Home რუბრიკები პოლიტიკა ბატონო პრემიერო, რუსთავის ციხეს, ერთი კი არა, უამრავი “ნაკლი” აქვს!

ბატონო პრემიერო, რუსთავის ციხეს, ერთი კი არა, უამრავი “ნაკლი” აქვს!

539

ქართული მართლმსაჯულება დაკოდილია და პროკურატურის ყაყანსდემოკრატიული დასავლეთიაინუნშიც არ აგდებს

 

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 16 ივლისს რუსთავის #16- დაბალი რისკის განახლებული დაწესებულება გახსნა, სასჯელაღსრულების მინისტრთან ერთად საპყრობილის ინფრასტრუქტურა დეტალურად დაათვალიერა და ბოლოს შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა ჟურნალისტებთან განაცხადა: “დაწესებულებას ერთადერთი ნაკლი აქვს _ სააკაშვილი აკლია!”

მართალია, ამ ფრაზის თქმისას პრემიერს გამომეტყველება ოდნავ შეეცვალა და სახეზე ჯოკონდას ღიმილმა დაჰკრა, მაგრამ ცხადია, არ უოხუნჯია. ღარიბაშვილმა თქვა ზუსტად ის, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს და ამით საზოგადოებას გული მოჰფხანა. მეტიც, ბევრს გარკვეულწილად, იმედიც დაუბრუნა, რომ ყბადაღებული სამართლიანობა, ადრე თუ გვიან, აღდგება, დამნაშავეები დაისჯებიან და “ნაცრეჟიმის” ცხრაწლიანი ბოროტების მთავარ შემოქმედ მიხეილ სააკაშვილს ციხეში ვიხილავთ. მარტივად რომ ვთქვათ, ღარიბაშვილის განცხადებამ “ნაცებსა” და განსაკუთრებით _ მათ “მამამთავარს” შიგ გულის ფიცარში “ჰგლიჯა”, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ განცხადებამ გარკვეული უკმარისობის განცდაც დატოვა. თითქოს პრემიერს კიდევ რაღაც უნდა დაემატებინა, უნდა განევრცო და საკითხი გაეშალა, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ გარისკა, ბოლომდე ეთქვა სიმართლე, რომელიც დღეს ყველას მწარე რეალობად გვაქვს ქცეული. იმის თქმა მინდა, რომ რუსთავის ციხეს არა ერთი და ორი, არა სამი და ოთხი, არამედ, საუბედუროდ, კიდევ მრავალინაკლიაქვს. ამ ციხეს არა მხოლოდ სააკაშვილი, მასთან ერთად კიდევ არაერთი სახელმწიფო დამნაშავე, კრიმინალი და დამაქცევარი აკლია. მაგალითისთვის მხოლოდ ზღულაძეკვიტაშვილი და უკრაინის ხელისუფლებაში შეყუჟული დანარჩენი ნაცკრიმინალებიც საკმარისია, თუმცა სხვა უფრო დიდი “დანაკლისებიც” არსებობს. მაგალითად, ზურაბ ადეიშვილი, კაცი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილთან ერთად ნაბიჯნაბიჯ აშენებდა ბოროტებას, რეჟიმს და ტერორს, დღეს ხელუხლებელია, საქართველოს პროკურატურის არაერთი მცდელობის მიუხედავად, საზღვარგარეთ მისი დაკავება და საქართველოში ჩამოყვანა ვერ მოხერხდა. მეტიც, იმ დროს, როცა ქართული მართლმსაჯულება მტკიცებულებებს მტკიცებულებებზე გზავნიდა და “მეგობარ დასავლეთს” დამნაშავის დაკავებაში დახმარებას სთხოვდა, იქიდან თითი დაგვიქნიეს, _ პოლიტიკურ დევნას შეეშვითო. ბოლოს ინტერპოლმაც თავსლაფი დაგვასხა და კრიმინალი ადეიშვილი ძებნილთა ნუსხიდან ამოიღო. ცხადია, ეს კაცი ერთობ აკლია რუსთავის დაწესებულებას, საკანს და, საზოგადოდ, ქართულ ციხეს…

რაც შეეხება სხვებს, კეზერაშვილი და მისი ამფსონები ყველას გახსოვთ, _ სააკაშვილმა მისი სახით თავის დროზე ბიზნესს ნამდვილი რისხვა მოუვლინა. ქვეყანაში ჩიტი ვერ შემოფრინდებოდა და ფოთოლი ვერ გატოკდებოდა ისე, რომ წილი არ ეძლია ამ კაცისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ “ურჩ” ბიზნესმენს გლდანის საპყრობილე, იქ კიდევ ცოცხი, “დუბინკა” და სკამის ფეხი ელოდებოდა. მოკლედ, კეზერაშვილის სახელი, ისევე, როგორც უგულავამერაბიშვილის, არაერთი ბიზნესმენის გაკოტრებასა და გაცამტვერებას უკავშირდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას, რომ იტყვიან, ყველაფერი ხახვივით შერჩა. ქართული მართლმსაჯულების ყეფამ “ქარავანი” ვერც ამ შემთხვევაში შეაჩერა და რამდენჯერაც პროკურატურამ დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა, იმდენჯერვე “დემოკრატიულმა დასავლეთმა” ბრანწი უჩვენა. რა თქმა უნდა, ეს კაციც მეტისმეტად აკლია რუსთავის ციხეს…

ახლა საზღვარგარეთ გახიზნული ლევან რამიშვილიც გავიხსენოთ, დღეს საქართველოში სამი წლის ბავშვმაც იცის, რომ მერაბიშვილთან, ბოკერიასთან, ადეიშვილსა და სხვა “ნაციჰონალ მსხვილფეხოსნებთან” ერთად ის იყო რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, რომელმაც 2003 წლიდან მოყოლებული უდიდესი როლი შეასრულა საზოგადოების ცნობიერებაში ე.წ. მენტალური რევოლუციის განხორციელებაში. მეტიც, რამიშვილი იყო განათლების სისტემაში გატარებული ე.წ. რეფორმების ერთ-ერთი აპოლოგეტი და მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო ქვეყანაში, სააკაშვილის გაპრეზიდენტებისთანავე, გამძვინვარებული ანტიმართლმადიდებლური კამპანია. ეს კაცი რომ რუსთავის ციხეს ერთობ აკლია, ცხადზე ცხადია, მაგრამ, როგორც გითხარით, ქართული მართლმსაჯულება დაკოდილია და პროკურატურის ყაყანს “დემოკრატიული დასავლეთი” აინუნშიც არ აგდებს.

დასასრულ, ორიოდე სიტყვას ბაჩო ახალაიას ძმაზე _ დათა ახალაიაზე და სააკაშვილის პირად ჯალათ მეგის ქარდავაზეც ვიტყვი. ამ ორი კრიმინალის სახელი დღეს საქართველოში დიდმა და პატარამ იცის. საკმარისია, ან ერთი, ან მეორე სადმე ახსენო, უმალ ყველას ცოცხი, “დუბინკა” და იატაკის საწმენდი ჯოხი ახსენდება. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სერგო თეთრაძის სისხლი ჯერაც მიწას არ შეშრობია, რომ მანიაკი ქარდავა პატიმართა ცოლებს კაბინეტში რიგ-რიგობით იბარებდა და იქიდან ტანსაცმელშემოხეულებსა და გაუბედურებულებს უშვებდა. მოკლედ, ერთიცა და მეორეც არათუ აკლია, ჰაერივით სჭირდება რუსთავის ციხეს. ეს აშკარაა და რაც დრო გადის, ამ “საჭიროებას” სულ უფრო მძაფრად განიცდის საზოგადოება. ისე, პრინციპში, რუსთავის ციხის “დანაკლისის” ჩამოთვლა კიდევ შეიძლება (ბარამიძე, ბოკერია, გოგორიშვილი, წიკლაური, გაბაშვილი ხომ სწორედ ამ ნუსხაში არიან), მაგრამ ამ ყველაფერს, ალბათ, აზრი არ აქვს; რაც უნდა ხშირად შევახსენოთ ჩვენს თავს მწარე სიმართლე, ამით უფხო ქართულ მართლმსაჯულებას არაფერი ეშველება. ასე მხოლოდ ივანიშვილის ხელისბიჭუნას შეიძლება ვუკიჟინოთ, რომ სააკაშვილი ერთადერთი “დანაკლისი” არ არის, სააკაშვილი ცხრათავა გველეშაპის მხოლოდ ერთ-ერთი თავია…

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here