Home რუბრიკები პოლიტიკა დემოტრაკია და სიცრუის კარუსელი

დემოტრაკია და სიცრუის კარუსელი

581

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ძლივძლივობით გაძევებული ფსევდოჟურნალისტი ეკა კვესიტაძე, როგორც მოსალოდნელი იყო, “რუსთავი 2”-ის პროპაგანდისტულ მანქანას შეუერთდა და ახლა უკვეგანსხვავებული აქცენტებითწამლავს საზოგადოებას. აქცენტები მართლაც განსხვავებულია, რადგან 2012 წლამდეკვესომხოლოდ პოზიტივს ხედავდა. იმხანად დემოკრატიაც იყო, მედიის თავისუფლებაც და ქვეყანაც შენდებოდა. ახლა ყველაფერი პირიქითაა.

 

კვესიტაძეს “განსხვავებული” არც ერთ გადაცემაში არ უთქვამს, ის მუდამ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ გენერალურ ხაზს მიჰყვებოდა, ახლაც შემოთავაზებულ ტრენდში ზის და “პრორუსულ პროპაგანდაზე” ქადაგებს. ანგარიშზე”, რომელიც ამ თემას ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიუძღვნა, წინა ნომერში უკვე მოგახსენეთ, მაგრამ ახლა ამ ფერხულში კვესიტაძეც ჩაება და მისი ავტორები გაატელევიზორა. ყველა დროის ყველა ტელეკომპანიაში ვერ იპოვით ისეთ მდარე და ჟურნალისტიკაზე პრეტენზიის მქონე გადაცემას, როგორსაც კვესიტაძე უძღვება, თუმცა “რუსთავი 2”-ის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ, საზმაუსგან განსხვავებით, პოლიტიკური დატვირთვის გადაცემის წამყვანს საღამოს დეკოლტირებული კაბით არ სვამს ეთერში.

მისტირის კვესიტაძე იმ დროს და არცაა გასაკვირი; გააზნაურებულ მდაბიოს რომ წოდებას ჩამოართმევ, ისე ჩამოართვეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ცარიელი თავის მოწონების შესაძლებლობა. სამაგიეროდ, “ნაციონალური მოძრაობის” ძველი სახეებისა და თანამდებობის პირთა გაპიარების საშუალება ფართოდ მიეცა (თუმცა არც საზმაუ-ზე იკლებდა ამ სიამოვნებას). ამჯერად გადაცემაში ხურვალეთის, წითელუბნისა და ორჭოსანის მახლობლად “საზღვრის” გადმოწევის გამო დაარისხა განგაშის ზარები. სასაცილო არის ის, რომ ასეულობით კვადრატული კილომეტრის დამკარგავი სააკაშვილის აპოლოგეტები დღეს ახალ ხელისუფლებას მეტრებზე ედავებიან, მაგრამ ჩვენთვის უფრო საინტერესო არის ტყუილის ანატომია, ანუ პროპაგანდის დეფინიცია, რომელსაც ამავე გადაცემის ერთერთი მონაწილე, კანცელარიასთან გამართული საპროტესტო აქციისას გაშიფრული კიდევ ერთი ლატენტურინაცინინო დანელია ასე განმარტავს: “პროპაგანდა არის მიზანმიმართული ტყუილი. ეს არის ინფორმაცია, რომელიც არაფერს აძლევს სინამდვილეში მაყურებელს, მაგრამ წვეთწვეთად უგდებს რუსეთის მიმართ პატივისცემას და სიყვარულს. პრორუსული პროპაგანდა ჩანს ანტიდასავლურ პროპაგანდაში”!

აი, ამ პროპაგანდას მიეძღვნა კვესიტაძის მორიგი “შედევრი”. მივყვეთ მას და ნათლად დავინახავთ, სად არის ტყუილი და პროპაგანდა სინამდვილეში. დონეცკში დაბომბვისას დაღუპული 10 წლის გოგონას ისტორია, არც მეტი, არც ნაკლები, ტყუილი ყოფილა, რადგან “ბი-ბი-სის” ქართველმა ჟურნალისტმა მას ვერ მიაკვლია. დიდი ძებნის შემდეგ იპოვა “ჟურნალისტები”, რომლებმაც ეს სიცრუე გაავრცელეს. “რუს ჟურნალისტებს” სახეები დაფარული აქვთ, თან ამბობენ, რომ ტელეარხის ხელმძღვანელობამ დაავალა და ამიტომ გააშუქეს არარსებული დაბომბვა და დაღუპული ბავშვი. საკითხავია: თუ ტელეარხი ცნობილია, ჟურნალისტების ვინაობა _ ასევე ცნობილი, ვისგან ფარავენ მათ სახეებს? იმიტომ ხომ არა, რომ მთელი ეს სიუჟეტი დადგმულია? , არა! ეს ხომბიბისისჟურნალისტია! “ბიბისიამას არ იკადრებდა! ტყუილის ანატომია სწორედ ასეთია: რუსი იკადრებს, ინგლისელი (ამერიკელი და ..) – არასოდეს!

ტყუილის კიდევ ერთ მაგალითად კვესიტაძეს უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის _ აზაროვის გამოსვლა მოჰყავს მიტინგზე. იგი ამბობს, რომ უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების შემთხვევაში იძულებული იქნება, დააკანონოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება. “კვესომ” ამის პასუხად ეთერში მის მიერვე “ავტორიტეტად” მიჩნეული მედასავლეთე ქალბატონი დაგვისვა, რომელმაც აგვიხსნა: “დასავლური თავისუფლების იდეა არის სწორედ ის, რომ შენ როგორი ცხოვრების წესიც გინდა, აირჩიო. თავს მოხვევა არის ზუსტად რუსული სტილი და რუსული პროპაგანდის ნაწილი. ისინი თავს გვახვევენ დამახინჯებულ ინფორმაციებს, დამახინჯებულ ღირებულებებს”.

ბოდიში და, გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირს ქორწინებას რომ არქმევენ, იმათზე რატომ არაფერს ამბობთ?

“ის, რომ აშშ და ევროკავშირი ერთსქესიანი ქორწინების, ასევე ინცესტისა და პედოფილიის დაკანონებას დაჟინებით ითხოვს, რუსული პროპაგანდის მიერ ფართოდ გავრცელებული ტყუილია”, _ ამბობს “კვესო”. როგორც ჩანს, “რუსული პროპაგანდისვირუსი ისე შორს გავრცელდა, რომ თვით აშშის სახელმწიფო მდივანს ათქმევინა, ჩვენი პრიორიტეტი მსოფლიოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დამკვიდრებააო! ეს ინფორმაცია სწორედ დასავლურმა მედიამ გაავრცელა, სხვათა შორის!

კვესიტაძის ვერსიითა და მისი განსხვავებული აქცენტებით, “რუსულმა, იგივე ანტიდასავლურმა საინფორმაციო კამპანიამ ჩვენთან განსაკუთრებით 2013 წლიდან მოიკრიბა ძალა. თუ თვალს მივადევნებთ ამ კამპანიას, ცხადი გახდება, რომ იგი არაერთი მიმართულებით მუშაობს ეფექტიანად და მისი მასშტაბი თანდათან უფრო იზრდება”. მაგალითების მოყვანისას “კვესო” იმასაც არ ერიდება, რომ პირდაპირ ეთერში აყალბებს ინფორმაციას. კადრში ნათლად ჩანს ჩვენი საიტის ერთერთი ინფორმაციის სათაური: “ევროკავშირი ინცესტის ლეგალიზაციის საკითხს განიხილავს”, კვესიტაძე კი ამ სათაურს ასე ახმოვანებს: “ევროპაში ინცესტი უკვე დაკანონდა”.

ეს, საზოგადოდ, მათი სტილიატყუილში დაგდონ ბრალი და იქვე ურცხვად იცრუონ. პედოფილიის საკითხზე კვესიტაძემ თავი მოიკატუნა და საზოგადოებას ფლორიდის შტატში მასწავლებლის გასამართლება შეახსენა. სასამართლომ 22 წელი მიუსაჯა 30 წლის მასწავლებელს, რომელიც 16-17 წლის მოსწავლეებთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ამხილეს. კვესიტაძე: “პედოფილია ერთ-ერთი ყველაზე დასჯადი ქმედებაა აშშ-ში”. ვინც არ იცის, შევახსენებთ, რომ “მსოფლიოს დირექტორ” აშშ-ში ყველაზე რეპრესიული სადამსჯელო მანქანა მოქმედებს და სიკვდილით დასჯის ნაირ-ნაირი მეთოდებია დაკანონებული, რაც ხელს არ უშლის ამ სახელმწიფოს, მთელ მსოფლიოში ყველას ასწავლოს დემოკრატია. რაც შეეხება სასამართლოს, სწორედ უმაღლესმა სასამართლომ დააკანონა ამერიკის ყველა შტატში ერთნაირ სქესიანთა ქორწინება. როგორ “არ გვახვევენ” ამას თავს, იმ ქრონიკითაც დასტურდება, თუ როგორ ნელ-ნელა, ეტაპობრივად მიდიოდა დასავლეთი ამის დაკანონებისკენ. 1979 წელს ნიდერლანდებმა მხოლოდ არარეგისტრირებული მსგავსი კავშირი დაუშვა, 1984 წელს კალიფორნიაში ერთნაირ სქესიანთა ოჯახებისთვის “საშინაო პარტნიორობა” დაკანონდა. 1989 წელს დანიაში ამგვარი პარტნიორების რეგისტრაციის კანონი მიიღეს. 1992 წელს უკვე აშშ-ის კოლუმბიის ოლქმა დააკანონა “საშინაო პარტნიორობა”, 1993 წელს ნორვეგიამ გააკეთა იგივე, შემდეგ ავსტრალიამ, 1995 წელს – შვედეთმა, ხოლო 2000 წლიდან ამ პარადმა უკვე მთელი დასავლური სამყარო მოიცვა. ეს, როგორც ჩანს, არც “თავს მოხვევაა” და არც “გავრცელება”!

კვესიტაძე ტრადიციულ ანტიდასავლურ გამოცემებად მოიხსენიებსასავალდასავალს”, “ალიას”, “საქართველოს რესპუბლიკას”, “საქართველო და მსოფლიოს”. გადაცემაში საგანგებოდ მსჯელობენ ამ და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე. ვარაუდებიფაქტებადსაღდება, სასურველი _ არსებულად, ტყუილი _ სიმართლედ. სამაგიეროდ, თუ “კვესოს” ვენდობით, “საიტი დამოუკიდებლობა.ქომ (რომელიც ანტიდასავლურ და პრორუსულ ორგანიზაციებს ეძებს) სამოქალაქო ინიციატივის შედეგად შეიქმნა და მისი მიზანი რუსული ოკუპაციისა და რუსული პროპაგანდის შესახებ ინფორმაციის თავმოყრაა”. კაცმა რომ თქვას, რა თავმოყრა უნდა მათი ბელადის მიერ განიავებული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციას, აკი, სააკაშვილმა 150 დაკარგულ სოფელს ქვა და ღორღი უწოდა, ან სად გაექცევითავმოყრილდევნილთა დასახლებებს, მაგრამ ფული ხომ უნდა იშოვონ საქართველოს უბედურებაზე და შოულობენ კიდეც!

ორგანიზაცია, რომელიც მათ მიერვე “პრორუსულად” შერაცხილ ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროს მიუთითებლობას ედავება, სრული სერიოზულობით გვარწმუნებს: “პროექტი www.damoukidebloba.com შეიქმნა საზოგადოებრივ საწყისებზე “საინიციატივო ჯგუფის” მიერ, რომელიც ჩამოაყალიბეს ააიპ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” დამფუძნებლებმა _ გიორგი კლდიაშვილმა და ლევან ავალიშვილმა. “საინიციატივო ჯგუფი” არის არაფორმალური გაერთიანება და ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც საზოგადოებრივ საწყისებზე სურს, აქტიურად ჩაერთოს რუსული სახელმწიფო პროპაგანდისა და “რბილი ძალის” მიერ საქართველოში წარმოებული საქმიანობის მხილებაში. პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული თანამედროვე და ისტორიული ფაქტების შესახებ. საიტზე განთავსდება ინფორმაცია რუსული სახელმწიფო პროპაგანდის, ოკუპაციის, რეპრესიებისა და აგრესიის სხვა ღია თუ ირიბი ფორმების შესახებ.

ვებგვერდზე იქნება განხილული ამ აგრესიის გავლენა ქართულ საზოგადოებაზე”.

ახლა თუ ვინმეს სჯერა, რომ მიშას ეს ნარჩენებიარასამთავრობოების სახით, თუნდაც მიშას გადასარჩენად უფულოდ ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამენ, ის ან სულელია, ან თავს ისულელებს. ვიდრე მათი მფარველები ხელისუფლებაში იყვნენ დაფინანსების (თეთრისაც და შავისაც) პრობლემა არ შექმნიათ, ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ დასავლელი პატრონების მეცადინეობით მათ არა მარტო დაუსჯელობის გარანტია მიიღეს, არამედ გარე დაფინანსების წყაროებიც შეემატათ და ხელისუფლებაში ჩატოვებულინაცებისწყალობით ბიუჯეტიდანაც წოვენ ფულს. მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ვინმე გიორგი შარაბიძე წლების განმავლობაში პერმანენტულად აგებინებს საგრანტო კონკურსს საკუთარ არასამთავრობო ორგანიზაციას და უკვე 200 ათასამდე ლარი მიითვისა. ცესკოს მხრიდან ფინანსდებოდა თამარ კინწურაშვილის მიერ შექმნილი ორგანიზაცია “მედიიის განვითარების ფონდი”, რომელმაც 2014 წელს მოიპოვა 101 ათას 165 ლარი, იმავე ორგანიზაციამ 2015 წლის საგრანტო კონკურსშიც “გაიმარჯვა”. თეა თუთბერიძემაც კი მიიღო რამდენიმე ათეული ათასი ლარის დაფინანსება სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით.

ნატა ძველიშვილი _ “ანგარიშის” ერთ-ერთი ავტორი: “ეს ორგანიზაციები დაფინანსებას არ უთითებენ, რითაც მივხვდით, ეს არის ბანერების გაცვლა, ერთმანეთის ღონისძიებებში მონაწილეობა. საიტებზე მითითებული აქვთ, რომ პუტინის იდეოლოგი დუგინი საჯაროდ უხდის მადლობას. ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც არის “საქინფორმის” და “ჯევორლდის” დამფუძნებელი, მედვედევმა ორდენით დააჯილდოვა. საჯარო განცხადებებით შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ არსებობს ფულადი გზავნილები ამ ორგანიზაციებზე”.

როგორი ანგარიშია? რა ბაჯაღლო დასკვნებია? ყველაფერს თავი დავანებოთ, მაგრამპუტინის იდეოლოგირომ დუგინი ყოფილა, ამის შესახებ დუგინს არ გააგებინოთ _ თვითონაც არ დაიჯერებს!

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც მიშას ნარჩენები რუსული პროპაგანდის იარაღად აფასებენ, თურმე ერთმანეთთან არის დაკავშირებული! გაგეცინება, როცა ამაზე ერთმანეთთან ჭიპლარებით გადაჯაჭვული შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ცოლი, ყოფილი მინისტრები და მოადგილეები ყოფილი გენერალური პროკურორის მიერ მართულიდამოუკიდებელიტელეკომპანიიდან გელაპარაკებიან! მათი განცხადებით, ამ არასამთავრობოების მოღვაწეობა მედიაპარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ნაკლებად ეფექტიანი იქნებოდა. ბევრი იკვლიეს და დაასკვნეს, რომ “ობიექტივის”, “საქინფორმის” “საქართველო და მსოფლიოს” მეშვეობით ხდება მათი ანტიდასავლური გამონათქვამების ტირაჟირება.

მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის თანახმად, “ობიექტივისწამყვანები და სტუმრები ეთერს ანტიდასავლური განწყობების, სიძულვილის ენის, ქსენოფობიის და ჰომოფობიის გასავრცელებლად იყენებენ. “ისინი ცდილობენ, საზოგადოებაში ეჭვი დათესონ და დასავლეთის მიმართ უნდობლობა გააღვივონ”.

ბოდიში და, გამოხატვის თავისუფლება აღარ არსებობს? აკი თამარ ჩერგოლეიშვილი სწორედ ამაზე დარდობს: “ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას გამოხატვის თავისუფლება… ცხადია, ვიჩივლებთ როგორც გამოხატვის შეზღუდვის, ისე ლექსოს უკანონო პატიმრობის გამო”. ლექსო მაგათიანია, “ტაბულას” პროდიუსერი. მისი და საზოგადოდ, მაგათი გამოხატვის უფლება დასაცავია, სხვისი _ არა!

მათთან იდეოლოგიურად ახლოს მდგომი და ამას წინათ “გარესპუბლიკელებული” თამარ კორძაია გვასწავლის: გამოხატვის თავისუფლება გულისხმობსარა მხოლოდ, ისეთიინფორმაციისადაიდეებისგავრცელების უფლებას, რომლებიც კეთილგანწყობილად მიიღება ან განიხილება, როგორც უვნებელი ან როგორც ინდიფერენტიზმის საგანი, არამედ ისეთების მიმართაც, რომლებიც, თავისი არსით, შეურაცხმყოფელია, აღშფოთებას იწვევს და ადამიანების სიმშვიდეს არღვევს”.

გამოხატვის თავისუფლების ეს უკვე ანბანურ ჭეშმარიტებად ქცეული ევროპის სასამართლოს განმარტება შეგვიძლია წავიკითხოთ საქართველოს საერთო სასამართლოების თითქმის ყველა გადაწყვეტილებაში, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება. საქართველოს კანონით “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” შესახებ აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით!

ვისი, ქალბატონო დეპუტატო, ვისი გამოხატვის უფლებაა დაცული აბსოლუტური პრივილეგიით? მარტო თვითგამოცხადებული ლიბერალების თუ სხვისაც, ვისაც თქვენ მტრად ნათლავთ?

ზემოთ ნახსენები თამარ კინწურაშვილი თავის ექვსნიშნათანხიან დაფინანსებას (გადასახადის გადამხდელების ჯიბიდან) ასე ამართლებს: “ჩვენ ვიკვლევდით ქსენოფობიურ გამონათქვამებს და აღმოვაჩინეთ, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა განუყოფელია ქსენოფობიისა და ჰომოფობიისგან. გამოიკვეთა ორი ჯგუფი: ნაციონალისტური და ღიად პრორუსული და მათი გამონათქვამები ერთი-ერთზე ჰგავს ერთმანეთს. “მცდარი დილემის” ტექნოლოგია არის პროპაგანდის ერთ-ერთი კომპონენტი. “მე კი მინდა ნატოში გაწევრიანება, მაგრამ, თუ ეს დამაკარგვინებს ტერიტორიებს, მაშინ ისევ რუსეთთან ყოფნა მირჩევნია. და ამ გზავნილებს ჩვენ ვხვდებით არა მარტო პრორუსული ძალების მესიჯებში, არამედ იმავე მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან”.

აბა, გამოხატვის თავისუფლებაო?

და ისე, უბრალოდ, ინტერესისთვის: მართლა რად გვინდა ნატო, თუ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დავკარგავთ? ამაზე პასუხი გაქვთ და არ გვეუბნებით?

კვესიტაძედანაშაულებრივ სქემასშიფრავს: “რუსული პროპაგანდა ოთხი ძირითადი საშუალებით ვრცელდება. პირველი არის მედია, რომელიც აუდიტორიას მკვეთრად ანტიდასავლური გზავნილებით კვებავს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტყუილსა და გამოგონილ ფაქტებს ეფუძნება; მეორე _ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ღიად თუ ფარულად ეწევიან პრორუსული იდეების ტირაჟირებას. ამისათვის კი სხვადასხვა ხერხს მიმართავენ: ატარებენ კონფერენციებს, სემინარებს, ხსნიან რუსული ენის შემსწავლელ კურსებს, ქართველი ჟურნალისტებისთვის აწყობენ პრესტურებს რუსეთის დედაქალაქში. ორგანიზებას უწევენ ანტიდასავლურ აქციებს; მესამე _ სასულიერო პირების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ღიად ქადაგებენ ანტიდასავლურ იდეებს და ცდილობენ, მრევლი დაარწმუნონ, რომ ყველაფერი ცუდი დასავლეთიდან მოდის; და მეოთხე – პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები. მაგალითად, “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო” და მისი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც სულ ახლახან კვლავ იმყოფებოდა ვიზიტით მოსკოვში”.

არა, როგორი ინტელექტუალური პროდუქტია? ახლა შეცვალეთ აქ სიტყვარუსულისიტყვითამერიკული”, სიტყვაანტიდასავლური” _ “პროდასავლურითდა მიიღებთ იმას, რასაც ესუფლებადამცველებიდამედიამკვლევარებისჩადიოდნენ 20 წლის განმავლობაში საქართველოში!

მაშ ასე: დასავლური პროპაგანდა ოთხი ძირითადი საშუალებით ვრცელდება. პირველი არის მედია, რომელიც აუდიტორიას მკვეთრად პროდასავლური გზავნილებით კვებავს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტყუილსა და გამოგონილ ფაქტებს ეფუძნება; მეორე _ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ღიად თუ ფარულად ეწევიან დასავლური იდეების ტირაჟირებას. ამისათვის კი სხვადასხვა ხერხს მიმართავენ: ატარებენ კონფერენციებს, სემინარებს, ხსნიან ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს, ქართველი ჟურნალისტებისთვის აწყობენ პრესტურებს დასავლეთში. ორგანიზებას უწევენ პროდასავლურ აქციებს; მესამე _ სასულიერო პირების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ღიად ქადაგებენ პროდასავლურ იდეებს და ცდილობენ, მრევლი დაარწმუნონ, რომ ყველაფერი ცუდი მართლმადიდებლობიდან მოდის; და მეოთხე _ პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ აშშსა და ევროკავშირს”.

ასე არ არის? ასე არ იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში? ჩემი შენ გითხარიო, არა?

თავისუფალი სიტყვის ეს “დამცველები” ხელისუფლებას ბრალს სდებენ “პრორუსული” მედიის დაფინანსებაში. ახლა მოემზადეთ და შეადარეთ ეს ციფრები მათ დაფინანსებას: კვესიტაძე წარბშეუხრელად აცხადებს: 2013-2014 წლებში “ობიექტივს” ბიუჯეტიდან მიუღია 52 ათას 167 ლარი, “საქართველოს რესპუბლიკას” _ 63 ათას 923 ლარი, “ალიასა” და “კვირის ქრონიკას” _ 48 ათას 650 ლარი, “ასავალ-დასავალს” _ 1200 ლარი, “ეტალონმედიას” _ 68 ათას 616 ლარი.

სირცხვილია ეს, მაგრამ კვესიტაძეს ამაზე გაცილებით მეტის არ შერცხვენია და 1200 ლარითწახალისებარაღა ბედენაა?! ჩვენს საწყალ გაზეთს არც ეს ათასორასი ლარი მიუღია, მაგრამ კვესიტაძე მაინც მრისხანედ სვამს კითხვას: “რატომ აფინანსებს გადასახადის გადამხდელთა ფულით ხელისუფლება მედიაორგანიზაციებს, რომელთაც მკვეთრად გამოხატული ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკა აქვთ”?

ეკა, ერთხელ მაინც გეკითხა, რატომ იხდიდა, მაგალითად, გიგი უგულავა მისი თანამეცხედრის თეძოების შერემონტებაშიგადასახადის გადამხდელთა ფულს”; მარიამ საჯაიას სამკაულებზე და მიშას მასაჟისტებზეც გეკითხა და მერე თანხებიც შეგედარებინა!

თუმცა ფუჭია ეს შეკითხვები, მათზე პასუხი კვესიტაძეს არა აქვს. სამაგიეროდ, “პროფესიონალიზმი” ისე ახრჩობს, რომ პრორუსულობაში ყოფილი პრემიერის ბრალს ასე შიფრავს: მან ევრაზიულ კავშირზე თქვა, რომ ვაკვირდებით და, თუ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება, ვიფიქრებთო! სომხეთში ვიზიტისას ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამების კრიტიკას კვესიტაძემ უაპელაციოდ დააყოლა: “დღეს სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია”! ძალად ჟურნალისტი, რომელიც ევრაზიულ კავშირს ვერ არჩევს საბაჟო კავშირისგან, მედიისა და არასამთავრობო სექტორის ჭკუის დამრიგებლად რომ ეყოლება, მართლაც ხელიდან არის წასულინაცმოძრაობისსაქმე!

გადაცემის ბოლოს კვესიტაძეს მოუწია იმის აღიარება, რომ ეს ორგანიზაციები კანონს არ არღვევენ და მათი დახურვა არ შეუძლიათ, სამაგიეროდ მათ ისღა დარჩენიათ, “მამხილებლისფუნქცია შეითავსონ და ამაში გრანტები კიდევ დაითრიონ: “ის, რაც ჩვენ დამოუკიდებლად შეგვიძლია, არის იმ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოაშკარავება, რომლებიც პატრიოტიზმსა და მართლმადიდებლობას ამოფარებულნი, მიზანმიმართულად ავრცელებენ ოკუპანტი სახელმწიფოს სიცრუეზე დაფუძნებულ იდეოლოგიას. რასაკვირველია, დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთ ორგანიზაციებს არსებობის უფლება აქვთ, მაგრამ ამავე დროს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, თუ ვინ არიან ისინი და ვის ინტერესებს ემსახურებიან”.

აწი თქვენ რას გაარკვევთ და ვის ამხელთ, თქვენი სატკივარია, მაგრამ თვითონ თქვენ უკვე გაშიფრული ხართ და საქართველოში უკვე პატარა ბავშვმაც კი იცის, ვინ ხართ და ვის ინტერესებს ემსახურებით! ისე გრანტის სიდიდეს გააჩნია, თორემ ხვალ ოფიციალურმა სოხუმმა რომ გადმოგიგდოთ რამდენიმე მილიონი, მათ დამოუკიდებლობასაც სცნობთ და ყველაფერზე ხელსაც აწევთ. მაშინ არც რუსული პროპაგანდა შეგაწუხებთ და არც ფულის წყარო! _ ასე ხართ გამოზრდილები და ახლა ვინც გამოგზარდათ, ასინეთასავით რომ არის მოყურადებული, იმის გასაგონად ვამბობ: ჩაგეყარათ წყალში მილიონები, რომელიც საქართველოში ხარჯეთ ბოლო 20 წლის განმავლობაში; რამდენიმე უფულო არასამთავრობომ და გაზეთმაგადაგიჯოკრესდა, თუ დღეს დასავლეთის მიმართ განწყობა უარესდება, ისევ მაგ თქვენ გამოზრდილ ვირთხებს მოკითხეთ, თუ არა და, ისევ ჩააყარეთ მილიონებირუსული პროპაგანდისწინააღმდეგ და შედეგსაც კიდევ 20 წელი დაელოდეთ!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here