ თემურ “გაიდარმა” სათავე დაუდო თვითმარქვია გაიდარების დინასტიას. მოგვიანებით თემურს შეეძინა ვაჟი _ ეგორი, რომელიც თავისთავად გაიდარად ჩაიწერა; ეგორმა თავი ისახელა “დემოკრატიული” რეფორმებით, რომლებმაც ლამის დაასამარა რუსეთის ეკონომიკა. ეგორ თემურის ძეს გაუჩნდა გოგონა _ მარია, რომელსაც, ასევე, საერთო არაფერი აქვს არკადი გაიდართან. აღსანიშნავია, რომ მაშა 22 წლამდე სმირნოვას გვარს ატარებდა ბანალური მიზეზის გამო _ ეგორმა დედამისი მიატოვა, როცა ამჟამინდელი ვიცეგუბერნატორი მხოლოდ სამი წლის იყო. მაშა გაიზარდა და ისევე, როგორც ბაბუამისი, მიხვდა, რომ განთქმული გვარით ცხოვრება უფრო სარფიანი იქნებოდა და ხელს შეუწყობდა მის პოლიტიკურ კარიერას; სმირნოვადან სწრაფად გარდაიქმნა გაიდარად და არც მოტყუებულა! მას რუსეთშიც არც ისე ურიგოდ მისდიოდა საქმეები _ იყო კიროვის ოლქის ვიცეგუბერნატორი, სანამ ჯიპით არ გაიტანა 13 წლის გოგონა, რის გამოც იძულებული შეიქნა, სასწრაფოდ წასულიყოსასწავლებლადაშშში, როგორც ეს მიღებულია. მაშას დანაშაული კი მიაწერეს ტროლეიბუსის მძღოლ ქალს, მიუხედავად იმისა, ყველა მოწმე ამტკიცებდა, რომ ბავშვი იმსხვერპლა რუხი ფერის ჯიპმაო

ასე და ამგვარად, ამა წლის 17 ივლისს თვითმარქვია მარია გაიდარი გახდა სააკაშვილის ე. წ. მარჯვენა ხელი _ ოდესის ოლქის ვიცეგუბერნატორი.

 როგორი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია ამ “გაიდარების” საოჯახო ისტორიაზე?

ვფიქრობ, ასეთის: თუ, დავუშვათ, ვინმე გაბაშვილის მოღვაწეობა აზიანებს სახელმწიფოს და მის მოსახლეობას, უნდა შევიარაღდეთ გამადიდებელი შუშით და შევისწალოთ მისი გენეალოგია. დარწმუნებული ვარ, აღმოვაჩენთ, რომ ეს გაბაშვილი სინამდვილეში არა თავადის, არამედ თბილისელი ვაჭრის _ ავეტიკა ბოზარჯანცის პირდაპირი შთამომავალია.

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. ამდენი კითხვით დავიღალე და მაინც ვერ გავიგე, სააკაშვიმა გააუპატიურა თუ არა გაიდარი))))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here