Home რუბრიკები პოლიტიკა აზერბაიჯანმა სომხეთის ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო

აზერბაიჯანმა სომხეთის ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო

1270

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო თვითმფრინავებს აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის არმიის პოზიციების თავზე გამოჩნდნენ. აზერბაიჯანელმა სამხედროებმა 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპილოტო Fთვითმფრინავების ჩამოგდებაზე.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20% სომხეთის შეიარაღებულ ძალებს აქვს ოკუპირებული, ამას სომხეთი კატეგორიულად უარყოფს. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, რომელსაც ორივე მხარე არღვევს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here