მოიხსენით სათვალე!

    ჩაიარა დასავლურ ფაშიზმზე გამარჯვების კიდევ ერთმა დღესასწაულმა, მაგრამ დატოვა დიდი საფიქრალი. წითელ მოედანზე შეკვეცილი ფორმატით ჩატარდა აღლუმი. სტუმართა  რაოდენობა შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, ოღონდ, თუ შეიძლება ასე ითქვას, უარყოფითი ნიშნით. ბელარუსისა და ყაზახეთის პირველ პირებს მხარს უმშვენებდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერები. სულ ეს იყო, ან – თითქმის სულ ეს…

     ინტერნეტგამოცემები მოფენილია დამცინავი განცხადებებით, ტელეარხები ქირქილებენ, – პრეზიდენტმა ზელენსკიმ პუტინს წითელ მოედანზე აღლუმის ჩატარების ნება დართო. არ ვიცი, ზელნსკიმ რისი ნება დართო პუტინს, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ დასავლეთის „მეხუთე კოლონასა” და პროპაგანდისტებს ამგვარი ქირქილის ნება პუტინმა დართო. რითი დართოო, მკითხავთ. პირველ რიგში იმით, რომ ოპერაცია ასე გაჭიანურდა – უკვე მეხუთე წელიწადია,  ვითარება გაურკვეველია. საომარ მოქმედებათა ეპიცენტრმა უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. დღეს კიევზე მეტად მოსკოვი იბომბება. რისი ბრალია ეს? ალბათ, ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგის შეუფასებლობაა. არა – შესაძლებლობების, არამედ ღირებულებებისა და ზნეობრივი მახასიათებლების თვალსაზრისით. რუსეთს ჰყავს მტერი – ყოვლისმკადრებლობით და სრული უზნეობით გამორჩეული დასავლეთი, რომელმაც ღია რუსოფობიაში ჩაითრია უკრაინა და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები. გახსოვთ, რა განცხადებები გააკეთეს მინსკის შეთანხმების სუბიექტების(უკრაინა, საფრანგეთი,გერმანია) ლიდერებმა? ამ შეთანხმებას ხელი იმიტომ კი არ მოვაწერეთ, რომ მისი პირობები შეგვესრულებინა, არამედ იმიტომ, რომ დრო გაგვეჭიანურებინა  და უკრაინა რუსეთთან საბრძოლველად შეგვეიარაღებინაო. ამ აღიარების შემდეგ პუტინმა კიევის მისადგომებებამდე მისული არმია დასავლეთის მზაკვრული რჩევით, უკან შემოატრიალა და, თურქეთში, უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა. მოლაპარაკებას, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია, პირიქით, საუკეთესო დრო და სიტუაცია ხელიდან იქნა გაშვებული. ჩმდება  შეკითხვა- იმ  უარყოფითი მაგალითების გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთს დასავლეთთან ურთიერთობაში ისტორიულად დაუგროვდა, როგორ შეიძლება,დასავლეთის მიმართ თუნდაც იოტისოდენა ნდობა გქომდეს?!  აქ მივადექით  მთავარ სათქმელს: ყოვლად დაუსბუთებელი და აბსოლუტურად გაუმართლებელი ნდობა მხოლოდ იმით აიხსნება, რომ რუსეთი დღემდე ვერ გათავისუფლდა დასავლური ხიბლისგან. დასავლეთი მტერი რომ არის, ამას ასე თუ ისე აცნობიერებენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დასავლური ცხოვრების წესი გულში უქრობ ხატად უსვენიათ, რითაც ეთანხმებიან ახლო წარსულში ევროკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენლის ჯოზეპ ბორელის მიერ ნათქვამ სისულელეს: „ევროპა არის ბაღი, სადაც დამკვიდრებულია თავისუფლება, ეკონომიკური კეთილდღეობა და სოციალური ერთობა. განსხვავებითდანარჩენიმსოფლიოსგან, სადაც არის ჯუნგლები.”

    დასავლეთი საკუთარ თავს ცივილიზებულ სამყაროს უწოდებს, რასაც რუსეთის ბევრი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე მექანიკურად იმეორებს.საერთოდ, რუსეთში მრავალი დასავლური შაბლონი მოქმედებს:

    * განა დასავლეთიდან არ მოდის სტალინის მოღვაწეობის უარყოფითად შეფასების ის ტენდენცია და ტრადიცია, რომლისგანაც რუსეთი 70  წლის განმავლობაში ვერ გათავისუფლდა?!

    * განა დასავლეთიდან არ მოდის სოციალისტურთან შედარებით კაპიტალისტური სისტემის უპირატესობის მითი და აბსურდი, რომელიც  რუსეთში საბოლოოდ ირწმუნეს?!

    * განა დასავლეთის წინაშე თავის დადრეკის მეტყველი ფაქტი არ არის გმირ ქალაქ სტალინგრადისთვის მხოლოდ ერთი დღით სახელის დაბრუნება და შემდეგ კვლავ ვოლგოგრადად გამოცხადება?!

    * განა დასავლეთის წინაშე ყოვლად გაუმართლებელი რევერანსის შედეგი არ არის ის ფაქტი, რომ სტალინის ხელმძღვანელობით მოპოვებული ისტორიული გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმებზე სახელმწიფოს მეთაურისა და უმაღლესი მხედართმთავრის სახელი ერთხელაც  არ უხსენებიათ?!

    შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთით აღტაცება რუსეთის ისტორიული ავადმყოფობაა.

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაჩოქებული რუსეთის წამოყენება შეძლო, მაგრამ ამ ოცდახუთი წლის  განმავლობაში მან ვერ მოახერხა იმ შაბლონებისგან ქვეყნის განთავისუფლება, რომელთა კონკრეტული მაგალითებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.უფრო ზუსტი, ალბათ, იმისი თქმა იქნება, რომ ასეთი რამ არც უცდია. 2022 წლის 24 თებერვლის მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ გააკეთა, არის ერთი პასაჟი, რომელშიც მან, როგორც თვითონ აღნიშნა, „სტალინის შეცდომაზე” გაამახვილა ყურადღება. არ განვიხილავ იმას იყო თუ  არა  შეცდომა ის, რის შესახებაც რუსეთის პრეზიდენტი ლაპარაკობდა, მე მხოლოდ შეკითხვას ვსვამ: იმ მიმართვაში რა აუცილებლობით იყო განპირობებული სტალინის შეცდომებზე (თუკი ასეთი რამ არსებობდა) საუბარი? ესეც კონკრეტული მოღაღადე ფაქტი ხომ არ არის დასავლური იდეოლოგიური შაბლონებით რუსული საზოგადოებივი ცნობიერების გადატვირთულობისა?! იმ ვითარებაშიც, როდესაც დასავლეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდება, რუსეთის პრეზიდენტიც კი ვერ თავისუფლდება დასავლური  პოლიტიკური და იდეოლოგიური გავლენებისგან. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ რუსეთი თუ დამარცხდება, ამისი უმთავრესი მიზეზი დასავლეთთან მათი ეს დამოკიდებულება იქნება სწორედ. ძნელია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთში გააჩინეს არასრულფასოვნების კომპლექსი.ყველაფერი დასავლურის წინაშე ქედის მოდრეკა და ხბოს აღტაცების გამოხატვა არ უხდება მასშტაბებითა და ისტორიით ისე უზარმაზარ სახელმწიფოს, როგორიც რუსეთია. რატომ იყოფიან რუსეთის ქალაქები და დასახლებული პუნქტები მუნიციპალიტეტებად? რატომ ჰქვიათ ქალაქის პირველ პირებს მერი? ეს ხომ დასავლური ტერმინოლოგიის მექანიკური გადმოტანაა რუსულ სინამდვილეში, რასაც ვერაფრით  ავხსნით, გარდა უბადრუკი მიბაძვისა.მახსენდება ჰეგელის ერთი გამანადგურებელი შედარება: „ფრანგული განმანათლებლობა მაიმუნივით ბაძავდა გერმანულ სერიოზულობას” („სულის ფენომენოლოგია”). ჰეგელი, როდესაც ამას ამბობდა, მისთვის მთავარი იყო ზედაპირულობასა და სიღრმეში წვდომას შორის განსხვავების ჩვენება. ფრანგული განმანათლებლობა სულაც არ ყოფილა დასაძრახი მოვლენა, მაგრამ ჰეგელის აზრით, მას აკლდა ის სიღრმე, რაც გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიას ახასიათებდა. ამ მიდგომას რუსეთის თანამედროვე მაგალითს თუ მოვარგებთ, დასავლეთისთვის მიბაძვასა და ზედაპირულობასთან ერთად,  არასერიოზულსაც აღმოვაჩენთ, მაგალითად, რუსული მილიციისთვის სახელის შეცვლასა და მისთვის პოლიციის დარქმევაში. მესმის, რომ ეს სახელი, არამხოლოდ დასავლეთში, არამედ სხვაგანაც გავრცელებულია, მაგრამ სასურველია და აუცილებელიცაა რუსეთი საკუთარ რენომეს უფრო მეტად უფრთხილდებოდეს. ამგვარ დეტალებში კი, სამწუხაროდ, არის რაღაცა კაპიტულანტური, რაც შემდეგ სხვა, უფრო სერიოზულ მომენტებში ვლინდება. როდესაც თავს ზესახელმწიფოდ და  პოლუსად აცხადებ, ყველაფერი საკუთარი უნდა გქონდეს, თანაც იმ დონეზე, რომ აქეთ გბაძავდნენ. ამერიკელებს აზრადაც არ მოსვლიათ, რაკი საბჭოთა კავშირში სოციალისტური სისტემაა, ჩვენც აქეთ  ვიაროთო, ან, რაკი საბჭოთა კავშირს კომუნისტური პარტია მართავს ცეკას მდივნებისა და რაიკომის მდივნების ხელით, ჩვენც ეს მოდელი  დავნერგოთო. საბჭოთა (რუსმა) ლიდერებმა კი არამხოლოდ იფიქრეს, არამედ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დასავლურ (კაპიტალისტურ) სისტემას ზიარებოდნენ. იმის გამო კი არა, რომ ის სისტემა ხალხისთვის იყო უკეთესი, არამედ იმიტომ, რომ პირადად მათთვის იყო უკეთესი, ვინაიდან ამაში ნაქურდალი კაპიტალის გათეთრებისა და ფუფუნებით ცხოვრების ლეგალიზების საშუალებას ხედავდნენ. აი, რა მიდგომებისგან ვერ თავისუფლდება რუსეთი დღემდე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოცდათხუთმეტი წელიწადი გავიდა. იმ უზარმაზარი სახელმწიფოს სამართალმემკვიდრე რუსეთმა გამოაცხადა, რომ მას არ სურდა რამე იდეოლოგიით ცხოვრება. რატომ? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის. წარმოუდგენელიც კი არის ამ მასშტაბის სახელმწიფო იდეოლოგიის ანუ შეხედულებათა მწყობრი სისტემის გარეშე არსებობდეს. რით ცხოვრობს? რას ემსახურება? რა ხედვები და მიზნები აქვს? რა არის მისაღები და რა  მიუღებელი? რა პრინციპით ხელმძღვანელობს საშინაო და საგარეო პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში?ამ შეკითხვებისთვის პასუხის გამცემი ორიენტირის ანუ სახელმწიფო იდეოლოგიის გარეშე ამ მასშტაბის სახელმწიფოს არსებობა მართლაც წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა. აგერ ყოვლისშემძლე გუგლს ვკითხოთ, რატომ არის ასე? „Отсутствие официальной идеологии в России закреплено на конституционном уровне для предотвращения монополии на власть и обеспечения идеологического многообразия. Статья 13 Конституции РФ прямо запрещает установление какой-либо идеологии в качестве государственной или обязательной. Это наследие 90-х годов, призванное дистанцироваться от тоталитарного советского прошлого.”რუსებს არა მხოლოდ საბჭოთა კავშირი დაუნგრიეს, მომავალში საბჭოთა წარსულისკენ გახედვის თეორიული შანსიც რომ წაერთმიათ, ეს აბსურდი კონსტიტუციაში ჩააწერინეს.

    აქ, ამ წუთს, ერთმა აზრმა გამკრა. მოდი, ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ვნახოთ, რა მდგომარეობაა საქართველოში ოფიციალური იდეოლოგიის მიმართ. კვლავ გუგლის მივმართოთ: „საქართველოს კონსტიტუციითა და პოლიტიკური სისტემით ქვეყანაშიარარსებობსერთიოფიციალური, სახელმწიფოიდეოლოგია.

    კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება პლურალიზმს”.

    შეხედეთ, რა საოცარი დამთხვევაა. უზარმაზარ რუსეთისა და პატარა საქართველოს კონსტიტუციები იდეოლოგიის ნაწილში ისე ჰგვანან ერთმანეთს, გადაწერილი გეგონებათ. მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ გადაწერილი კი არ არის, ერთსა და იმავე სპეცსამსახურშია დაწერილი. გასაგებია ხომ, რომელშიც?! როგორც საქართველოს დაუწერეს  ამერიკელებმა კონსტიტუცია, ისე დაუწერეს რუსეთსაც და, როგორც პატარა საქართველოს უთხრეს, ოფიციალური იდეოლოგიის გარეშე უნდა იცხოვროო, ისევე უთხრეს უზარმაზარ რუსეთსაც. უცნაურობა კი ის არის, რომ რუსები იდეოლოგიასთან ამ აბსურდულ მიდგომას დღემდე არ ცვლიან. ჩვენ რომ არ ვცვლით, გასაგებია, ვინ შეგვაცვლევინებს, მაგრამ, საინტერესოა, დასავლეთთან პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაში მყოფი რუსეთი რატომ არ ცვლის ამ მიდგომას? დასავლეთის შიშით? არა, დასავლეთის წინაშე შიშისგან დიდი ხანია განთავისუფლდნენ, მაგრამ დასავლეთის გავლენისგან ვერ თავისუფლდებიან. ის, რაც დაუძინებელმა მტერმა ოცდათხუთმეტი წლის წინათ უკარნახა, დღემდე სწორი ჰგონიათ. სწორი ჰგონიათ, რომ:

    * ოფიციალური სახელმწიფო იდეოლოგია არ უნდა ჰქონდეთ;

    *სტალინის მოღვაწეობა დასაგმობია;

    * სტალინის ხელმძღვანელობით  მოპოვებული ისტორიული გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმებზე მისი სახელი არ უნდა ახსენონ;

    * გმირ ქალაქებს (ლენინგრადი, სტალინგრადი) ისტორიული სახელები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუბრუნონ.

    დავალებას კი არ ასრულებენ, ასე სჯერათ, ასე სწამთ. ეს გაცილებით უარესია, ვიდრე დავალების შესრულება, ვინაიდან დავალებას საკუთარი ნების წინააღმდეგ ვინც ასრულებს, ამგვარი მდგომარეობიდან გათავისუფლების გზებსაც ეძებს, მაგრამ ვისაც გონება აურიეს, სიცრუე ჭეშმარიტებად უქციეს და საკუთარ თავთან დააპირისპირეს, ამ მდგომარეობას უფრთხილდება და კბილებით იცავს, რადგან სწორი სწორედ ის ჰგონია, რაც თავს მოახვიეს.

    სტალინი ერთადერთი საბჭოთა ლიდერი იყო, ვისაც წინამორბედი არ გაულანძღავს. პირიქით, მან ლენინის ცხედართან დადებული ფიცის ყველა პირობა შეასრულა. ლენინი სოციალიზმისა და სოციალისტური სახელმწიფოს სიმბოლოდ აქცია და ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ეს დამოკიდებულება არასოდეს შეუცვლია. სტალინი კი მის შემდეგ მოსულმა ყველა ლიდერმა ლანძღა. პუტინმაც კი, ვინც წესით უნდა ხედავდეს, რომ სტალინი მის ყველა მიდგომაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, ცამდე მართალი ყოფილა, ამის აღიარებამდე ვერ მიდის და „სტალინური რეპრესიების” შესახებ დასავლური შაბლონების შესაბამისად მეტყველებს. მეტიც, მოსკოვის ცენტრში ე.წ. გოდების კედელს აშენებს და ცრუპენტელა სოლჟენიცინსაც ისევე უდგამს ძეგლს, როგორც რუსეთისა და სოციალიზმის დამანგრეველ ბორის ელცინს. ეს უბრალო პოლიტიკური ხარვეზები არ არის, მძიმე იდეოლოგიური შეცდომებია, რომელიც საბოლოო შედეგებზე აისახება.

    საბჭოთა კავშირმა (რუსეთმა) დასავლეთთან დიდ სამამულო ომში გაიმარჯვა, მაგრამ ე.წ. ცივ ომში დამარცხდა.დამარცხდა და განადგურდა. საბჭოთა ნანგრევებზე აღმოცენებული რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთს ახლა ახალი ომი აქვს გაჩაღებული. ამ ომში რუსეთს გამარჯვება გაუჭირდება, თუკი იგი ვერ განთავისუფლდება მისთვის თავსმოხვეული დასავლური შაბლონებისგან, რომლებიც რუსეთის შიგნით მძლავრი წინააღმდეგობის გასაჩენად შექმნეს. რუსეთის თავდაცვითი ომი დასავლეთთან ამ წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობს, რაც რუსეთის მდგომარეობას უკიდურესად ართულებს. კარგად მესმის, რომ ეს წინააღმდეგობა ხალხის დონეზე ადვილი დასაძლევი არ არის, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოახერხოს მისი გადალახვა. იმედს მიჩენს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადება რომელიც მან, რამდენიმე დღის წინ (2026 წლის 30 აპრილს) გააკეთა: „საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რუსეთში ბევრი (მათ შორის, ხელისუფლებაში) დასავლეთთან დამოკიდებულებას ვარდისფერი სათვალეებით უყურებდა. არსებობდა რწმენა, რომ დასავლეთთან კარგი დამოკიდებულების აგება შესაძლებელი იყო, რომ რუსეთს დასავლეთი პარტნიორად განიხილავდა. ეს ვარდისფერი სათვალე ხელს გვიშლიდა ობიექტურად აღგვექვა გეოპოლიტიკური რეალობა, ვინაიდან დასავლეთი მეგობრულად განწყობილი გვეჩვენებოდა.”

    სწორი ანალიზი და სწორი მიდგომაა. რუსეთის გამარჯვება იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად იქნება გაზიარებული ეს ხედვა. მე ისღა დამრჩენია, აქედან შევძახო: მოიხსენით სათვალე!

    ვალერი კვარაცხელია 

                                                                                                       

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here