Home რუბრიკები პოლიტიკა გეშინოდეთ ბურჯანაძის, რომელსაც მოაქვს ძღვენი!

გეშინოდეთ ბურჯანაძის, რომელსაც მოაქვს ძღვენი!

616

გუშინ ლონდონიდან და ვაშინგტონიდან გვმოძღვრავდა, ამჟამად მოსკოვიდან მოგვმართავს

 

ახლახან ყური მოვკარი ქალბატონი ნინო ბურჯანაძის სიტყვებს, _ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ბაზების განლაგებას მიუღებლად მივიჩნევო; და კიდევ _ ანტირუსული განწყობა იყო და არის, რადგან ბოლო წლებში ამ მიმართულებით სერიოზულად მუშაობდნენო…  დავიწყებ ბოდიშის მოხდით იმის გამო, რომ  გამეორება მიწევს ადრინდელი წერილების ფრაზებისა, რომლებიც მივუძღვენი ქალბატონ ექსსპიკერს; თუმცა, ჩემი აზრით, ისინი ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლოა, ბევრი მას პირველად წაიკითხავს.

 არ შემიძლია, არ გავიხსენო “უმაღლესი რანგის პოლიტიკოსის”, ქალბატონი ნინოს გახმაურებული გამოსვლა 2007 წლის 9 ნოემბერს. აქვე, ზოგიერთს შევახსენებ, რომ ბურჯანაძის გამოსვლამდე ორი დღით ადრე, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა მხუთავი ნივთიერებები. აი, რას “ბრძანებდა” პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე (სტილი დაცულია):

ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქართული საზოგადოება შედგაკარგად დაუფიქრდით, რა საფრთხე ელოდა ჩვენ ქვეყანასეს იყო მცდელობა ულტიმატუმისა, ეს იყო მცდელობა ცალკეული პოლიტიკური ძალების ხელისუფლების და ქვეყნის დაშანტაჟებისა. ნებით თუ უნებლიეთ, ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ჩართული იმ პროცესებში, რომელსაც ძალიან კონკრეტული გვარი და სახელი მართავდაძალიან კონკრეტული ქვეყნის ინტერესში შედიოდა ეს და ძალიან კონკრეტული ძალის ინტერესებში შედიოდა ის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო არასტაბილურობა და ქვეყანაში ყოფილიყო სერიოზული საფრთხე მომავალი განვითარებისა”… როგორც ხედავთ, ქალბატონი ბურჯანაძის რწმენით, უდანაშაულო ხალხის ცემა-ტყეპა და მხუთავი აირით მოწამვლა სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალებაა. “კონკრეტული გვარი და სახელი” ბადრი პატარკაციშვილია, “ძალიან კონკრეტული ქვეყანა” კი _ რუსეთი…

კიდევ: ესენი (ოპოზიციონერები _ ავტ.) არიან ის ადამიანები, ვინც მხილებულნი არიან კონკრეტულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. ამ ადამიანებთან სალაპარაკო ჩვენ არაფერი გვაქვს!” (ტაში დარბაზში _ ავტ.).  “კონკრეტულ სპეცსამსახურებში” ქალბატონი ბურჯანაძე უეჭველად გულისხმობდა რუსეთის სპეცსამსახურებს. აკი, “რუსთავი 2” თითოეულ ოპოზიციონერს ამხელდა რუსეთის აგენტობაში. და ვინ მართავდა “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის”, ბოდიში და, ყროყინს? _ ხელისუფლება, რომლის მეორე პირი ქალბატონი ბურჯანაძე გახლდათ.

რა მარტივია, არა?  უსავარძლოდ დარჩენილი ქალბატონი ნინო მოსკოვიდან ადანაშაულებსქოცებს”, _ “ვაჟკაცობა არ ჰყოფნით, რუსეთთან მოლაპარაკებაზე ღიად წავიდნენო…” არადა, ანტირუსული განწყობის ჩამოყალიბებაში თვითონაც ხომღირსეულიწვლილი შეიტანა?! რას აკეთებდა ქალბატონი ბურჯანაძე თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების დროს, მაშინ რატომ არ გამოიჩინა პოლიტიკური სიბრძნე და მოქალაქეობრივი სიმამაცე? რატომ გაუშვა ხელიდან ქვეყნისა და ხალხის გადარჩენის ყველაზე ხელსაყრელი შესაძლებლობა, აგვისტოს დღეებში ძალაუფლება ხომ ქუჩაში ეგდო?

აი, სინამდვილეში რას აკეთებდა “ცხინვალის ომის” დღეებში ნინო ბურჯანაძე:  იმის მაგივრად, რომ მოეწოდებინა ხალხისთვის, დაემხოთ “მამაცურად”  გაქცეული  სააკაშვილის ხელისუფლება, ხოლო შიშით პარალიზებული, დეზერტირი “მთავარსარდალი” დაეპატიმრებინა და სასწრაფოდ გაესამართლებინა, შემდეგ სახელმწიფო დამნაშავედ გამოეცხადებინა სააკაშვილი და მისი ხროვა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული ქართველების და ოსების წინაშე, სასწრაფოდ გაფრენილიყო მოსკოვში და გაემართა მოლაპარაკებები რუსეთის მთავრობასთან, რათა არ დაეშვა ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან სეპარატისტული კუთხეების _ აფხაზეთისა და შიდა ქართლის დამოუკიდებლობის ცნობა, ქალბატონმა ბურჯანაძემ საპირისპირო “ჩაიდინა”… თუმცა, თვითონ მას მოვუსმინოთ:

“…როცა რუსები თბილისისკენ დაიძრნენ, მე დავურეკე მიშას და ვუთხარი, რომ შევკრებდი ქალებს და გადავეღობებოდით რუსების ტანკებს. შევეკითხე: ოღონდ მითხარი, როგორ მოვკვდე _ დროშით თუ ავტომატით ხელში?”

ანუ ქალბატონი ნინო მზად იყო, გაეწყვიტა ქართველი მდედრი, ოღონდაც მის მიშიკოს ხელისუფლება შეენარჩუნებინა; და, კიდევ _ ეს სიტყვები ადასტურებს, რომ ექსსპიკერს არ ძალუძს გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად. აბა, დაუკვირდით _ დაღუპვის ვარიანტებსაც კი “ბრიყვ სააკაშვილთან” (ასე აფასებს ახლა ქ-ნი ნინო ნაპრეზიდენტალს _ ავტ.) ათანხმებს _ ოღონდ მითხარი, როგორ მოვკვდე _ დროშით თუ ავტომატით ხელში?”

დღეს პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” თავქალი გაშმაგებით იბრძვის ხელისუფლების სათავეში მოსაკალათებლად. ამ მიზნის მისაღწევად ქალბატონი ნინო ყველაფერზეა წამსვლელი. გუშინ ლონდონიდან და ვაშინგტონიდან გვმოძღვრავდა, ამჟამად მოსკოვიდან მოგვმართავს. არ გეგონოთ, რომ მისი “ქამელეონობა” საქართველოს არგებს. თვალები ხომ გვაქვს და ვხედავთ, რით მთავრდება ქვეყნისთვის ქალბატონი ბურჯანაძის ე.წ. პოლიტიკური თამაშები? _ როგორც წესი, “ვარდების რევოლუციით”, 2007 წლის 7 ნოემბრით და “ბელა ჩაოთი”…

  ამიტომ, როდესაც ნინო ბურჯანაძე მოვა თქვენთან 2016 წლის არჩევნების წინ ხმების სამათხოვროდ, თუნდაც საჩუქრით _ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირებით, გაიხსენეთ ქალაქ ტროას ქურუმი ლაოკოონი და შეეცადეთ მისი გაფრთხილების პერიფრაზირებას დაახლოებით ასე:

გეშინოდეთ  ბურჯანაძის, რომელსაც მოაქვს ძღვენი!

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here