Home რუბრიკები პოლიტიკა “არ დამჭერის დედაც”!

“არ დამჭერის დედაც”!

546

საკმარისია, საქართველოს მთავრობიდან რაიმე პოზიტიური სიგნალი წამოვიდეს, უმალ მოიძებნება რაღაც უფრომნიშვნელოვანიდა მთელი ჩვენილიბერალური პუბლიკამორიგუფლებადაცვითვნებებში იძირება

 

ვისაც ციხეებში ნაწამები და საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი პატიმრების ბედი არასოდეს აწუხებდა, დღეს მათ ჩხრეკა-გაშიშვლებაზე ვიშვიშებს; ვისაც “იბერიასა” და “იმედში” სპეცრაზმის შევარდნა გამართლებულად მიაჩნდა, დღეს “რუსთავი 2”-ის თითქოსდა თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებს; ვისაც ნაცემი და დაპატიმრებული დეპუტატების (უბრალო ხალხზე ხომ ლაპარაკიც არ არის) ბედი არ აღელვებდა, ახლა კარბელაშვილის დაკავების გამო “უკანონობაზე” ღაღადებს. თვითონ კარბელაშვილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ “ცხინვალისკენ გაიტაცეს”, ბოდიშს განა პოლიციელების გინების გამო იხდის, მის დასაცავად სასწრაფოდ ოსიაურის პოლიციის განყოფილებაში მივარდნილი პარლამენტის ვიცესპიკერი გია ბარამიძე კი თავის ყოფილ კოლეგებს ასე მიმართავს: “რას დაემსგავსეთ, აი, ძველად ძაღლები რომ იყვნენ, იმას დაემსგავსეთ”!

აკი _ ჩვენს სანაქებო პატრულს როგორ უბედავთ გადაბრუნებული სიტყვის თქმასო?!

რით ჯობია ან კარბელაშვილი, ან გია ბარამიძე ეკა ყურშიტაშვილს? _ არაფრით, ისინი უარესები არიან და თანაც ახლა კი არა, ბარემ ოცი წელია!

ჯერ კიდევ რევოლუციამდე სააკაშვილის მოადგილემ ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიციელი, რომელმაც გააჩერა, სიტყვიერადდა ფიზიკურად შეურაცხყო. ცხადია, არ დასჯილა. ამ ადამიანებმა ეს ტექნოლოგია ერთხელ აითვისეს და მას შემდეგ მის გამოყენებაზე უარი აღარ უთქვამთ. შეურაცხყოფილი და ნაცემი პოლიციელი, ვერაფრის გამბედავი სახელმწიფო მათ ხელისუფლებაში დაბრუნების გარანტიად მიაჩნიათ და ასეც იქნება, თუ დეპუტატობის ან ოპოზიციონერობის გამო დაუსჯელები დარჩებიან.

მთვრალი კარბელაშვილი, გინებასთან ერთად, პოლიციელებს ასე მიმართავდა: “არდამჭერის დედაც”! თუ ხელისუფლება ამ დაგინებას შეირჩენს, მართლაც უარესის ღირსი იქნება დანაციონალებიცსწორედ ამას ელიან.

რამდენიმე საათში, როგორც ჩანს, “ნაციონალურ მოძრაობაშიც” მიხვდნენ, რომ ერთი და იგივე სცენარი აღარ მუშაობს და აღარც ხალხი ტყუვდება მათი მრავალჯერ განმეორებული ოინებით. დილით აღშფოთებულინაციონალურისახეები საღამოს უკვე კარბელაშვილის საქციელს გაემიჯნენ, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს; ისინი მსგავს რამეს კიდევ ბევრჯერ ჩაიდენენ და ბევრსაც იყვირებენ მათიპოლიტიკური დევნისთაობაზე.

ვიდრე კარბელაშვილის “გმირობის” ამსახველი ვიდეოჩანაწერი გასაჯაროვდებოდა, ზოგიერთმა გუშინდელმა “მეოცნებემ”, ვირივით ტყუპი წიხლი მიაყოლა პოლიტიკაში მათ მომყვანს: “ბიძინა ბატონო! დედას გაფიცებ, მითხარი, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდი! ამის გულისთვის რომ თქვენს სიმყუდროვეს ვერავინ დაარღვევდა, სხვებზე კარგად ვიცი! თუ ხელოვნურად და დაგეგმილად აკეთებ ამას, რომ მარტო ქოცები და ნაცები იყოთ ამ ქვეყანაში – ერთნი დამსჯელები, მეორენი _ დასჯილები, თქვი, შე კაცო, პირდაპირ! თუ არა და, მაშინ ამიხსენით რომელიმემ: კაციშვილს აღარ ახსოვდა დეპუტატი კარბელაშვილი, კარგია, ცუდია, გავეშვათ ერთ წამს, იყო კაცი სუფრაზე, თუნდაც გადაამეტა, ორი გრამი ტვინი ხო უნდა გეყოთ ვინმეს ხელისუფლებაში, რო ამ კადრებით საქართველოს, ბოდიში ამ სიტყვისთვის, აბანძებთ, ყველას სალაპარაკოს აძლევთ! რვა საათს ოპოზიციონერ დეპუტატს რო გამოკეტავ, ამით მარტო ქვეყანა რო ზარალდება, ამაზე არავინ ფიქრობთ? თუ შალიკიანი ოჯახიდან საცვლების ამარა რო გამოაჭენა თქვენმა “პაძელნიკმა” ოქრუაშვილმა, ეხლა თქვენ კარბელა უნდა არბენინოთ შარვლის ამარა? ეგაა თქვენი მასშტაბი, ბატონო ბიძინა? მითხარი, რომ არაფერი არ იცოდი, ბატონო ბიძინა! (ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი)”.

ბუკა, დედას გაფიცებ, ივანიშვილს ნუ ეტოლები, ეკა კვესიტაძეს მიბაძე და დაგმეკარბელასსაქციელი, თორემ დროდადრონაციონალებზეუარესად გამოიყურებით და ამას ხალხი კარგად ხედავს.

მოქმედმა პრემიერმა, მადლობა ღმერთს, ნათლად და გარკვევით განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნება – დეპუტატიც და მინისტრიც. პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ კი ასე მიმართა “კოლეგებს” (ბრჭყალებიც მისია): “პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ხულიგნობა – ეს ის ქმედებებია, რომელთა გამოც არაერთი ჩვენი თანამემამულე ყოფილა დაკავებული, ზოგჯერ სრულიად უსამართლოდ, შეთითხნილი მტკიცებულებებით, ცრუ მოწმეებითა და სხვა ბევრი ბინძური მეთოდით, რომლებსაც წარმატებით იყენებდა სააკაშვილის რეჟიმი. ზუსტად ამ “საფუძვლით” აპატიმრებდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს და წლობით ციხეში სულს ხდიდნენ (ასეთები აქაც ბევრი მყავს მეგობრებში). კარბელაშვილსა და მის რაზმელებს, როგორც ჩანს, რაღაც მსგავსის პროვოცირება, გათამაშება სურდათ. არ გამოგივათ! კარგია, რომ არსებობს ჩანაწერი და საზოგადოებამ დაინახა, რომ პარლამენტარი, რომელიც უპირველესი კანონდამცველი უნდა იყოს, ქუჩის ჩვეულებრივი ხულიგანია! იმუნიტეტი იმას არ ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენისპრივილეგიითისარგებლოთ, აღარ არის ის დრო, როცა ყველაფერი გეპატიებოდათ, პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ! გაიგეთ, “კოლეგებო”, რომ ჩვენ არავისზე მაღლა არ ვდგავართ, ჩვენ თანამოქალაქეებზე უკეთესები არ ვართ და თავით ვაგებთ პასუხს ყველა ჩვენს ნამოქმედარზე. ასე რომ, ნუ შემოიხევთ აწი მაისურებს, პატივი ეცით კანონს, პოლიციას, საზოგადოებას და თქვენივე ამომრჩევლებს”!

მანანა კობახიძე “რუსთავი 2”-ის ირგვლივ ატეხილ სკანდალსაც გამოეხმაურა: “ძალიან დიდი ხანია, ეჭვი ხომ არავის გვეპარება, რომ “რუსთავი 2” არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზია. ის იყო და არის “ნაციონალური მოძრაობის” კონტროლს დაქვემდებარებული ტელეარხი! მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, ამას ადასტურებენ მისი დამფუძნებლები და ყოფილი მესაკუთრეები. უდავოა, რომ ის პარტიული ტელევიზიაა და ვერასოდეს იქნება ობიექტური, ისევე, როგორც, რთული იქნებოდა, სახელისუფლებო ტელევიზიისთვის გვეწოდებინა ბოლომდე ობიექტური, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, როდესაც სამოქალაქო სექტორი ან “ნაციონალური მოძრაობა” “რუსთავი 2”-ს “თავისუფალ მედიად” მოიხსენიებს, უბრალოდ, სიცრუეა და არასწორი. თუ ხელისუფლებას გულისხმობენ, დიახ, ის თავისუფალია ხელისუფლებისგან, რაც სწორია და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ის ხომ მთლიანად დამოკიდებულია “ნაცმოძრაობაზე”. ამას პირდაპირ და აშკარად ადასტურებს მისივე მენეჯერის, გვარამიას, ერთ-ერთი ინტერვიუც, რომელიც შეგიძლიათ, ამ სივრცეშიც მოიძიოთ. ეს უკანასკნელი არაერთხელ ღიად და საჯაროდ დაგვემუქრა ხან ჯოჯოხეთით, ხან _ ომით. ეს ადამიანი არ მალავს პირდაპირ კავშირებს “ნაცებთან”, მათგან რჩევებსაც იღებს და ბინძურ დავალებებსაც. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ “ნაცების” ერთ-ერთი იდეოლოგი, ლიდერი, დეპუტატი, პროკურორი, მინისტრი იყო… მეტი რაღა არგუმენტია საჭირო იმისთვის, რომ დავიჯეროთ – ეს არხი ემსახურება ერთადერთს: “ნაცების” ნებისმიერი გზით დაბრუნებას ხელისუფლებაში. კი, ბატონო, ემსახურონ, იყვნენ ოპოზიციაში, გვებრძოლონ, გვაკრიტიკონ, ბევრჯერ ცილი დაგვწამონ; სიტყვის თავისუფლება ხომ დაცულია, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ფიქრობთ, რომ ამათ ეთერში უნდა მივიდეთ და შოუები ვაკეთებინოთ, თანაც ადამიანების ნერვების ფასად?! მოვა ისევ სექტემბერი, “გამოგვიძახებსგაბუნია ან მისი მსგავსი, ჰოდა, ჩვენც არ დავაყოვნოთ, გავიქცეთ, ეს ხომ მაინცრუსთავია.”

ამას წლების განმავლობაში ვწერ და ვამბობ, თუმცა ირონიით სავსე ფრაზა “ეს ხომ მაინც “რუსთავია”! _ სინამდვილეში მეტად საცნაურია. ეს შემოჩეჩებული პარადიგმა – “ცუდ საქმეს კი აკეთებდნენ, მაგრამ _ პროფესიონალურად” მხოლოდ ამ პარტიულ ტელევიზიაზე როდი ვრცელდება; სხვადასხვა დროს მოგვისმენია, რომ ადეიშვილი სააკაშვილის გარეშე კარგი მინისტრი იქნებოდა, რომ ბოკერია ნიჭიერი კაცია, რომ “ვერ გავუშვებ, მათაც ხომ შვილები ჰყავთ” და სულაც ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გადარჩენა ქართული დემოკრატიის ამოცანაა!

თუ ისევ ასე განაგრძობს ხელისუფლება, მეორედ მოსულინაციონალებიუცებ ჩაუტარებენ შურისძიების გაკვეთილს და კარგად დაანახვებენ, რა ამოცანები აქვს ქართულ დემოკრატიას. ოღონდ წაგებული აქაც რიგითი ქართველები დარჩებიან, პოლიტიკურ ლიდერებს ციხეებში არ გაამწესებენ. დაგროვებულს როგორ მიატანინებენ, ეს ხომ უკვე ნანახი გაქვთ და ვისაც არაფერი ებადა და აბადია, ისინი კვლავაც ციხის საკნებს გაავსებენ.

ახლა იმ პოზიტივზე, რომელზეც დასაწყისში მოგახსენებდით. მთელი ამ “ნაციონალური ორომტრიალის” ფონზე თითქმის შეუმჩნეველი დარჩა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო არ აპირებს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს: “15 სანქციიდან, რომელიც ევროკავშირმა და, საზოგადოდ, მსოფლიომ დაუწესა რუსეთს, მხოლოდ ერთს შეუერთდა საქართველო შარშან და ისიც მხოლოდ შეეხებოდა ყირიმში და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს.

ჩვენ არ ვაპირებთ, შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. პირველი არის ის, რომ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მონაპოვარს, იმ მიღწეულ შედეგს, რომელიც გვაქვს რუსეთ-საქართველოს შორის, ვგულისხმობ სავაჭრო ურთიერთოების აღდგენას.

მოგეხსენებათ, რომ მესამე წელია, წარმატებით მიმდინარეობს ეს დიალოგი და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა. მოგეხსენებათ, რომ წლების წინათ სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, გაწყვეტილი იყო ყოველგვარი დიალოგი და ჩვენს პროდუქციას ედო ემბარგო. ჩვენ შევძელით, ჩვენი კონსტრუქციული, პრაგმატული პოლიტიკის გამო, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით ამ ბაზრის ხელახლა გახსნა, ჩვენ ამას ვაფასებთ. ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი”, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.

სამაგიეროდ, ეს განცხადება შეუმჩნეველი არ დარჩა “ახალი პოლიტიკური ცენტრის” წარმომადგენელს, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძეს: “აღნიშნული განცხადება, კარგ შემთხვევაში, სიბრიყვეა და, ცუდ შემთხვევაში, _ მიზანმიმართული მავნებლობა.

“1. რუსეთის ბაზარი არის არასტაბილური; 2. ეკონომიკური კავშირები კრემლისთვის არის პოლიტიკური გავლენის ბერკეტი; 3. იდიოტი ხარ, თუ ეს ვერ ისწავლე თუნდაც ბოლო 25 წლის განმავლობაში.

ბოლო 3 წელი იმ ძალისხმევის, დროის, ენერგიისა და ფულის 50% რომ დახარჯულიყო ევროკავშირის ბაზრის ათვისებაზე, რაც დაიხარჯა რუსეთის ბაზრის ათვისებაზე (“დაბრუნებაზე”), დღეს გაცილებით უკეთესად ვიქნებოდით”.

ამის დამწერს არც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვს წაკითხული და არც ის იცის, რომ სანქციებით, უპირველესად, ევროპელმა მწარმოებლებმა იზარალეს; ან, მისივე ტერმინოლოგიით, “აღნიშნული განცხადება, კარგ შემთხვევაში, სიბრიყვეა და, ცუდ შემთხვევაში, _ მიზანმიმართული მავნებლობა”.

ასეა, გუშინდელ და დღევანდელნაციონალებსყველაზე მეტად საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან საღი აზრის გამოხატვა აშინებთ. ტერიტორიების მეოთხედის დაკარგვის იურიდიულად გამფორმებლები ყველანაირად შეუშლიან ხელს რუსეთსაქართველოს ურთიერთობის დარეგულირებას, რომელიც ისედაც არ არის მარტივი საქმე. ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ სავაჭროეკონომიკური საკითხები მხოლოდ დასაწყისია, რათა ყველაზე მწვავე პოლიტიკური საკითხების განხილვას მიუახლოვდე.

თუმცა არა – მთავარი ეს კი არ არის, არამედ “კარბელას” დაკავება და “რუსთავი 2”-ის ქონების დაყადაღება; იმ “რუსთავი 2”-ის, რომელსაც საქმეში ჩახედული ადამიანები R2-ს უწოდებენ, რაც ინგლისურად (error) შეცდომას ნიშნავს. არსებითად, მთელი ეს კლასი _ “ნაცმოძრაობითდაწყებული და მისი სატელიტი არასამთავრობოებით თუ ფსევდოჟურნალისტებით დასრულებული, ერთი დიდი შეცდომაა, შეცდომებს კი გასწორება სჭირდება.

ნურც იმას დაივიწყებთ, რაც კარბელაშვილმა დაგაგინათ: “არ დამჭერის დედაც”!

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here