Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილ ჭიჭინაძე: აუცილებლად ციხეში უნდა გააუპატიურონ ვინმე, ხმა რომ ამოვიღოთ?

ვასილ ჭიჭინაძე: აუცილებლად ციხეში უნდა გააუპატიურონ ვინმე, ხმა რომ ამოვიღოთ?

525

იმედგაცრუებულმა ქართველმა ამომრჩეველმა ყოფილი პრემიერის _ ბიძინა ივანიშვილისგან კიდევ ერთხელ მოისმინა თავის გამამართლებელი სიტყვები, რომ “არაკორექტული” იყო, როცა თქვა, ხელისუფლებაში მოსვლიდან მეოთხე წელი ძალიან კარგი იქნებაო: “არაკორექტული ვიყავი, როდესაც ეს ვთქვი. 

 

რადგანაც ეკონომიკურად შეუძლებელია, მესამე წელს მოსახლეობის ჯიბეს დაემჩნეს ეკონომიკური აღმასვლა”. რატომ ეშლებოდა ბიძინა ივანიშვილს ამდენი რამ? ყველა მისი ნათქვამი სიტყვა ახლაც და მანამდეც პიარსვლა იყო თუარაკორექტულობა”? _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე ყოფილ ელჩს, დიპლომატ ვასილ ჭიჭინაძეს მოვუსმინოთ.

_ ბიძინა ივანიშვილმა გამოიღვიძა თუ რეალური ამბის მიმტანი იპოვა ვინმე, არავინ იცის, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ პარლამენტიც დაიწუნა, მთავრობის ნაწილიც და ისიც გვითხრა, დაგპირდით, მეოთხე წელი კარგი იქნებოდა, მაგრამ შემეშალაო

_ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდით ხელისუფლებაში მოულოდნელად მოვიდა, კადრების ნაკლებობა სულ ჰქონდა. გადახედეთ მის საპარლამენტო სიას _ ვინ საიდან აღმოჩნდა იქ და გაიხსენეთ, პროკურორ ფარცხალაძის ამბავი, მერე _ შინაგან საქმეთა მინისტრს პიროვნება რომ ეგონა “თალიბანი”. ახლა კიდევ ერთი გასაოცარი რამ მოვისმინე პარლამენტარ თამაზ მეჭიაურისგან _ მარგველაშვილი, ხალხმა კი არა, ივანიშვილმა აირჩიაო, რითაც აღიარა, ხელისუფლებაში ივანიშვილის ხათრით მოგვიყვანესო.

გავიხსენოთ “ოცნებისა” და ბიძინას დაპირებებიც: იაფი კრედიტი, მომატებული პენსია, სოციალური დახმარებები, სამუშაო ადგილები, ტერიტორიების დაბრუნება და უამრავი რამ, მათ შორის, რუსეთთან დალაპარაკება. არაფერი შესრულდა, რადგან ხალხი და გარემოცვა, მართლაც, არ უვარგოდა. წინასაარჩევნო კამპანია მალე დაიწყება და, აბა, რა უნდა თქვას?! მეთოდიც კარგი შეარჩია, ფარად ძველი .. წითელი ინტელიგენციის შვილები და შვილიშვილები აიფარა, არჩევნებში სწორედ ეს ადამიანები დაუდგებიან მხარში და იმას, რასაც ახლა ამბობს, ყველაფერს გაუმართლებენ. ყველა მათგანი რაღაცის წილში ზის და გზა ხსნილი აქვს. ამ ადამიანებსმწვანე ინტელიგენციაჰქვიათ, დოლარის ფერებში არიან.

ივანიშვილმა საქმის გამკეთებელი ხალხი ვერ იპოვა. საქართველოში ისნაციონალებისმეტს არავის იცნობდა; მეგობრობდა სააკაშვილთან, კეზერაშვილთან, ადეიშვილთან, მერაბიშვილთან და ..

ყველა ფიქრობს, რომ ივანიშვილი მომავალში რაღაცას გააკეთებს _ აუცილებლად დაარტყამს პენალტს, მას ხომ შვიდი მილიარდი აქვს. წინასაარჩევნოდ ამ ამბის ქუჩაში გასატანად აუცილებლად “მწვანე ინტელიგენციაა” საჭირო. ყველას გვახსოვს, როგორ იმუშავეს მათ 2012 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებისას და შემდეგ _ დედაქალაქის მერის არჩევნების პერიოდში.

ივანიშვილმა ვერაფერი გააკეთა. მის ხალხსნაციონალებიყველა დებატებში უგებენ; ვისაც ვერ ერევიან, ყიდულობენ, თანამდებობებზე ნიშნავენ.

ბიძინას განცხადებებში, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზე არ არის, უფრო ღრმა, მომავალზე გათვლილი წინასაარჩევნო პიარის ნიშნები იკვეთება.

_ დენის ტარიფს გვიზრდიან, არადა, გვპირდებოდნენ, რომ განახევრდებოდა

_ დენის ტარიფის მომატება მძიმედ დააწვება მხრებზე მოსახლეობას. მთავრობა ამბობს, რომ განსხვავებას დააფინანსებს, მაგრამ ტყუილია. შესაძლოა, სოციალურად დაუცველებისთვის, რომლებიც ქვეყნის 15%- შეადგენენ, მოახერხონ დახმარება, მაგრამ მთელი ქვეყნის მოსახლეობას ვერ შეეხიდებიან. და თუ მაინც მოახერხეს რამე, ვფიქრობ, თვალში ნაცრის შეყრა გამოვა, რადგან დენის ტარიფის ზრდასთან ერთად ავტომატურად ყველაფერი გაძვირდება. გამოდის, რომ ცხოვრებას უძვირებენ ხალხს.

_ საით მივდივართ? ფაქტია, რომ გზა, რომელსაც ვაგდივართ, მთლად სახარბიელო არ არის.

_ არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, საით მივდივართ. თავისუფლები და სუვერენულები რომ არ ვართ, ფაქტია. ბიძინა ივანიშვილს რა უნდა, ვერ ვხვდები. ერთი შეხედვით, თითქოს სურს, საგარეო პოლიტიკაში რაღაც შეცვალოს; უნდა, რუსეთს მოეფეროს, მაგრამ არ გამოსდის, დასაკარგი ბევრი აქვს.

_ ჭკვიანი კაცია ივანიშვილი?

_ ალბათ. აბა, ამდენ ფულს, როგორ იშოვიდა?! მაგრამ ამ ყველაფერს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. პელე და მარადონა უძლიერესი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ მათგან მწვრთნელი ვერ დადგა.

_ ბიძინა ივანიშვილის ყოველი გამოსვლა ხალხის ძალიან დიდ აღშფოთებას იწვევს. სოციალურ ქსელში წერენ, ხომ არ ჯობია, ივანიშვილმა საერთოდ აღარ ილაპარაკოსო

_ ბიძინას გარს ახვევია ადამიანები, რომლებიც ჭკუაგონებით ვერ დაიკვეხნიან. ისინი ივანიშვილს მხოლოდ იმ ინფორმაციას აწვდიან, რომელიც გულს არშეუწუხებსმათ მარჩენალს. ივანიშვილი ხშირად საკუთარი საქმეებით არის დაკავებული; ალბათ, პრესასაც ვერ ეცნობა _ ძნელია, ყველა გაზეთი წაიკითხო, ამიტომ ბევრი რამ არ იცის

_ ხალხი ყველაფერზე პასუხს ივანიშვილისგან მოელის, ამიტომ, როდესაც ის ლაპარაკობს, ყურადღებით უსმენენ, ეგებ რაიმე საიმედო წამოსცდესო, მაგრამ ამაოდ

_ ვერ დავიჯერებ, რომ ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილება იყო, “რუსთავი 2”-სთვის კონცერტების ჩატარების საშუალება არ მიეცათ. ტელევიზიას “ნაციონალების” მეთოდებით გაუმკლავდნენ. ვინც ეს მოიფიქრა, აშკარაა, მთლად ნიჭიერი და ჭკვიანი ვერ იქნება. ქართველ კაცს ხომ ყოველთვის დაჩაგრული ეცოდება? და ვიღაცის უტვინო გადაწყვეტილების წყალობით “რუსთავი 2” დაჩაგრულის როლში აღმოჩნდა.

_ ვიღაც გონებასუსტია, ვიღაც ადრე იძინებს, ვიღაცას პროფესიონალიზმი არ ჰყოფნისქვეყანა კი იღუპება. ასეთ ვითარებაში ხალხმა რა უნდა ქნას?

_ ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი ნაწარმოებიდან ერთი ფრაზა მახსენდება: “იყვირე შენ და მერე ვიყვირებ მეც”. ხმის ამოღების ეშინია ყველას. ასეთი დაჩაჩანაკებული ერი თუ ვიყავით, აქამდე რამ მოგვიყვანა?! რაც დრო გადის, მით უფრო ხშირად ვფიქრობ, თურმე რუსეთს გადავურჩენივართ _ 700 ათასი ქართველი შეგვიფარა და საბჭოთა კავშირიდან 5 მილიონი გამოვედით.

აღარ უნდა გაცვალოს ქართველმა კაცმა ერთ ტომარა ფქვილზე თავისი ხმა, ხმა, რომლის პატრონიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ახსენდებათ პოლიტიკოსებს. აღარც ტელევიზორის ანტენაზე უნდა გაიყიდონ და აღარც 20, 50-ლარიან ერთჯერად ანაზღაურებაზე; კეთილი ინებონ, გადახედონ პარტიების პროგრამებს, ქვეყნის წარსულს, მაგდენი ტვინი ყველა ქართველს აქვს, რათა გაანალიზონ და ცუდი და კარგი გაარჩიონ ერთმანეთისგან. შემდეგ კი მისცენ ხმა იმას, ვისაც საჭიროდ ჩათვლიან; დაე, ჰყავდეს ქვეყანას მრავალპარტიული პარლამენტი _ ვიღაც რუსეთისკენ წასვლას მოითხოვს, ვიღაც _ ამერიკისკენ. ამით საშუალება მოგვეცემა, მივხვდეთ, რა ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის. ერთხელ მაინც გვყავდეს პარლამენტი, რომელიც სხვა პარტიის წარმომადგენლის ნააზრევს გაითვალისწინებს და მოისმენს.

_ შესაძლებელია, რომ შემოდგომაზე არეულობა დაიწყოს?

_ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე რაღაც მოხდება. ქართველებს ასეთი ჩვევა გვაქვს: ვითმენთ, ვითმენთ და მერე სულ ერთი წვეთი ხდება საჭირო, რომ ვიფეთქოთ. არეულობა ნამდვილად არ მსურს, მაგრამ აუცილებლად ციხეში უნდა გააუპატიურონ ვინმე, რომ ხმა ამოვიღოთ? ბიძინას ვაბრალებთ ყველაფერს, არადა, ბიძინა რა შუაშია? ხმა ხომ ჩვენ მივეცით, ხალხმა არ აირჩია? დროა, პასუხისმგებლობა ხალხმა თავის თავზე აიღოს, სწორი არჩევანი გააკეთოს და საკუთარი შეცდომა სხვას აღარ გადააბრალოს.

დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წელსაცმწვანე ინტელიგენციისადა დიდი ფულის დახმარებით ხელისუფლებაში ისევოცნებაიქნება და არაფერი შეიცვლება.

ვურჩევ ქართველ ხალხს: გადარჩენისთვის ისევ რუსეთს მივმართოთ, ტერიტორიების დაბრუნებაზე ვიზრუნოთ. ვექტორის შეცვლაზე ვინც საუბრობს, ვინც მომხრეა მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობა დავალაგოთ, რუსეთუმეებს უწოდებენ ყველას. მე ვექტორი შეცვლილი მაქვს; დიდი ხანია, ვიცი, ჩვენი ხსნა რუსეთს შეუძლია.

გადახედონ, 25 წლის განმავლობაში რა დაგვემართა. საქართველო ქართველების გარეშე რჩება. ედუარად შევარდნაძემ რომ თქვა, ნატოს კარზე დავაკაკუნეთო და მოგვილოცა, მერე სააკაშვილმა რომ გვახარა, კარი გაგვიღესო და მანაც მოგვილოცა, ჩვენ კი ღია კარში შესვლა აღარ გვეღირსა, ეს ხომ უნდა დასრულდეს?

საქართველოს ყოველთვის რუსეთი გვაცხოვრებდა. ჩვენი ჩაი, ციტრუსი, ღვინო სულ მას მიჰქონდა. ჯერ კიდევ არის დარჩენილი ის თაობა, რომელსაც რუსეთის სიკეთე ახსოვს, ამიტომ რატომ უკვირთ მედასავლეთე პოლიტიკოსებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს რუსეთის ქოლგის ქვეშ ყოფნა ურჩევნია?

მსოფლიო გვეუბნება, რუსეთს უნდა დაველაპარაკოთო. საქართველოს გულისთვის რუსეთთან არავინ დაუპირისპირდება. ნუ გავაკეთებთ ისე, რომ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. სასწრაფოდ გადავხედოთ პოლიტიკურ ვექტორს და, ქვეყნის საკეთილდღეოდ რაც საჭიროა, ის გავაკეთოთ. ხალხიცა და ხელისუფლებაც გონს უნდა მოეგოს!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here